მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102361.
ორლანდო | კარი მეორე
ვერავინ ბედავდა მის თანხლებას, რადგან სახლს ათასნაირი მოჩვენება შემოეჩვია, და თანაც იმხელა იყო, სავსებით შესაძლებელია, გზა აბნეოდათ, ანდა რომელიმე მოფარებულ კიბეზე დაგორებულიყვნენ.
None dared follow him, for the house was haunted by a great variety of ghosts, and the extent of it made it easy to lose one’s way and either fall down some hidden staircase.
102362.
ორლანდო | კარი მეორე
მოკლედ, ყველა მომსახურე კაცი თუ ქალი უდიდეს პატივს სცემდა ორლანდოს და წყევლა-კრულვას უთვლიდა უცხოელ თავადის ქალს, რომელმაც ამ დღეში ჩააგდო იგი.
In short, all his serving men and women held Orlando in high respect, and cursed the foreign Princess who had brought him to this pass.
102363.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდოს ხომ იმხანად უცნაურ ტკბობას ანიჭებდა გარდაცვალებაზე და ხრწნადობაზე ფიქრი.
Orlando now took a strange delight in thoughts of death and decay.
102364.
ორლანდო | კარი მეორე
შევიდოდა ხოლმე საგვარეულო ეკლესიაში, საათობით იჯდა იქ და უყურებდა, როგორ ფრიალებდა ბაირაღები.
He would mount into the family pew and sit for hours watching the banners stir.
102365.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა არც ეს იყო საკმარისი მისთვის; ის უფრო ქვემოთ, კრიპტეში უნდა ჩასულიყო, სადაც წინაპრების სამარხები ეგულებოდა, სადაც კუბო კუბოზე იყო ახორავებული და ათ თაობას აერთიანებდა.
Even this was not enough for him, but he must descend into the crypt where his ancestors lay, coffin piled upon coffin, for ten generations together.
102366.
ორლანდო | კარი მეორე
ეს შემზარავი აკლდამა გახლდათ; სასახლის საძირკველში ღრმად ამოთხრილი.
It was a ghastly sepulchre; dug deep beneath the foundations of the house.
102367.
ორლანდო | კარი მეორე
მეფეთაგან აღარაფერი რჩება, – იტყოდა ხოლმე ორლანდო.
"Nothing remains of all these Kings", Orlando would say.
102368.
ორლანდო | კარი მეორე
ვისი ხელი იყო ნეტავი? – განაგრძობდა მსჯელობას.
"Whose hand was it"? he went on to discuss.
102369.
ორლანდო | კარი მეორე
მარჯვენა იყო თუ მარცხენა?
The right or the left?
102370.
ორლანდო | კარი მეორე
ქალის ხელია თუ კაცის? ხანდაზმულის თუ ახალგაზრდის?
The hand of man or woman, of age or youth?
102371.
ორლანდო | კარი მეორე
ვარდს წყვეტდა თუ ცივი ფოლადის იარაღს იქნევდა?
Had it plucked the rose, or grasped cold steel?
102372.
ორლანდო | კარი მეორე
მაშინ ეჩვენებოდა, რომ სიცოცხლემ აზრი დაკარგა.
Then it seemed to him that life was not worth living any more.
102373.
ორლანდო | კარი მეორე
წავიდა, მიატოვა, და ორლანდო მას ვეღარასოდეს ნახავდა, და ამიტომ ქვითინებდა.
She had gone, she had left him, Orlando was never to see her again, and so he sobbed.
102374.
ორლანდო | კარი მეორე
და მიიკვლევდა გზას საკუთარი ოთახებისკენ.
And so he found his way back to his own rooms.
102375.
ორლანდო | კარი მეორე
ხოლო მისიზ გრიმზდიჩი, დაინახავდა თუ არა მის ოთახში დანთებულ შუქს, ტუჩიდან ლუდის ტოლჩას მოიცილებდა და შესძახებდა, დიდება შენდა, ღმერთო, მისი უბრწყინვალესობა მშვიდობით დაბრუნდა თავის ოთახშიო.
And Mrs Grimsditch, seeing the light in the window, put the tankard from her lips and said Praise be to God, his Lordship was safe in his room again.
102376.
ორლანდო | კარი მეორე
ხოლო ორლანდო სკამს მაგიდასთან ახლოს მიდგამდა; გადაშლიდა სერ თომას ბრაუნის ნაშრომს და განსწავლული ღვთისმეტყველის რომელიღაც უგრძესი და გასაოცრად ჩახვეულ-ჩაკირკიტებული და ოსტატურად გადმოცემული აზრების კვლევას განაახლებდა.
Orlando now drew his chair up to the table; opened the works of Sir Thomas Browne and proceeded to investigate the delicate articulation of one of the doctor’s longest and most marvellously contorted cogitations.
102377.
ორლანდო | კარი მეორე
ეს ის თემები არ გახლავთ, რომელთა განვრცობა ჟამთააღმწერელს მომგებიანად შეუძლია.
These are not matters on which a biographer can profitably enlarge.
102378.
ორლანდო | კარი მეორე
ხშირად იმასაც ხედავს, რის შესახებაც არაფერი გვითქვამს – და ზუსტად წარმოიდგენს მის გარეგნობას.
He can see, often when we say nothing about it, exactly what he looks like.
102379.
ორლანდო | კარი მეორე
ისე, რომ ერთი სიტყვითაც არავინ არაფერს უკარნახებს, იმასაც ზედმიწევნით ხვდება, რაზე ფიქრობდა ის.
He knows without a word to guide them precisely what he thought about.
102380.
ორლანდო | კარი მეორე
უნახავთ ბავშვობაში, როგორ იჯდა და კვლავ კითხულობდა ხოლმე შუაღამისას.
As a child he was sometimes found at midnight by a page still reading.