მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102421.
ორლანდო | კარი მეორე
სწორედ ეს მოხდა, როცა ორლანდომ კალამი მელანში ჩააწო, დაინახა გაუჩინარებული თავადის ქალის დამცინავი სახე და საკუთარ თავს მილიონი შეკითხვა დაუსვა წამში, ნაღველში ამოვლებული ისრებივით მწარე.
Thus it was that Orlando, dipping his pen in the ink, saw the mocking face of the lost Princess and asked himself a million questions instantly which were bitter as arrows dipped in gall.
102422.
ორლანდო | კარი მეორე
სად არის ის ახლა? რატომ მიმატოვა?
Where is she now? Why had she left him?
102423.
ორლანდო | კარი მეორე
ელჩი მართლა მისი ბიძაა თუ საყვარელი?
Is the Ambassador her uncle or her lover?
102424.
ორლანდო | კარი მეორე
შეთქმულება ხომ არ მოუწყვეს?
Had they plotted?
102425.
ორლანდო | კარი მეორე
ხომ არ აიძულეს?
Was she forced?
102426.
ორლანდო | კარი მეორე
გათხოვილი ხომ არ არის?
Is she married?
102427.
ორლანდო | კარი მეორე
მკვდარია თუ ცოცხალი?..
Is she dead or alive?..
102428.
ორლანდო | კარი მეორე
ყოველი მათგანი საოცარი შხამით გესლავდა, და თითქოს სატანჯველის გაფანტვა ეწადა, ისე ღონივრად ჩაჰკრა ბატის ფრთა რქის სამელნეში, რომ მელანი ამოიფრქვა და მაგიდაზე დაიღვარა.
All of which so drove their venom into him that, as if to vent his agony somewhere, he plunged his quill so deep into the inkhorn that the ink spirted over the table.
102429.
ორლანდო | კარი მეორე
ეს არის მოქმედება, რომელიც ხსნის იმ მოვლენას, თუ როგორ შეიძლება ადამიანის გონებაში, სულ რაღაც ერთ წამში, თავადის ქალის სახე სრულიად განსხვავებული იერის სახემ ჩაანაცვლოს.
This is an act which explains, how one may, at once substituted for the face of the Princess a face of a very different sort.
102430.
ორლანდო | კარი მეორე
„ოღონდ, ვისი სახეა ეს?“ – ჰკითხა ორლანდომ საკუთარ თავს.
"But whose face is it"?, Orlando asked himself?
102431.
ორლანდო | კარი მეორე
და ალბათ ნახევარ წუთს მოუხდა ლოდინი, სანამ უყურებდა ახალ სურათს, რომელიც ძველს გადაეფარა ზემოდან.
And he had to wait, perhaps half a minute, looking at the new picture which lay on top of the old.
102432.
ორლანდო | კარი მეორე
„დიდგვაროვანი არ არის, არ არის ჩვენიანი, – თქვა ორლანდომ (რასაც ხმამაღლა არასდიდებით არ იტყოდა, რადგან უაღრესად ზრდილი ჯენტლმენი გახლდათ).
"Not a Nobleman; not one of us", said Orlando (which he would not have said aloud, for he was the most courteous of gentlemen).
102433.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ეს იმ ზემოქმედების მაჩვენებელია, რასაც არისტოკრატიული წარმოშობა ახდენს გონებაზე და, სხვათა შორის, იმისაც, თუ რა ძნელია, არისტოკრატი მწერალი იყოს.
But it shows what an effect noble birth has upon the mind and incidentally how difficult it is for a nobleman to be a writer.
102434.
ორლანდო | კარი მეორე
მეხსიერებას, რომელმაც აგრერიგ შეძრა, მთელი ეს ამბავი ან მთლიანად უნდა ამოეშალა მისი ცნობიერებიდან, ანდა რამე ისეთი ბრიყვული და სრულიად შეუსაბამო ამოენთხია.
Memory, having disturbed him sufficiently, should now have blotted the whole thing out completely, or have fetched up something so idiotic and out of keeping.
102435.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ორლანდო შეყოვნდა.
But Orlando paused.
102436.
ორლანდო | კარი მეორე
მეხსიერება მაინც უტრიალებდა ცხვირწინ გაცვეთილ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცის ხატს, დიდი, ნათელი თვალებით.
Memory still held before him the image of a shabby man with big, bright eyes.
102437.
ორლანდო | კარი მეორე
და მაინც უყურებდა, მაინც ყოყმანობდა.
Still he looked, still he hesitated.
102438.
ორლანდო | კარი მეორე
და სწორედ ეს შეყოვნებებია ხოლმე ჩვენი დამღუპველი.
It is these pauses that are our undoing.
102439.
ორლანდო | კარი მეორე
სწორედ ამ დროს შემოიჭრება ხოლმე ჩვენს ციხესიმაგრეში შფოთი და ამბოხებისკენ უბიძგებს ჯარებს.
It is then that sedition enters our fortress and the troops rise in insurrection.
102440.
ორლანდო | კარი მეორე
სიყვარულმა მას სულის წასაწყმედი ტანჯვა განაცდევინა.
From love he had suffered the tortures of the damned.