მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102261.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს ცრემლი სდიოდა ლოყებზე ღვარად.
The tears streamed down Orlando's face.
102262.
ორლანდო | კარი პირველი
ზემოთ აიხედა და ვერც იქ დაინახა რაიმე, შავი წყვდიადის გარდა.
Looking up into the sky there was nothing but blackness there too.
102263.
ორლანდო | კარი პირველი
ნგრევა და სიკვდილი, – გაიფიქრა მან, – ყველაფერს ფარავს.
"Ruin and death", he thought, "cover all".
102264.
ორლანდო | კარი პირველი
ადამიანის სიცოცხლე საფლავში სრულდება.
The life of man ends in the grave.
102265.
ორლანდო | კარი პირველი
ვგონებ, საცაა მზეს და მთვარეს ბნელი წყვდიადი გადეფინება.
Methinks it should be now a huge eclipse of sun.
102266.
ორლანდო | კარი პირველი
ბნელი ღამე იყო; კუნაპეტი ღამე.
The night was dark; it was pitch dark.
102267.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ისინი ხომ სწორედ ასეთ ღამეს ელოდნენ; სწორედ ასეთ ღამეში გეგმავდნენ გაპარვას.
This was that night they had waited for; it was on such a night as this that they had planned to fly.
102268.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს ყველაფერი ახსოვდა.
Orlando remembered everything.
102269.
ორლანდო | კარი პირველი
დარეკა ჟამმა.
The time had come.
102270.
ორლანდო | კარი პირველი
მგზნებარედ ჩაავლო ორივე ხელი საშას და ყურში ჩასძახა, „ჟოურ დე მა ვიე!“ ეს იყო მათი ნიშანი.
With a passion he snatched Sasha to him, and hissed in her ear "Jour de ma vie"! It was their signal.
102271.
ორლანდო | კარი პირველი
შუაღამისას ერთმანეთს ბლექფრაიერზის სასტუმროსთან შეხვდებოდნენ.
At midnight they would meet at an inn near Blackfriars.
102272.
ორლანდო | კარი პირველი
ცხენები იქ ელოდათ.
Horses waited there.
102273.
ორლანდო | კარი პირველი
ყველაფერი გამზადებული იყო გასაქცევად.
Everything was in readiness for their flight.
102274.
ორლანდო | კარი პირველი
ასე დასცილდნენ ერთმანეთს, საშა თავისი კარვისკენ გაემართა, ორლანდო – თავისი.
So they parted, Sasha to her tent, Orlando to his.
102275.
ორლანდო | კარი პირველი
წინ ჯერ კიდევ მთელი ერთი საათი ჰქონდათ.
It still wanted an hour of the time.
102276.
ორლანდო | კარი პირველი
შუაღამის დადგომამდე ბევრად ადრე ორლანდო უკვე ელოდა.
Long before midnight Orlando was in waiting.
102277.
ორლანდო | კარი პირველი
წყვდიადი უფრო თანაუგრძნობდა მის აბობოქრებულ გულისცემას.
The darkness was more compassionate to his violent heartbeat.
102278.
ორლანდო | კარი პირველი
გულისყურით უსმენდა ყოველი ნაბიჯის ხმას; ყოველ ბგერას გულდასმით აფასებდა.
He listened to every footfall; speculated on every sound.
102279.
ორლანდო | კარი პირველი
და მაინც, საშას გამო არაფრის შიში არ ჰქონდა.
Yet, he had no fear for Sasha.
102280.
ორლანდო | კარი პირველი
ის მარტო მოვიდოდა, მოსასხამსა და შარვალში, მაღალყელიან ჩექმებში გამოწყობილი, როგორც მამაკაცი.
She would come alone, in her cloak and trousers, booted like a man.