მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102501.
ორლანდო | კარი მეორე
პირიქით, რაც უფრო ენამწარედ განიკითხავდა თავის დროს, მით უფრო თვითკმაყოფილი ხდებოდა.
On the contrary, the more he denounced his own time, the more complacent he became.
102502.
ორლანდო | კარი მეორე
ფლიტ სტრიტის „კოკ ტავერნში“ გატარებული ერთი ღამე გაიხსენა, სადაც კიტ მარლო იყო მეგობრებთან ერთად.
He remembered a night at the Cock Tavern in Fleet Street when Kit Marlowe was there and some others.
102503.
ორლანდო | კარი მეორე
კიტი ძალიან მხიარულ გუნებაზე ყოფილა, კარგა შეზარხოშებულა და ათას სისულელეს მიედ-მოედებოდა.
Kit was in high feather, rather drunk, which he easily became, and in a mood to say silly things.
102504.
ორლანდო | კარი მეორე
გრინმა განმარტა რომ ყველანი ინგლისური ლიტერატურის დიადი ხანის ზღურბლზე იდგნენ და რომ შექსპირისგან მნიშვნელოვანი პოეტი უნდა დამდგარიყო.
Greene explained, that they were trembling on the verge of a great age in English literature, and that Shakespeare was to be a poet of some importance.
102505.
ორლანდო | კარი მეორე
მისთვისვე საბედნიეროდ, ორი დღის შემდეგ კიტი ჩხუბში მოკლეს და ვეღარ მოესწრო თავისი წინასწარმეტყველების ახდენას.
Happily for himself, he was killed two nights later in a brawl, and so did not live to see how this prediction turned out.
102506.
ორლანდო | კარი მეორე
უბედური სულელი ბიჭი, – თქვა გრინმა.
"Poor foolish fellow", said Greene.
102507.
ორლანდო | კარი მეორე
დიადი ხანა, ჰმ, როგორ არა, ელისაბედ პირველის დიადი ხანა!
A great age, forsooth — the Elizabethan a great age!
102508.
ორლანდო | კარი მეორე
ასე რომ, ძვირფასო მილორდ, ჩვენ უნდა დავჯერდეთ ამას, დავაფასოთ წარსული და პატივი მივაგოთ მწერლებს.
So, my dear Lord, we must make the best of it, cherish the past and honour those writers.
102509.
ორლანდო | კარი მეორე
წელიწადში სამას ფუნტ სტერლინგს რომ ვიღებდე პენსიის სახით მარტო დიდებისთვის ვიცხოვრებდი.
Had I a pension of three hundred pounds a year paid, I would live for glory alone.
102510.
ორლანდო | კარი მეორე
ვიწვებოდი ლოგინში და ციცერონს წავიკითხავდი.
I would lie in bed every morning reading Cicero.
102511.
ორლანდო | კარი მეორე
მივბაძავდი მის სტილს ისე, რომ ვერავინ დაინახავდა განსხვავებას ჩვენს შორის.
I would imitate his style so that nobody couldn’t tell the difference between us.
102512.
ორლანდო | კარი მეორე
აი, რას ვუწოდებ ნამდვილ მწერლობას!
That’s what I call fine writing.
102513.
ორლანდო | კარი მეორე
აი, რას ვუწოდებ ნამდვილ დიდებას.
That’s what I call Glory.
102514.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ საამისოდ აუცილებელია პენსია.
But it’s necessary to have a pension for it.
102515.
ორლანდო | კარი მეორე
იმ დროისთვის ორლანდოს არანაირი იმედი აღარ შერჩა, რომ პოეტთან თავის თხზულებებზე საუბარს შეძლებდა.
By this time Orlando had abandoned all hope of discussing his own work with the poet.
102516.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ამას აღარც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რაკიღა პოეტი ახლა შექსპირის, ბენ ჯონსონისა და სხვათა ცხოვრებაზე და პერსონაჟებზე გადავიდა, რომელთაც ახლოს იცნობდა.
But this mattered the less as the talk now got upon the lives and characters of Shakespeare, Ben Jonson, and the rest, all of whom he had known intimately.
102517.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდოს ამდენი არასოდეს უცინია.
Orlando had never laughed so much.
102518.
ორლანდო | კარი მეორე
უმეტესობა ცოლთან ნაჩხუბარი იყო.
Most of them quarrelled with their wives.
102519.
ორლანდო | კარი მეორე
ვერც ერთი ვერ დადგა ტყუილებზე ან ამაზრზენ ინტრიგებზე მაღლა.
Not one of them was above a lie or an intrigue of the most paltry kind.
102520.
ორლანდო | კარი მეორე
ლექსებს სამრეცხაოს ქვითრებზე ჯღაბნიდნენ.
Their poetry was scribbled down on the backs of washing bills.