მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102281.
ორლანდო | კარი პირველი
მისთვის ჩვეული მსუბუქი ფეხის ხმა, შეიძლება არც კი გაეგონა, თუნდაც ასეთ სიჩუმეში.
Light as her footfall was, it would hardly be heard, even in this silence.
102282.
ორლანდო | კარი პირველი
ასე იცდიდა სიბნელეში.
So he waited in the darkness.
102283.
ორლანდო | კარი პირველი
ისე იყო მოლოდინით დაძაგრული, რომ შეკრთა და ხელი ხმალზე გაიკრა.
So strung with expectation was he, that he started and put his hand to his sword.
102284.
ორლანდო | კარი პირველი
დარტყმა თორმეტჯერ განმეორდა შუბლსა და ლოყაზე.
The blow was repeated a dozen times on forehead and cheek.
102285.
ორლანდო | კარი პირველი
ეს სწორედ წვიმის წვეთების დარტყმები იყო.
The blows were the blows of the rain.
102286.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ მალე ექვსი წვეთი სამოცად იქცა; სამოცი – ასად; ბოლოს კი გაერთიანდნენ და წყლის უწყვეტ ჩქერად იქცნენ.
But soon the six drops became sixty; then six hundred; then ran themselves together in a steady spout of water.
102287.
ორლანდო | კარი პირველი
გეგონებოდათ, მყარი და შეკრული ცა ერთ მძლავრ ჩანჩქერად ჩამოიქცა ძირს.
It was as if the hard and consolidated sky poured itself forth in one profuse fountain.
102288.
ორლანდო | კარი პირველი
სულ ხუთიოდე წუთიც არ გასულა, რომ ორლანდო თავით ფეხამდე გაილუმპა.
In the space of five minutes Orlando was soaked to the skin.
102289.
ორლანდო | კარი პირველი
ცხენები სასწრაფოდ ფარდულში შეაყენა, თვითონ კი თავი კარის ბალავარს შეაფარა, საიდანაც ჯერ კიდევ შეეძლო, შიდა ეზოსთვის ედევნებინა თვალი.
Hastily putting the horses under cover, he sought shelter beneath the lintel of the door whence he could still observe the courtyard.
102290.
ორლანდო | კარი პირველი
ჰაერი ახლა ადრინდელზე უფრო ჩაიხუთა და ისეთი ოხშივარი ავარდა და გუგუნი დადგა თავსხმისგან, რომ კაცის თუ მხეცის ფეხის ხმას ერთიანად ახშობდა.
The air was thicker now than ever, and such a steaming and droning rose from the downpour that no footfall of man or beast could be heard above it.
102291.
ორლანდო | კარი პირველი
უშველებელი ორმოებით დათხრილი გზები ახლა წყლით დაიფარა და ალბათ გაუვალიც გახდა.
The roads, pitted as they were with great holes, would be under water and perhaps impassable.
102292.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ ორლანდო არც დაფიქრებულა იმაზე, როგორ შეიძლება ამას მათ გაქცევაზე ემოქმედა.
But of what effect this would have upon their flight Orlando scarcely thought.
102293.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ აჩრდილი გაქრა.
But the phantom vanished.
102294.
ორლანდო | კარი პირველი
შეყვარებულისთვის დამახასიათებელი ცრუმორწმუნეობით, ორლანდომ თავი დაირწმუნა, რომ საშა მოვიდოდა, როცა ზარი მეექვსედ ჩამოჰკრავდა.
With the superstition of a lover, Orlando had made out that it was on the sixth stroke of the bell that Sasha would come.
102295.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს ვნებიანმა და მგრძნობიარე გულმა იცოდა სიმართლე.
The passionate and feeling heart of Orlando knew the truth.
102296.
ორლანდო | კარი პირველი
სხვა საათებმაც ჩამორეკეს, აჟღრიალდნენ ერთიმეორის მიყოლებით.
Other clocks struck, jangling one after another.
102297.
ორლანდო | კარი პირველი
თითქოს მთელი სამყარო რეკავდა, იმისათვის, რომ ყველას გაეგო საშას ღალატისა და ორლანდოს აბუჩად აგდების ამბავი.
The whole world seemed to ring with the news of Sasha's deceit and Orlando's derision.
102298.
ორლანდო | კარი პირველი
ოდინდელი ეჭვები ფარულად აუფუთფუთდა და საფარიდან დაუფარავად ამოხეთქა.
The old suspicions subterraneously at work in him rushed forth from concealment openly.
102299.
ორლანდო | კარი პირველი
ერთიმეორეზე უფრო შხამიანი გველების გუნდებმა დაგესლეს ორლანდო.
Orlando was bitten by a swarm of snakes, each more poisonous than the last.
102300.
ორლანდო | კარი პირველი
იდგა კარის ზღურბლზე თავსხმა წვიმაში და ადგილიდან არ იძვროდა.
He stood in the doorway in the tremendous rain without moving.