მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102341.
ორლანდო | კარი მეორე
ოღონდ უცნაური ის გახლდათ, რომ ორლანდოს საღათას ძილის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა, ტანსაცმელი ჩაიცვა და ისე ბრძანა ცხენი მომგვარეთო, თითქოს სულ რაღაც ერთი ღამის მშვიდი ძილის მერე გაღვიძებოდეს.
But what was strange was that Orlando showed no consciousness of any such trance, but dressed himself and sent for his horse as if he had woken from a single night’s slumber.
102342.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა, ერთგვარი ცვლილება, როგორც იეჭვეს, მაინც მოხდა მისი ტვინის ნახევარსფეროებში.
Yet some change, it was suspected, must have taken place in the chambers of his brain.
102343.
ორლანდო | კარი მეორე
მართალია, სრულიად გონივრულად და დინჯად, და ის კი არა, უფრო დარბაისლურადაც კი ირჯებოდა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ აშკარა იყო, წარსული ცხოვრება ბუნდოვნად ახსოვდა.
Though he was perfectly rational and seemed graver and more sedate in his ways than before, he appeared to have an imperfect recollection of his past life.
102344.
ორლანდო | კარი მეორე
ყურს უგდებდა როგორ ყვებოდნენ ადამიანები დიდი ყინვის, ციგურაობის თუ კარნავალის ამბებს.
He would listen when people spoke of the great frost or the skating or the carnival.
102345.
ორლანდო | კარი მეორე
არაფრით ამჟღავნებდა, ახსოვდა თუ არა რამე, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ისე მოისვამდა ხოლმე შუბლზე ხელს, თითქოს რაღაც უსიამოვნოს გაფანტვას ცდილობდა, რისი მომსწრეც თავად იყო.
He never gave any sign, except by passing his hand across his brow as if to wipe away some unpleasant, of having witnessed them himself.
102346.
ორლანდო | კარი მეორე
როცა მის გარშემო წარსული ექვსი თვის მოვლენებზე იწყებდნენ მსჯელობას, ორლანდოს წუხილი კი არა, უფრო დაბნეულობა ემჩნეოდა.
When the events of the past six months were discussed, Orlando seemed not so much distressed as puzzled.
102347.
ორლანდო | კარი მეორე
თითქოს შორეულ წარსულში გადატანილი არეულ-დარეული მოგონებები საგონებელში აგდებდა, ანდა სხვების მიერ მონათხრობი ამბების გახსენებას ცდილობდა.
As if he were troubled by confused memories of some time long gone or were trying to recall stories told him by another.
102348.
ორლანდო | კარი მეორე
ისიც შენიშნეს, რომ, როგორც კი საუბრისას რუსეთს, თავადის ქალებს, ან ხომალდებს ახსენებდნენ, ორლანდო მოიღუშებოდა და წამოდგებოდა; ან ფანჯარაში იწყებდა ცქერას, ან რომელიმე ძაღლს მოუხმობდა.
It was observed that if Russia was mentioned or Princesses or ships, Orlando would fall into a gloom and get up and look out of the window or call one of the dogs to him.
102349.
ორლანდო | კარი მეორე
ანდა დანას აიღებდა და კედრის ხის ნაფოტის გამოთლას შეუდგებოდა.
Or he would take a knife and carve a piece of cedar wood.
102350.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ექიმები არც მაშინ იყვნენ იმაზე ჭკვიანები, ვიდრე დღეს არიან.
But the doctors were hardly wiser then than they are now.
102351.
ორლანდო | კარი მეორე
იქნებ ისე ვართ შექმნილი, რომ, თუ ყოველდღიურად არ ვიგემეთ სიკვდილის მცირე ულუფა, სხვანაირად ვერ გავუძლებთ ბედის ტრიალს?
Are we so made that we have to take death in small doses daily or we could not go on with the business of living?
102352.
ორლანდო | კარი მეორე
და მერე, ასეთი რა უცნაური ძალებია, ჩვენს ყველაზე ღრმად მიჩქმალულ სულის სიმებში რომ იჭრებიან და ასე დაუკითხავად ცვლიან ჩვენს ნასათუთარ სამფლობელოს?
And then what strange powers are these that penetrate our most secret ways and change our most treasured possessions without our willing it?
102353.
ორლანდო | კარი მეორე
ისე ხომ არ მოხდა, რომ უკიდურესი ტანჯვით სასომიხდილი ორლანდო ერთი კვირით გარდაიცვალა და შემდეგ ისევ ცოცხალი მოგვევლინა?
Had Orlando, worn out by the extremity of his suffering, died for a week, and then come to life again?
102354.
ორლანდო | კარი მეორე
და თუ ასეა, როგორია სიკვდილის ბუნება და როგორია სიცოცხლის ბუნება?
And if so, of what nature is death and of what nature life?
102355.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ რაკი უკვე ნახევარ საათზე მეტი ხანია, ამ კითხვებზე პასუხს ველით და ვერაფერს გავხდით, მოდი, ისევ გავაგრძელოთ თხრობა.
Having waited well over half an hour for an answer to these questions, and none coming, let us get on with the story.
102356.
ორლანდო | კარი მეორე
ამის შემდეგ ორლანდო სრულ სიმარტოვეში ცხოვრობდა.
Now Orlando gave himself up to a life of extreme solitude.
102357.
ორლანდო | კარი მეორე
ამის მიზეზი მისი სამეფო კარზე განცდილი სირცხვილი და გაუსაძლისი დარდი იყო ნაწილობრივ.
His disgrace at Court and the violence of his grief were partly the reason of it.
102358.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ, რაკი არანაირ ღონეს არ ხმარობდა თავის დასაცავად, და იშვიათად თუ მიიპატიჟებდა ვინმეს შინ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს სწორედ მამაპაპათა უშველებელ სასახლეში მარტო ყოფნა ესადაგებოდა მის გუნება-განწყობილებას.
But as he made no effort to defend himself and seldom invited anyone to visit him, it appeared as if to be alone in the great house of his fathers suited his temper.
102359.
ორლანდო | კარი მეორე
მან სიმარტოვე აირჩია.
Solitude was his choice.
102360.
ორლანდო | კარი მეორე
ბოლომდე არავინ უწყოდა, როგორ ატარებდა დროს.
How he spent his time, nobody quite knew.