მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102481.
ორლანდო | კარი მეორე
ზემოდან მესამე მალასთან გამონაზარდი გასჩენია და ცეცხლივით სწვავდა; ქვემოდან მეორე მალასთან მეორე გამონაზარდი ჰქონია, ცივი, როგორც ყინული.
There was one knob about the third from the top which burnt like fire; another about second from the bottom which was cold as ice.
102482.
ორლანდო | კარი მეორე
ხან ტყვიასავით დამძიმებული თავი აღვიძებდა; ხან თითქოს მის გულში ათასი თაფლის სანთელი დაენთოთ და განრისხებული ადამიანები ბოღმას ანთხევდნენ.
Sometimes he woke with a heavy brain like lead; at others it was as if a thousand wax tapers were alight and people were throwing fireworks inside him.
102483.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ამ ამბავს ის ძირითადად მის წინააღმდეგ წამოწყებულ შეთქმულებას აბრალებდა.
But that of course was largely due to the conspiracy against him.
102484.
ორლანდო | კარი მეორე
მხოლოდ იმის თქმა შეეძლო რომ პოეზიის ხელოვნება მოკვდა ინგლისში!
All he could say was that the art of poetry was dead in England.
102485.
ორლანდო | კარი მეორე
პოეტმა გესლიანად გადაიხარხარა.
Greene laughed sardonically.
102486.
ორლანდო | კარი მეორე
შექსპირმა, – აღიარა მან, – მართლაც დაწერა რამდენიმე სცენა, რომლებიც არ დაიწუნება; მაგრამ ყოველი მათგანი მარლოსგან ისესხა.
Shakespeare, he admitted, had written some scenes that were well enough; but he had taken them chiefly from Marlowe.
102487.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ აბა რა შეიძლება ითქვას პოეტზე, რომელმაც ოცდაათ წელსაც ვერ მიაღწია?
But what could you say of a poet who died before he was thirty?
102488.
ორლანდო | კარი მეორე
რაც შეეხება ბრაუნს, ის ხომ პოეზიას წერდა პროზაში, და ხალხს მალე ყელში ამოუვიდა მისი ახირებულობა.
As for Browne, he was for writing poetry in prose, and people soon got tired of such conceits as that.
102489.
ორლანდო | კარი მეორე
დონი ხომ ერთი შარლატანი იყო, მკვახე სიტყვებით ფუთავდა აზრის არქონას.
Donne was a mountebank who wrapped up his lack of meaning in hard words.
102490.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ეს სტილი თორმეტი თვის მერე მოდაში აღარ იქნება.
But the style would be out of fashion twelve months hence.
102491.
ორლანდო | კარი მეორე
ბენ ჯონსონი მისი მეგობარია, მეგობრებზე კი აუგს ვერ იტყვი.
Ben Jonson is a friend of his and he never spoke ill of his friends.
102492.
ორლანდო | კარი მეორე
დაბოლოს, დაასკვნა: არა, ლიტერატურის დიდების ხანა წარსულს ჩაბარდა; ლიტერატურის დიდების ხანა საბერძნეთია.
No, he concluded, the great age of literature is past; the great age of literature was the Greek.
102493.
ორლანდო | კარი მეორე
ელისაბედის ხანა ყველა თვალსაზრისით ჩამორჩება ელინურს.
The Elizabethan age was inferior in every respect to the Greek.
102494.
ორლანდო | კარი მეორე
იმ დროს ადამიანები თაყვანს სცემდნენ ღვთაებრივ მიზანდასახულობას.
In such ages men cherished a divine ambition.
102495.
ორლანდო | კარი მეორე
ახლა ახალგაზრდა მწერლები წიგნით მოვაჭრეებს უდგანან სამსახურში.
Now all young writers are in the pay of the booksellers.
102496.
ორლანდო | კარი მეორე
ყველაზე დიდი ბრალი ამაში შექსპირს მიუძღვის, და ის უკვე სასჯელს იხდის ამისთვის.
Shakespeare is the chief offender in this way and he is already paying the penalty.
102497.
ორლანდო | კარი მეორე
ხოლო ჩვენი თანამედროვეობა პატივმოყვარეობით და ველური ექსპერიმენტებით გამოირჩევა – ბერძნები კი ვერც ერთს ვერ შეიწყნარებდნენ, თუნდ ერთი წამითაც.
Their own age, is marked by precious conceits and wild experiments — neither of which the Greeks would have tolerated for a moment.
102498.
ორლანდო | კარი მეორე
რარიგ მტკივნეულიც უნდა იყოს ამის თქმა მისთვის, ვერანაირ სიკეთეს ვერ ვხედავ აწმყოში და არანაირი იმედი არ მაქვს მომავლისა.
Much though it hurt him to say it, he could see no good in the present and had no hope for the future.
102499.
ორლანდო | კარი მეორე
აქ მან კიდევ ერთი ჭიქა აივსო ღვინით.
Here he poured himself out another glass of wine.
102500.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდოს თავზარი დასცა ასეთმა მსჯელობამ; თუმცა არც ის გამოჰპარვია, რომ თავად კრიტიკოსი ოდნავაც არ ჩანდა ამით დამწუხრებული.
Orlando was shocked by these doctrines; yet could not help observing that the critic himself seemed by no means downcast.