მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102461.
ორლანდო | კარი მეორე
აქ ის ალმები ეკიდა, რაც ფლოდენსა და აჟანკურში ფრიალებდა ოდესღაც.
Banners hung there which had been at Flodden and at Agincourt.
102462.
ორლანდო | კარი მეორე
ახლა იქ ნიკოლას გრინი იდგა, პოეტი, სადად ჩაცმული და ცალ ხელში პატარა ჩანთა ეჭირა.
Nicholas Greene, the poet stood there now, plainly dressed, carrying in one hand a small bag.
102463.
ორლანდო | კარი მეორე
აშკარა იყო, რომ ორლანდო, რომელიც მაშინვე გაეშურა მის შესაგებებლად, ოდნავ იმედგაცრულებული დარჩა.
That Orlando as he hastened to greet him was slightly disappointed was inevitable.
102464.
ორლანდო | კარი მეორე
შემოსვლისას დოგს წამოჰკრა ფეხი და ძაღლმა უკბინა.
He stumbling over the mastiff on entering, the dog bit him.
102465.
ორლანდო | კარი მეორე
უფრო მეტიც, ორლანდო, რომელიც კარგად იცნობდა ადამიანთა მოდგმას, დაიბნა და აღარ იცოდა, სად მიეჩინა ადგილი მისთვის.
Moreover, Orlando for all his knowledge of mankind was puzzled where to place him.
102466.
ორლანდო | კარი მეორე
თვალები ელვარე, მაგრამ ტუჩები ფომფლო და დორბლიანი ჰქონდა.
The eyes were brilliant, but the lips hung loose and slobbered.
102467.
ორლანდო | კარი მეორე
არაფერი ეტყობოდა დარბაისლური თავდაჭერილობის, ასე სასიამოვნო შესახედავს რომ ხდის კეთილშობილი წარმოშობის ადამიანის სახეს.
There was none of that stately composure which makes the faces of the nobility so pleasing to look at.
102468.
ორლანდო | კარი მეორე
მართალია, პოეტი იყო, გეგონებოდათ, კილვა ურჩევნია პირში შექებას; ჩხუბი ურჩევნია ტკბილსიტყვაობას; ფოფხვა ურჩევნია ცხენის ჭენებას; ბრძოლა – მოსვენებას; სიყვარულს ზიზღი ერჩივნა.
Poet though he was, it seemed as if he were more used to scold than to flatter; to quarrel than to coo; to scramble than to ride; to struggle than to rest; to hate than to love.
102469.
ორლანდო | კარი მეორე
ამ ყოველივეს მისი სხარტი მოძრაობები და ერთგვარი სიფიცხით და ეჭვით განმსჭვალული მზერა ავლენდა.
This, too, was shown by the quickness of his movements; and by something fiery and suspicious in his glance.
102470.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდო განცვიფრებული დარჩა.
Orlando was somewhat taken aback.
102471.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ სასადილოდ დასხდნენ.
But they went to dinner.
102472.
ორლანდო | კარი მეორე
მაშინ ორლანდოს, რომელსაც აქამდე არაფრად მიაჩნდა ეს ყოველივე, ცხოვრებაში პირველად, უცნაური უხერხულობა დაეუფლა მსახურების რაოდენობისა და გაშლილი სუფრის ბრწყინვალების გამო.
Here, Orlando, who usually took such things for granted, was, for the first time, unaccountably ashamed of the number of his servants and of the splendour of his table.
102473.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ამაზე უცნაური ის იყო, რომ სიამაყით გაიხსენა თავისი დიდი ბებია მოლი, ძროხის მწველავი – რომელზე ფიქრიც ერცხვინებოდა მანამდე.
Stranger still, he bethought him with pride — for the thought was generally distasteful — of that great grandmother Moll who had milked the cows.
102474.
ორლანდო | კარი მეორე
როცა ამ უბრალო დედაკაცზე და მის რძით სავსე სათლებზე დააპირა საუბრის წამოწყება, პოეტმა დაასწრო და უთხრა, რა უცნაურია, რომ ჩვენი, გრინების გვარი ასეთი გავრცელებულიაო.
He was about somehow to allude to this humble woman and her milk-pails, when the poet forestalled him by saying that it was odd, seeing how common the name of Greene was.
102475.
ორლანდო | კარი მეორე
მაშინ ორლანდომ მოახერხა თავისი დიდი ბებია მოლისა და მისი ძროხების შესახებ ეამბნა და თითქოს ამით გულზე მოეშვა კიდეც იმ დროისთვის, როცა ამჯერად გარეული ფრინველი მოართვეს.
Then Orlando contrived to say something of Grandmother Moll and her cows, and had eased his heart a little of its burden by the time the wild fowl were before them.
102476.
ორლანდო | კარი მეორე
თავად პოეზიის ბუნების თაობაზე, ორლანდომ მხოლოდ ის შეიტყო, რომ მისი გაყიდვა უფრო რთულია, ვიდრე პროზისა, და თუმც ბწკარები უფრო მოკლეა, დრო შესათხზველად მეტი სჭირდება.
Of the nature of poetry itself, Orlando only gathered that it was harder to sell than prose, and though the lines were shorter took longer in the writing.
102477.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ პოეტმა აქ უცაბედად სკამიდან ისკუპა.
But here the poet leapt from his chair.
102478.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა სინამდვილეში, – როგორც განმარტა, – ნერვები მაქვს აწეწილი იმდენად, რომ ერთი თაგვის წრიპინიც კი ორკვირიან უძილობას მიქადისო.
The truth was, he explained, that his nerves were in a state where a mouse’s squeak upset them for a fortnight.
102479.
ორლანდო | კარი მეორე
სახლი უდავოდ სავსე იყო მღრღნელებით, მაგრამ ორლანდოს არ ესმოდა მათი ხმა.
Doubtless the house was full of vermin, but Orlando had not heard them.
102480.
ორლანდო | კარი მეორე
დამბლა და ნიკრისის ქარები გადაეტანა, წყალმანკი და მალარია და სამი სახეობის ციებ-ცხელება, ერთმანეთის მიყოლებით; თან ამ ყველაფერს ემატებოდა გადიდებული გული, გადიდებული ელენთა და დაავადებული ღვიძლი.
He had had the palsy, the gout, the ague, the dropsy, and the three sorts of fever in succession; added to which he had an enlarged heart, a great spleen, and a diseased liver.