მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102401.
ორლანდო | კარი მეორე
ორ ან მეტ საათს სერ თომას ბრაუნის კითხვას ანდომებდა, და როცა ირმის ბღავილი ან ღამის დარაჯის შეძახილი მიანიშნებდა შუაღამის დადგომას, რაკი ყველა ღრმად ჩაძინებული ეგულებოდა, გადაკვეთდა ოთახს, ამოიღებდა ჯიბიდან გასაღებს და ინკრუსტირებული კარადის კარს გამოაღებდა, რომელიც ოთახის კუთხეში იდგა.
For when he had read for an hour or so in Sir Thomas Browne, and the bark of the stag and the call of the night watchman showed that it was the dead of night and all safe asleep, he crossed the room, took a silver key from his pocket and unlocked the doors of a great inlaid cabinet which stood in the corner.
102402.
ორლანდო | კარი მეორე
შემდეგ შეყოვნდებოდა, თითქოს ჭოჭმანობდა, რომელი უჯრა გაეღო ამჯერად.
He paused, as if hesitating which drawer to open.
102403.
ორლანდო | კარი მეორე
ერთს ეწერა „აიაქსის სიკვდილი“, მეორეს – „პირამოსის დაბადება“, მესამეს – „იფიგენია ავლიდაში“.
One was inscribed "The Death of Ajax", another "The Birth of Pyramus", another "Iphigenia in Aulis".
102404.
ორლანდო | კარი მეორე
ყოველი უჯრა სათუთად შენახულ სქელტანიან ნაშრომს ინახავდა, თავიდან ბოლომდე ორლანდოს ხელით ნაწერს.
In each drawer lay a work of considerable size all written over in Orlando’s hand.
102405.
ორლანდო | კარი მეორე
საქმე ის გახლავთ, რომ ორლანდო ამ სენით მრავალი წლის განმავლობაში იყო შეპყრობილი.
The point was that Orlando had been afflicted thus for many years.
102406.
ორლანდო | კარი მეორე
საუბრის თუ თამაშის დროს გაიპარებოდა ხოლმე ფარდის უკან, ან მღვდლის სამალავ სენაკებში შეძვრებოდა, ანდა დედამისის საძინებლის უკან, საკუჭნაოში, რომლის იატაკში დიდი ხვრელი იყო და საშინლად ყარდა შოშიების სკინტლით.
Stealing away from talk and games, he had hidden himself behind curtains, in priest’s holes, or in the cupboard behind his mother’s bedroom which had a great hole in the floor and smelt horribly of starling’s dung.
102407.
ორლანდო | კარი მეორე
ასე დაიწერა, სანამ ოცდახუთი წელი შეუსრულდებოდა, ორმოცდაათიოდე პიესა, ისტორიული თხზულება, რომანი, ლექსები; ზოგი პროზაული, ზოგიც გალექსილი; ზოგი ფრანგულ, ზოგი იტალიურ ენაზე.
Thus had been written, before he was turned twenty-five, some fifty plays, histories, romances, poems; some in prose, some in verse; some in French, some in Italian.
102408.
ორლანდო | კარი მეორე
ყველა რომანტიკული და ყველა გრძელი იყო.
All were romantic, and all long.
102409.
ორლანდო | კარი მეორე
ერთი მათგანი ჩიფსაიდში, სენტ-პოლის პირდაპირ, ჯონ ბოლს დააბეჭდვინა „ფეზერს ენდ კორონეტში“.
One he had had printed by John Ball of the Feathers and Coronet opposite St Paul’s Cross, Cheapside.
102410.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოცემის დანახვამ უდიდესი სიხარული მოჰგვარა, ვერა და ვერ გაბედა, საკუთარი დედისთვის მაინც ეჩვენებინა.
But though the sight of it gave him extreme delight, he had never dared show it even to his mother.
102411.
ორლანდო | კარი მეორე
იცოდა, რომ წერა, და მით უფრო გამოქვეყნება, აუნაზღაურებლად სასირცხვო საქმე იყო არისტოკრატისათვის.
To write, much more to publish, was, he knew, for a nobleman an inexpiable disgrace.
102412.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ამჯერად, რაკი გვიანი ღამე იყო და სრულიად მარტო დარჩა, საცავიდან ერთი სქელტანიანი საქაღალდე გამოარჩია სახელწოდებით „ქსენოფილა, ტრაგედია“, თუ რაღაც ამგვარი სათაურის მქონე, და მეორე – თხელტანიანი „ბერმუხა“.
Now, however, that it was the dead of night and he was alone, he chose from this repository one thick document called "Xenophila a Tragedy" or some such title, and one thin one, called simply "The Oak Tree".
102413.
ორლანდო | კარი მეორე
შემდეგ რქის სამელნესთან მივიდა, ბატის ფრთა თითებით მოსინჯა, და ყველა ის მოძრაობა შეასრულა, რითაც ამ მანკიერ ვნებას აყოლილები იწყებენ ხოლმე თავიანთ რიტუალს.
Then he approached the inkhorn, fingered the quill, and made other such passes as those addicted to this vice begin their rites with.
102414.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ შეყოვნდა.
But he paused.
102415.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ თან ისე გათვალა, რომ მთელი ეს აბდაუბდა ერთიანი ძაფით უნდა იყოს ერთმანეთზე გადალამბული.
But he has contrived that the whole assortment shall be lightly stitched together by a single thread.
102416.
ორლანდო | კარი მეორე
მეხსიერება მკერავი დედაკაცია, და თანაც გვარიანად ახირებული თავის საქმეში.
Memory is the seamstress, and a capricious one at that.
102417.
ორლანდო | კარი მეორე
ნემსს ხან აქ ჩაასობს და ხან იქ ამოუყრის, ხან ალთას და ხანაც ბალთას.
She runs her needle in and out, up and down, hither and thither.
102418.
ორლანდო | კარი მეორე
ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება მერე, რას რა მოჰყვება.
We know not what comes next, or what follows after.
102419.
ორლანდო | კარი მეორე
ამრიგად, ამქვეყნად ყველაზე უფრო ჩვეულებრივმა მოქმედებამ, როგორიცაა, მაგალითად, საწერ მაგიდასთან დაჯდომა და სამელნის საწერად მომარჯვება, შესაძლებელია ამოაფრქვიოს უთვალავი უცნაური და ერთმანეთ თან დაუკავშირებელი ნაკუწი.
Thus, the most ordinary movement in the world, such as sitting down at a table and pulling the inkstand towards one, may agitate a thousand odd, disconnected fragments.
102420.
ორლანდო | კარი მეორე
ჩვენი ყველაზე ჩვეულებრივი მოქმედებები იწყებენ ქროლვას ფრთების ფრთხიალით და ფარფატით.
Our commonest deeds are set about with a fluttering and flickering of wings.