მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102521.
ორლანდო | კარი მეორე
ასე დაიბეჭდა „ჰამლეტი“; ასევე „ლირი“; ასევე „ოტელო“.
Thus Hamlet went to press; thus Lear; thus Othello.
102522.
ორლანდო | კარი მეორე
გრინმა თქვა: ჰოდა, აბა რა გასაკვირია, რომ ეს პიესები მათი ავტორების ცოდვებს აღწერენ.
No wonder, as Greene said, that these plays show the faults of their authors.
102523.
ორლანდო | კარი მეორე
მთელ დარჩენილ დროს დროსტარებაში და მოლხენაში ატარებდნენ.
The rest of the time was spent in carousings and junketings.
102524.
ორლანდო | კარი მეორე
ამ ყოველივეს მისტერ გრინი დიდი გატაცებით ყვებოდა და ორლანდოც აღტაცებული უსმენდა.
All this Greene told with a spirit that roused Orlando to the highest pitch of delight.
102525.
ორლანდო | კარი მეორე
მას ისეთი მიმიკა ჰქონდა, მკვდარსაც კი გააცოცხლებდა და დახვეწილად ლაპარაკობდა მხოლოდ იმ წიგნებზე, რომლებიც სამასი წლის წინათ დაიწერა.
He had a power of mimicry that brought the dead to life, and could say the finest things of books provided they were written three hundred years ago.
102526.
ორლანდო | კარი მეორე
ასე გადიოდა დრო და ორლანდოს სტუმრის მიმართ უცნაური გრძნობა ჩამოუყალიბდა – მოწონების და ზიზღის, აღტაცების და სიბრალულის უცნაური ნაზავი, – და რაღაც, იმდენად განუსაზღვრელი, რომ კონკრეტულ სახელსაც ვერ მოუნახავდით.
So time passed, and Orlando felt for his guest a strange mixture of liking and contempt, of admiration and pity, as well as something too indefinite to be called by any one name.
102527.
ორლანდო | კარი მეორე
გამუდმებით საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, და მაინც, ისეთი სასიამოვნო მოსაუბრე იყო, რომ დაუსრულებლად შეგეძლო ყური გეგდო, როგორ ყვებოდა თავისი ციებცხელების ამბებს.
He talked incessantly about himself, yet was such good company that you could listen to the story of his ague for ever.
102528.
ორლანდო | კარი მეორე
სასახლე არასოდეს ყოფილა ისე ხალისიანი, როგორც ახლა.
Indeed, the oalace had never been so lively as now.
102529.
ორლანდო | კარი მეორე
გაიხსენა საუბრები, რომელთაც ჩვეული იყო – ესპანეთის მეფის დამბლის თუ ჯიშიანი ძაღლების შეჯვარების თაობაზე.
He recalled the sort of talk he had been used to about the King of Spain’s apoplexy or the mating of a bitch.
102530.
ორლანდო | კარი მეორე
მოაგონდა, როგორ ატარებდა დღეებს საჯინიბოებსა და საგარდერობოებს შორის.
He bethought him how the day passed between the stables and the dressing closet.
102531.
ორლანდო | კარი მეორე
გაიხსენა, როგორ ხვრინავდნენ ლორდები.
He remembered how the Lords snored.
102532.
ორლანდო | კარი მეორე
გაიხსენა, რა დიდგულოვნები იყვნენ ტანით და რა უმაქნისები და მხდალები – სულით.
He bethought him how valiant they were in body; how slothful and timid in mind.
102533.
ორლანდო | კარი მეორე
ამ ფიქრებით საგონებელში ჩავარდნილმა ორლანდომ ვერ მიაგნო ოქროს შუალედს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკუთარი ნებით შემოუშვა სახლში შფოთის ავი სული, რომლის წყალობითაც მშვიდ ძილს ვეღარასოდეს ეღირსებოდა.
Worried by these thoughts, and unable to strike a proper balance, he came to the conclusion that he had admitted to his house a plaguey spirit of unrest that would never suffer him to sleep sound again.
102534.
ორლანდო | კარი მეორე
ნიკ გრინი კი ზუსტად ამ დროს სრულიად საპირისპირო დასკვნამდე მივიდა.
At the same moment, Nick Greene came to precisely the opposite conclusion.
102535.
ორლანდო | კარი მეორე
იმ დილით, როცა ფუმფულა ბალიშებსა და ტკიცინა თეთრეულში ნებივრობდა, თავის ფანჯარაში გახედა კორდს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ შერევია არც ერთი ღერო ბაბუაწვერა ან ღოლოს სარეველა.
Lying in bed of a morning on the softest pillows between the smoothest sheets and looking out of his window upon turf which for centuries had known neither dandelion nor dock weed.
102536.
ორლანდო | კარი მეორე
გაიფიქრა, თუ როგორმე თავი არ დავაღწიე აქაურობას, ცოცხლად დავიმარხებიო.
He thought that unless he could somehow make his escape, he should be smothered alive.
102537.
ორლანდო | კარი მეორე
როცა დგებოდა და მტრედების ღუღუნი შემოესმა, როცა ტანსაცმელს იცვამდა და შადრევნების ჩქრიალს მოჰკრა ყური, გაიფიქრა, თუ ფლიტ სტრიტის ქვაფენილიდან მორახრახე ურიკის ხმას არ გავიგონებ, ამიერიდან ერთ სტრიქონსაც ვეღარ დავწერო.
Getting up and hearing the pigeons coo, dressing and hearing the fountains fall, he thought that unless he could hear the drays roar upon the cobbles of Fleet Street, he would never write another line.
102538.
ორლანდო | კარი მეორე
თუ ეს კიდევ დიდხანს გასტანს ჩამეძინება და მძინარეს ამომხდება სულიო.
If this goes on much longer I shall fall asleep and sleeping die.
102539.
ორლანდო | კარი მეორე
ასე რომ, პოეტმა ორლანდოს ოთახში მიაკითხა და აუხსნა, რომ მთელი ღამე სიჩუმის გამო თვალი არ მოუხუჭავს.
So he sought Orlando in his room, and explained that he had not been able to sleep a wink all night because of the silence.
102540.
ორლანდო | კარი მეორე
მართლაც, სასახლე თხუთმეტმილიანი გარშემოწერილობის პარკითა და ათი ფუტი სიმაღლის გალავნით იყო გარშემორტყმული.
Indeed, the palace was surrounded by a park fifteen miles in circumference and a wall ten feet high.