მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102301.
ორლანდო | კარი პირველი
წუთები გადიოდა, მუხლები ოდნავ მოუდუნდა.
As the minutes passed, he sagged a little at the knees.
102302.
ორლანდო | კარი პირველი
ამ ხმაურში თითქოს დიდი ქვემეხების ზათქი მოისმა.
In the thick of it, great guns seemed to boom.
102303.
ორლანდო | კარი პირველი
ისეთი გრიალი და გრუხუნი ატყდა, თითქოს მუხის ხეები გაიპო და გაიგლიჯა.
Huge noises as of the tearing and rending of oak trees could be heard.
102304.
ორლანდო | კარი პირველი
განწირული ყვირილი და არაადამიანური მოთქმა-გოდებაც ისმოდა.
There were also wild cries and terrible inhuman groanings.
102305.
ორლანდო | კარი პირველი
ლამპარი მიწაზე დაახეთქა, მოაჯდა ცხენს და გააჭენა, თვითონაც არ იცოდა, საით.
He dashed the lantern to the ground, mounted his horse and galloped he knew not where.
102306.
ორლანდო | კარი პირველი
ალბათ ერთგვარმა ბრმა გუმანმა, რაკი ახლა საღ აზრს გაცდენილი იყო, მდინარის შესართავისკენ, ზღვის მიმართულებით წასვლისკენ უბიძგა.
Some blind instinct, for he was past reasoning, must have driven him to take the river bank in the direction of the sea.
102307.
ორლანდო | კარი პირველი
რადგან როცა ირიჟრაჟა, რაც სრულიად გასაოცარი სისწრაფით მოხდა და ცა მკრთალმა ყვითელმა შეღება და წვიმა თითქმის შეწყდა, ორლანდომ თემზის მახლობლად, უოპინგის სიახლოვეს ამოყო თავი.
For when the dawn broke, which it did with unusual suddenness, the sky turning a pale yellow and the rain almost ceasing, Orlando found himself near the Thames off Wapping.
102308.
ორლანდო | კარი პირველი
იქ, სადაც სამი და მეტი თვის წინ მყარი ყინული იყო, ისეთი სქელი, რომ კაცს ქვა ეგონებოდა, და მასზე და მის ტროტუარზე მთელი ქალაქი სახალისოდ გამოდიოდა, ახლა აბობოქრებული ყვითელი წყლის მჩქეფარე ღვარი მიედინებოდა.
Where, for three months and more, there had been solid ice of such thickness that it seemed permanent as stone, and a whole gay city had been stood on its pavement, was now a race of turbulent yellow waters.
102309.
ორლანდო | კარი პირველი
მდინარისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იყო, რომ ადამიანს თავბრუ დახვეოდა.
The mere look of the water was enough to turn one giddy.
102310.
ორლანდო | კარი პირველი
მდინარე აისბერგებით მოფენილიყო.
The river was strewn with icebergs.
102311.
ორლანდო | კარი პირველი
სხვები ადამიანის ქუდზე დიდი არ იქნებოდა, თუმცა სრულიად უჩვეულოდ იყო დაგრეხილი.
Others were no bigger than a man’s hat, but most fantastically twisted.
102312.
ორლანდო | კარი პირველი
ხან ყინულის ლოდების წყება ჩამოიქროლებდა და, რაც გზად ხვდებოდა, ყველაფერს ძირავდა.
Now would come down a whole convoy of ice blocks sinking everything that stood in their way.
102313.
ორლანდო | კარი პირველი
წყალში გადახტებოდნენ თუ ყინულზე დარჩებოდნენ, სულ ერთია, მათი ბედი გადაწყვეტილი იყო.
Whether they jumped into the water or stayed on the ice their doom was certain.
102314.
ორლანდო | კარი პირველი
ზოგი მუხლებზე დაჩოქილიყო, დედები ძუძუს აჭმევდნენ ჩვილებს.
Some were on their knees, others suckling their babies.
102315.
ორლანდო | კარი პირველი
ერთი ბერიკაცი თითქოს სახარებას კითხულობდა ხმამაღლა.
One old man seemed to be reading aloud from a gospel.
102316.
ორლანდო | კარი პირველი
ბევრი იღუპებოდა ისე, რომ მკერდში ჩაეკრათ ვერცხლის თასი თუ რაღაც სხვა განძი.
Many perished clasping some silver pot or other treasure to their breasts.
102317.
ორლანდო | კარი პირველი
აისბერგები ავეჯს, ძვირფასეულობას თუ ათასგვარი სახის სხვა ქონებას უსაშველო სისწრაფით მიაქანებდნენ.
For furniture, valuables, possessions of all sorts were carried away on the icebergs.
102318.
ორლანდო | კარი პირველი
სხვა უცნაურ სანახაობათა შორის გამოირჩეოდა ერთი კატა, რომელიც თავის კნუტს აწოვებდა რძეს.
Among other strange sights was to be seen a cat suckling its kitten.
102319.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდო ერთხანს გაოგნებული და დამუნჯებული იდგა და ვერაფერს აკეთებდა, მხოლოდ წყლის ამაზრზენ ნიაღვარს უყურებდა.
Dazed and astounded, Orlando could do nothing for some time but watch the appalling race of waters.
102320.
ორლანდო | კარი პირველი
ბოლოს, როგორც იქნა, თითქოს გონს მოეგო, დეზი ჰკრა ცხენს და მთელი ძალით გააჭენა მდინარის სანაპიროზე, ზღვისკენ.
At last, seeming to recollect himself, he clapped spurs to his horse and galloped hard along the river bank in the direction of the sea.