მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102321.
ორლანდო | კარი პირველი
შემოუარა იმ ადგილს, სადაც მდინარე უხვევდა და ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც სულ რაღაც ორიოდე დღის წინათ ელჩების გემები უძრავად იდგნენ ყინულში ჩაქვავებულები.
Rounding a bend of the river, he came opposite that reach where, not two days ago, the ships of the Ambassadors had seemed immovably frozen.
102322.
ორლანდო | კარი პირველი
სასწრაფოდ გადათვალა ყოველი მათგანი: ფრანგების გემი, ესპანელების, ავსტრიელების, აი, თურქების.
Hastily, he made count of them all; the French ships; the Spanish; the Austrian; the Turk.
102323.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ რუსების გემი აღარსად ჩანდა.
But the Russian ship was nowhere to be seen.
102324.
ორლანდო | კარი პირველი
ორლანდოს წამით გაუელვა, ხომ შეიძლება, ჩაძირულიყოო.
For one moment Orlando thought it must have foundered.
102325.
ორლანდო | კარი პირველი
მაგრამ როცა უზანგებზე შედგა და მოიჩრდილა მიმინოსებრი მახვილი მზერით გამორჩეული თვალი, ბუნდოვნად დალანდა გემი ჰორიზონტზე.
But, raising himself in his stirrups and shading his eyes, which had the sight of a hawk’s, he could just make out the shape of a ship on the horizon.
102326.
ორლანდო | კარი პირველი
ანძის წვერზე შავი არწივი ფრიალებდა.
The black eagle were flying from the mast head.
102327.
ორლანდო | კარი პირველი
მოსკოველების ხომალდი ზღვაში გასულიყო.
The ship of the Muscovites was standing out to sea.
102328.
ორლანდო | კარი პირველი
და გაიტაცა წყლის მორევმა მისი სიტყვები, ხოლო მას დამსხვრეული ქოთანი და ცოტაოდენი ჩალა მიუგდო ფერხთით.
And the swirling waters took his words, and tossed at his feet a broken pot and a little straw.
102329.
ორლანდო | კარი მეორე
ახლა ჟამთააღმწერი სწორედ ისეთი სირთულის წინაშე დგება, როცა ალბათ უმჯობესია, სიმართლე ითქვას, ვიდრე მიიჩქმალოს.
The biographer is now faced with a difficulty which it is better perhaps to confess than to gloss over.
102330.
ორლანდო | კარი მეორე
უშუალოდ ამ წუთამდე, ორლანდოს ცხოვრების ამბის აღწერისას, პირადი თუ ისტორიული დოკუმენტები შესაძლებელს ხდიდა ბიოგრაფის უპირველესი მოვალეობის შესრულებას.
Up to this point in telling the story of Orlando’s life, documents, both private and historical, have made it possible to fulfil the first duty of a biographer.
102331.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ახლა იმ ეპიზოდს მივუახლოვდით, რომელიც უშუალოდ გზაზე გადაგვეღობა, ასე რომ, მისი უგულებელყოფა შეუძლებელია.
But now we come to an episode which lies right across our path, so that there is no ignoring it.
102332.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა ის სიბნელით და იდუმალებითაა მოცული, და არც რაიმე საბუთებით დასტურდება; და ვერც ვერაფრით აიხსნება.
Yet it is dark, mysterious, and undocumented; so that there is no explaining it.
102333.
ორლანდო | კარი მეორე
ტომები შეიძლება დაიწეროს მის გასააზრებლად; მთელი რელიგიური სისტემები შეიძლება დაფუძნდეს ამ ყოველივეს მნიშვნელობის შესაცნობად.
Volumes might be written in interpretation of it; whole religious systems founded upon the signification of it.
102334.
ორლანდო | კარი მეორე
ჩვენი ვალი კი მხოლოდ ისაა, რომ გადმოვცეთ ფაქტები, რამდენადაც ისინი ცნობილია.
Our simple duty is to state the facts as far as they are known.
102335.
ორლანდო | კარი მეორე
ის სამეფო კარიდან განდევნეს.
He was exiled from Court.
102336.
ორლანდო | კარი მეორე
ივნისის ერთ დილას – შაბათი იყო, რიცხვი თვრამეტი – ორლანდო მისთვის ჩვეულ დროს არ ამდგარა საწოლიდან, და როცა მსახურმა მიაკითხა, აღმოაჩინა, რომ ბატონი ღრმა ძილს მისცემოდა.
One June morning — it was Saturday the 18<sup>th</sup> — Orllando failed to rise at his usual hour, and when his groom went to call him master was found fast asleep.
102337.
ორლანდო | კარი მეორე
ვერაფრით შეძლეს მისი გაღვიძება.
Nor could he be awakened.
102338.
ორლანდო | კარი მეორე
თითქოს საღათას ძილში ჩავარდნილიყო, თითქოს არც სუნთქავდა; და მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები დააყენეს მის ფანჯარასთან და აყეფებდნენ.
He lay as if in a trance, without perceptible breathing; and though dogs were set to bark under his window.
102339.
ორლანდო | კარი მეორე
ის არა და არ იღვიძებდა, არც ჭამდა და არც სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალს ავლენდა, მთელი შვიდი დღის განმავლობაში.
Still he did not wake, take food, or show any sign of life for seven whole days.
102340.
ორლანდო | კარი მეორე
მეშვიდე დღეს კი, მისთვის ჩვეულ დროს გამოეღვიძა (ზუსტად რვას რომ თხუთმეტი წუთი აკლდა) და ოთახიდან გააძევა აყაყანებული დედაკაცების და სოფლის მჩხიბავების ხროვა, რაც სრულებით ბუნებრივი იყო.
On the seventh day he woke at his usual time (a quarter before eight, precisely) and turned the whole posse of caterwauling wives and village soothsayers out of his room, which was natural enough.