მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102381.
ორლანდო | კარი მეორე
ციცინათელებს წაართმევდნენ და აბედით ლამის მთელი სახლი გადაებუგა.
They took the glow-worms away, and he almost burnt the house down with a tinder.
102382.
ორლანდო | კარი მეორე
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მოდი, რომანისტს მივანდოთ დაჭმუჭნილი აბრეშუმის ნაოჭების გაუთოება.
To put it in a nutshell, leaving the novelist to smooth out the crumpled silk.
102383.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ზოგიერთს ადრიდანვე შეეყარა ეს ბაცილა, და ამბობდნენ, ამას ასფოდელოს მტვერი იწვევს, რომელიც საბერძნეთიდან და იტალიიდან მონაბერ ქარს გამოჰყოლია.
But some were early infected by a germ said to be bred of the pollen of the asphodel and to be blown out of Greece and Italy.
102384.
ორლანდო | კარი მეორე
ამ სენის მომაკვდინებელი ბუნება ის იყო, რომ მოჩვენებას სინამდვილედ მოგაჩვენებდათ.
It was the fatal nature of this disease to substitute a phantom for reality.
102385.
ორლანდო | კარი მეორე
ამ სენმა სწრაფად დარია ხელი სრულ სიმარტოვეში.
The disease gained rapidly upon him now in his solitude.
102386.
ორლანდო | კარი მეორე
ზოგჯერ ერთ ღამეში ექვს საათს კითხულობდა განუწყვეტლივ.
Sometimes he would read often six hours into the night.
102387.
ორლანდო | კარი მეორე
როცა მოაკითხავდნენ ბრძანებების მისაღებად – როდის დავკლათ საქონელი, ან როდის ავიღოთ ხორბლის მოსავალიო, ორლანდო განზე გასწევდა წიგნს და ისეთ გამომეტყველებას მიიღებდა, თითქოს არ ესმოდა, რას ეუბნებოდნენ.
When they came to him for orders about the slaughtering of cattle or the harvesting of wheat, Orlando would push away his book and look as if he did not understand what was said to him.
102388.
ორლანდო | კარი მეორე
ეს ძალიან სამწუხარო ამბავი იყო და გულს უკლავდა ჰალს, ბაზიერთუხუცესს, ჯაილზს, მეჯინიბეს, მისიზ გრიმზდიჩს, მსახურთუხუცესს, მისტერ დაპერს, ხუცესს.
This was bad enough and wrung the hearts of Hall, the falconer, of Giles, the groom, of Mrs Grimsditch, the housekeeper, of Mr Dupper, the chaplain.
102389.
ორლანდო | კარი მეორე
რაში სჭირდება მისნაირ შესანიშნავ ჯენტლმენს წიგნები.
A fine gentleman like that, they said, had no need of books.
102390.
ორლანდო | კარი მეორე
დაე, წიგნები დამბლადაცემულებს, ანდა მომაკვდავებს გადაულოცოს.
Let him leave books to the palsied or the dying.
102391.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ წინ უარესი ელოდათ.
But worse was to come.
102392.
ორლანდო | კარი მეორე
უბედურ ადამიანს წერა აიტანს.
The wretch takes to writing.
102393.
ორლანდო | კარი მეორე
გახურებული შანთები სწვავს; პარაზიტები ღრღნიან.
He is riddled by hot irons; gnawed by vermin.
102394.
ორლანდო | კარი მეორე
უკანასკნელ პენის გაიღებს ერთი პატარა წიგნის დასაწერად (ასეთია ამ ბაცილის მავნებლობა) და სახელის მოსახვეჭად.
He would give every penny he has (such is the malignity of the germ) to write one little book and become famous.
102395.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა, პერუს მთელი ოქროს საბადოები ვერ იყიდიან იმ საუნჯეს, რასაც ოსტატურად გამოქნილი სტროფი ჰქვია.
Yet all the gold in Peru will not buy him the treasure of a well-turned line.
102396.
ორლანდო | კარი მეორე
და შედეგად მას ჭკნობა და სენი შეიპყრობს, ტვინს გამოუფიტავს და სახეს კედლისკენ შეუბრუნებს.
So he falls into consumption and sickness, blows his brains out, turns his face to the wall.
102397.
ორლანდო | კარი მეორე
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა მდგომარეობაში იპოვიან.
It matters not in what attitude they find him.
102398.
ორლანდო | კარი მეორე
მან გაიარა სიკვდილის ჭიშკარი და ჯოჯოხეთის ალი შეიცნო.
He has passed through the gates of Death and known the flames of Hell.
102399.
ორლანდო | კარი მეორე
საბედნიეროდ, ორლანდოს ძლიერი აღნაგობა ჰქონდა და სენმა ვერ გატეხა ის, იმ დროს, როცა ბევრი მისი თანატოლი გატეხა წელში.
Happily, Orlando was of a strong constitution and the disease never broke him down as it has broken many of his peers.
102400.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა, ძლიერ კი დარია ხელი, როგორც ამას მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს.
But he was deeply smitten with it, as the sequel shows.