მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102221.
ორლანდო | კარი პირველი
სულ ერთი წამით მოჰკრა თვალი.
For one second, he had a vision of them.
102222.
ორლანდო | კარი პირველი
დაინახა, რომ საშა მეზღვაურს კალთაში ეჯდა; დაინახა, როგორ დაიხარა მისკენ; დაინახა, როგორ ჩაეხვივნენ ერთმანეთს, სანამ თვალი მრისხანებისგან წამოჭრილმა წითელმა ღრუბელმა არ დაუბინდა.
He saw Sasha seated on the sailor’s knee; saw her bend towards him; saw them embrace before the light was blotted out in a red cloud by his rage.
102223.
ორლანდო | კარი პირველი
ისეთი ტანჯვის ღმუილი აღმოხდა, რომ მთელმა გემმა ბანი მისცა.
He blazed into such a howl of anguish that the whole ship echoed.
102224.
ორლანდო | კარი პირველი
საშა მათ შორის ჩადგა, თორემ მანამ გაგუდავდა მეზღვაურს, სანამ ის სააბორდაჟო ხმლის ამოღებას მოასწრებდა.
Sasha threw herself between them, or the sailor would have been stifled before he could draw his cutlass.
102225.
ორლანდო | კარი პირველი
იძულებული გახდნენ იატაკზე დაეწვინათ და სანამ გამოფხიზლდებოდა, ბრენდი დაალევინეს.
They had to lay him on the floor and give him brandy to drink before he revived.
102226.
ორლანდო | კარი პირველი
მერე კი, როცა გონს მოეგო და გემბანზე დახვავებულ ტომრებზე დასვეს, საშა თავს დასტრიალებდა, თვალდაბინდული ორლანდოს წინ უხმაუროდ, ფაფუკი მიხრა-მოხრით ტრიალებდა მელიასავით, რომელმაც ეს-ესაა უკბინა.
And then, when he had recovered and was sat upon a heap of sacking on deck, Sasha hung over him, passing before Orlando's dizzied eyes softly, sinuously, like the fox that had bit him.
102227.
ორლანდო | კარი პირველი
ხან ეპირფერებოდა, ხან ადანაშაულებდა, რომ ეჭვი შეჰპარვოდა იმაში, რაც დაინახა.
Now cajoling, now denouncing, so that he came to doubt what he had seen.
102228.
ორლანდო | კარი პირველი
სანთელი ხომ ჩაქრა; ჩრდილებიც ხომ ათამაშდნენ?
Had not the candle guttered; had not the shadows moved?
102229.
ორლანდო | კარი პირველი
ყუთი მძიმე იყო, ამბობდა საშა; და ეს კაცი მეხმარებოდა მის გამოწევაში.
"The box was heavy", Sasha said; "the man was helping me to move it".
102230.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდომ ერთ წამს დაუჯერა – რადგან მართლაც, ხომ შეიძლება, მრისხანებისგან ადამიანმა ის წარმოიდგინოს, რისიც ყველაზე მეტად ეშინია?
Orlando believed her one moment — for who can be sure that his rage has not painted what he most dreads to find?
102231.
ორლანდო | კარი პირველი
მეორე წამს კიდევ უფრო ძლიერი ბრაზით აღივსო ღალატის გამო.
The next was the more violent with anger at her deceit.
102232.
ორლანდო | კარი პირველი
და მართლაც, როცა ახლა ორივეს ერთად უყურებდა, ორლანდო საკუთარი წარმოსახვის სიბინძურემ აღაშფოთა, ეს ნაზი არსება იმ ბანჯგვლიანი ველურის ტორებში როგორ წარმოვიდგინეო!
Indeed, looking at them together Orlando was outraged by the foulness of his imagination that could have painted so frail a creature in the paw of that hairy brute.
102233.
ორლანდო | კარი პირველი
უშველებელი კაცი იყო, ექვსფუტ-ნახევარი მაინც იქნებოდა, მაღალყელიანი წინდები ეცვა, ყურებში მდაბიური მავთულის საყურეები ჰქონდა გაყრილი.
The man was huge; stood six feet four in his stockings, wore common wire rings in his ears.
102234.
ორლანდო | კარი პირველი
ასე რომ, ორლანდო დანებდა; დაუჯერა საშას; და პატიებაც სთხოვა.
So he yielded; believed Sasha; and asked her pardon.
102235.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ იყო რაღაც საშას კილოში, რამაც ორლანდოს რამდენიმე ღამის წინანდელი ერთი უცნაური შემთხვევა მოაგონა, როცა გაუფრთხილებლად წამოადგა თავზე და დაინახა, როგორ ლოღნიდა კუთხეში მდგომი საშა ჩამწვარი სანთლის ნარჩენს, რომელიც იატაკიდან აიღო.
But there was something in Sasha's tone that reminded Orlando of a scene some nights since, when he had come upon her in secret gnawing a candle-end in a corner, which she had picked from the floor.
102236.
ორლანდო | კარი პირველი
მართალია, ის ვარდისფერი, მოოქრული იყო; თანაც მეფის მაგიდიდან; მაგრამ ის ქონი იყო, და საშა ღრღნიდა და ლოღნიდა მას.
True, it was pink; it was gilt; and it was from the King’s table; but it was tallow, and she gnawed it.
102237.
ორლანდო | კარი პირველი
და გაიფიქრა, როცა ყინულზე გადასვა, ხომ არ არის მასში რაღაც მყრალი, რაღაც მქისე ამბრის მქონე, რაღაც გლეხური წარმოშობისაო.
Was there not, he thought, handing her on to the ice, something rank in her, something coarse flavoured, something peasant born?
102238.
ორლანდო | კარი პირველი
და წარმოიდგინა საშა ორმოცი წლისა, უზომოდ გასუქებული, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ლერწამივით ტანწვრილი იყო, და დონდლო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტოროლასავით სხარტი იყო.
And he fancied Sasha at forty grown unwieldy though she was now slim as a reed, and lethargic though she was now blithe as a lark.
102239.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ, როცა ლონდონისკენ მისრიალებდნენ, ყველა ეს ეჭვი ისევ გაულღვა გულში და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს დიდმა თევზმა ცხვირში კაუჭი გამოსდო და გააქროლა ზღვაში, უხალისოდ, და თან, მისივე თანხმობით.
But again as they skated towards London such suspicions melted in his breast, and he felt as if he had been hooked by a great fish through the nose and rushed through the sea unwillingly, yet with his own consent.
102240.
ორლანდო | კარი პირველი
გასაოცარი სილამაზის საღამო იდგა.
It was an evening of astonishing beauty.