მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102441.
ორლანდო | კარი მეორე
ყველამ ხელები ჩასჭიდა ერთმანეთს და ორლანდოს გული თავიანთ საცეკვაო მოედნად გადააქციეს.
All joined hands and made of Orlando's heart their dancing ground.
102442.
ორლანდო | კარი მეორე
საკუთარ ოთახში, სრულ სიმარტოვეში ორლანდომ, წელგამართულმა, დაიფიცა, რომ თავისი მოდგმის უპირველესი პოეტი გახდებოდა და უკვდავების ბრწყინვალებით შემოსავდა სახელს თავისას.
Standing upright in the solitude of his room, Orlando vowed that he would be the first poet of his race and bring immortal lustre upon his name.
102443.
ორლანდო | კარი მეორე
მაშინ, როცა, – თქვა ორლანდომ და სერ თომას ბრაუნის ნაშრომს მიუბრუნდა, რომელიც გადაშლილი ედო მაგიდაზე, – და ისევ შეყოვნდა.
Whereas, he said, turning to the work of Sir Thomas Browne, which lay open upon the table — and again he paused.
102444.
ორლანდო | კარი მეორე
ოთახის ყოველი კუთხიდან, როგორც შელოცვა, ღამის ქარმა და მთვარის შუქმა ღვთაებრივი ჰანგი შემოაფრქვია.
Like an incantation rising from all parts of the room, from the night wind and the moonlight, rolled the divine melody.
102445.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა მალევე მიხვდა, რომ ბრძოლები, რომელთაც სერ მაილზი და სხვები აჩაღებდნენ აბჯარასხმული რაინდების წინააღმდეგ სამეფოს ხელში ჩასაგდებად, სანახევროდაც არ იყო ისეთი რთული, როგორც ის, რაც თვითონ ჩაიფიქრა უკვდავების მოსაპოვებლად ინგლისურ ენასთან შერკინებაში.
He soon perceived, however, that the battles which Sir Miles and the rest had waged against armed knights to win a kingdom, were not half so arduous as this which he now undertook to win immortality against the English language.
102446.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდო ჭამდა და თან საკუთარი პერსონაჟების როლს თამაშობდა; დასეირნობდა და მათი პირით ლაპარაკობდა; ხან ტიროდა და ხან იცინოდა.
Orlando acted his character’s parts as he ate; mouthed them as he walked; now cried; now laughed.
102447.
ორლანდო | კარი მეორე
ერთი სტილიდან მეორეზე გადადიოდა.
Vacillated between this style and that.
102448.
ორლანდო | კარი მეორე
სწორედ ამ ბოლო კითხვის გამოსარკვევად, მან გადაწყვიტა წლების მარტოობა დაერღვია და გარე სამყაროსთან გაება კავშირი.
It was to settle this last question that he decided to break the solitude of years and communicate with the outer world.
102449.
ორლანდო | კარი მეორე
ლონდონში ერთი მეგობარი ეგულებოდა, ნორფოლკელი ჯაილზ იშემი, რომელიც, მიუხედავად დიდგვაროვანი წარმოშობისა, მწერლებს იცნობდა და უეჭველია, შეეძლო, ორლანდო იმ კურთხეულ, ჭეშმარიტად წმიდათაწმიდა საძმოსთან დაეკავშირებინა.
He had a friend in London, one Giles Isham, of Norfolk, who, though of gentle birth, was acquainted with writers and could doubtless put him in touch with some member of that blessed, indeed sacred, fraternity.
102450.
ორლანდო | კარი მეორე
რადგან ადამიანი, რომელიც წიგნს წერს და შემდეგ ბეჭდავს, ორლანდოს მის იმჟამინდელ მდგომარეობაში ისეთი დიდებით მოსილი ესახებოდა, ნებისმიერ სისხლისმიერ თუ სახელმწიფოებრივ დიდებას რომ ჩრდილავს.
For, to Orlando in the state he was now in, there was a glory about a man who had written a book and had it printed, which outshone all the glories of blood and state.
102451.
ორლანდო | კარი მეორე
სიამაყით იხსენებდა, რომ იმ დროს მწიგნობარიც კი შეარქვეს და ამრეზითაც უყურებდნენ მის გატაცებას განმარტოების და წიგნის კითხვის მიმართ.
He bethought him with pride that he had always been called a scholar, and sneered at for his love of solitude and books.
102452.
ორლანდო | კარი მეორე
არასოდეს ემარჯვებოდა ლამაზი ფრაზები.
He had never been apt at pretty phrases.
102453.
ორლანდო | კარი მეორე
იდგა აწითლებული, და გრენადერივით შეაბიჯებდა ხოლმე ბანოვანთა მისაღებ ოთახებში.
He would stand blush, and stride like a grenadier in a ladies’ drawing-room.
102454.
ორლანდო | კარი მეორე
ფიქრებში ღრმად ჩაფლული, ორჯერ ცხენიდანაც კი გადმოვარდნილა.
He had twice fallen, in sheer abstraction, from his horse.
102455.
ორლანდო | კარი მეორე
ერთხელ მარაოც გაუტეხა ლედი უინჩილსის, როცა გარითმვით იყო გართული.
He had broken Lady Winchilsea’s fan once while making a rhyme.
102456.
ორლანდო | კარი მეორე
პირველად დიდი წარღვნის ღამის შემდეგ ორლანდომ თავი ბედნიერად იგრძნო.
For the first time since the night of the great flood Orlando was happy.
102457.
ორლანდო | კარი მეორე
წარმოიდგინეთ ორლანდოს სიხარული, როცა სულ მალე მისტერ გრინმა თანხმობა განაცხადა კეთილშობილი ლორდის მიწვევაზე.
Figure Orlando’s delight when, in no long time, Mr Greene signified his acceptance of the Noble Lord’s invitation.
102458.
ორლანდო | კარი მეორე
ეტლში ორლანდოს ადგილი დაიკავა და ორშაბათ დღეს, აპრილის ოცდაერთ რიცხვში, ზუსტად შვიდ საათზე, უკვე სამხრეთის დიდ დარბაზში შეაბრძანეს.
He took Orlando's place in the coach and was set down in the hall to the south of the main building punctually at seven o’clock on Monday, April the twenty-first.
102459.
ორლანდო | კარი მეორე
ამ დარბაზში ბევრი მეფე, დედოფალი და ელჩი მიუღიათ; მოსამართლეებიც მდგარან თეთრი ყარყუმის მოსასხამებში.
Many Kings, Queens, and Ambassadors had been received there; Judges had stood there in their white ermine.
102460.
ორლანდო | კარი მეორე
ქვეყნის უმშვენიერესი მანდილოსნებიც მობრძანებულან; და უმკაცრესი სამხედროებიც.
The loveliest ladies of the land had come there; and the sternest warriors.