მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102241.
ორლანდო | კარი პირველი
აგე, ჩერინგის გრეხილი ჯვარი; აგე, სენტ-პოლის გუმბათი; აგე, ტაუერის შენობების ვეება მოედანი.
Here was the fretted cross at Charing; there the dome of St Paul’s; there the massy square of the Tower buildings.
102242.
ორლანდო | კარი პირველი
მთელი ამ ხნის განმავლობაში, თითქოს უძირო ჰაერის წიაღში დასრიალებდნენ, ისეთი ლაჟვარდისფერი გახდა ყინული.
All the time they seemed to be skating in fathomless depths of air, so blue the ice had become.
102243.
ორლანდო | კარი პირველი
იშვიათად თუ იტყოდა რამეს თავის წარსულ ცხოვრებაზე.
Seldom would she talk about her past life.
102244.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ახლა უამბო ორლანდოს, როგორ უსმენდა ხოლმე ღამღამობით რუსეთში ტრამალებიდან მომავალ მგლების ყმუილს, და რომ უკეთ ეჩვენებინა, თავადაც ყმუოდა მგელივით.
But now she told Orlando how, in winter in Russia, she would listen to the wolves howling across the steppes and to show him, she barked like a wolf.
102245.
ორლანდო | კარი პირველი
და მაშინ საშამ შეაქო ორლანდო; იმისთვის, რომ ასე უყვარდა ცხოველები; სიქველისთვის; ტან-ფეხისთვის.
And then Sasha praised Orlando; for his love of beasts; for his gallantry; for his legs.
102246.
ორლანდო | კარი პირველი
უკლებლივ ყველა ფერი, გარდა ორლანდოს ლოყების სიწითლისა, მალე მიქრა.
All the colour, save the red of Orlando’s cheeks, soon faded.
102247.
ორლანდო | კარი პირველი
როცა ფორთოხლისფერი მზეც მიიმალა, ის ჩირაღდნების, კოცონების, აალებული ლამპიონების თვალისმომჭრელმა თეთრმა ნათებამ ჩაანაცვლა, რომლითაც მთელი მდინარე გაჩახჩახდა.
As the orange light of sunset vanished it was succeeded by an astonishing white glare from the torches, bonfires, flaming cressets, and other devices by which the whole river was lit up.
102248.
ორლანდო | კარი პირველი
უცნაურზე უცნაურმა სახეცვლილებამ დაისადგურა.
The strangest transformation took place.
102249.
ორლანდო | კარი პირველი
განსაკუთრებით სენტ-პოლი, რომლისგანაც თითქოს აღარაფერი დარჩენილიყო მოოქრული ჯვრის გარდა.
Of St Paul’s, in particular, nothing was left but a gilt cross.
102250.
ორლანდო | კარი პირველი
წარამარა ცაში ატყორცნილ ფოიერვერკს ძლიერი, ხმაურიანი შეძახილები მოსდევდა.
Every now and then a great shout followed a rocket into the air.
102251.
ორლანდო | კარი პირველი
თანდათანობით მათმა წვრილ-წვრილი ადამიანები გაარჩიეს, ამ უზარმაზარ ბრბოს რომ გამოეყოფოდნენ ხოლმე და აქა-იქ, მდინარის ზედაპირზე ბზრიალებდნენ კოღოებივით.
Gradually they could discern little figures breaking off from the vast crowd and spinning hither and thither like gnats on the surface of a river.
102252.
ორლანდო | კარი პირველი
ამ ბრწყინვალე წრის ირგვლივ ღამის წყვდიადის გობივით შემოჯარულიყო ზამთრის მრუმე ღამე.
Around this brilliant circle like a bowl of darkness pressed the deep black of a winter’s night.
102253.
ორლანდო | კარი პირველი
ერთ წამს ტყეები და შორეული გორაკები მწვანედ განათდა, როგორც ზაფხულის დღეს; და მას ისევ სრული ზამთარი და სიშავე მოჰყვა.
At one moment the woods and distant hills showed green as on a summer’s day; the next all was winter and blackness again.
102254.
ორლანდო | კარი პირველი
ხალხის ყველაზე დიდი დაწოლა თითქოს იმ ადგილზე იგრძნობოდა, რომლის პირდაპირ ჯიხური თუ სცენა მოჩანდა, რაღაც, ჩვენებური შოუს, პანჩის და ჯუდის მაგვარი, რომელზეც რაღაც თეატრალური წარმოდგენა იმართებოდა.
The main press of people, it appeared, stood opposite a booth or stage something like our Punch and Judy show upon which some kind of theatrical performance was going forward.
102255.
ორლანდო | კარი პირველი
ვიღაც შავკანიანი მამაკაცი ხელებს იქნევდა და რაღაცას გაჰყვიროდა.
A black man was waving his arms and vociferating.
102256.
ორლანდო | კარი პირველი
იქვე იყო ქალი თეთრ სამოსში, საწოლზე მიწოლილი.
There was a woman in white laid upon a bed.
102257.
ორლანდო | კარი პირველი
თუმცა სიტყვების საოცარმა, ჩახლართულმა ბგერებმა მუსიკასავით იმოქმედეს ორლანდოზე.
Still the astonishing, sinuous melody of the words stirred Orlando like music.
102258.
ორლანდო | კარი პირველი
მავრის სიშმაგე საკუთარ სიშმაგედ ეჩვენა და როცა მავრმა ქალი თავის საწოლში გაგუდა, ორლანდოსთვის ის იყო საშა, რომელიც მან გაგუდა საკუთარი ხელებით.
The frenzy of the Moor seemed to him his own frenzy, and when the Moor suffocated the woman in her bed it was Sasha he killed with his own hands.
102259.
ორლანდო | კარი პირველი
ბოლოს წარმოდგენა დამთავრდა.
At last the play was ended.
102260.
ორლანდო | კარი პირველი
ირგვლივ ჩამობნელდა.
All had grown dark.