მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102541.
ორლანდო | კარი მეორე
ამის გამო ორლანდოს ცოტათი მოეშვა კიდეც გულზე, თუმცა დიდად არც მისი გაშვება სიამოვნებდა.
Orlando felt some relief at this, yet also a great reluctance to let him go.
102542.
ორლანდო | კარი მეორე
როგორ მოიწყენს უმისოდ სახლიო, გაიფიქრა.
The house, he thought, would seem very dull without him.
102543.
ორლანდო | კარი მეორე
დამშვიდობებისას მოიკრიბა სითამამე და თავისი პიესა „ჰერკულესის სიკვდილი“ შეაჩეჩა პოეტს და სთხოვა, მისი აზრი გამოეთქვა.
On parting, he had the temerity to press his play upon the Death of Hercules upon the poet and ask his opinion of it.
102544.
ორლანდო | კარი მეორე
პოეტმა გამოართვა; რაღაც ჩაიდუდუნა დიდების და ციცერონის თაობაზე, რაზეც ორლანდომ მოკლედ მოუჭრა სიტყვა და შეჰპირდა, რომ კვარტალურად გადაუხდიდა პენსიას.
The poet took it; muttered something about Glawr and Cicero, which Orlando cut short by promising to pay the pension quarterly.
102545.
ორლანდო | კარი მეორე
ჯერ არასოდეს მოსჩვენებია დიდი დარბაზი ასეთი უშველებელი, ასეთი დიდებული და ასეთი ცარიელი, როგორც ახლა.
The great hall had never seemed so large, so splendid, or so empty as it seemed now.
102546.
ორლანდო | კარი მეორე
მან იცოდა, რომ თვითონ ვერასოდეს გაბედავდა იტალიურ ბუხარში ყველისა და პურის გახუხვას.
He knew that he would never have the heart to make toasted cheese and bread in the Italian fireplace again.
102547.
ორლანდო | კარი მეორე
არასოდეს ეყოფოდა შნო, ისე შეეზავებინა პუნში.
He would never have the skill to mix punch.
102548.
ორლანდო | კარი მეორე
ნიკ გრინი იმ ნაშუადღევს ფეტერ ლეინის კუთხეში ჩამოვიდა და შინ ყველაფერი თითქმის ისევე დახვდა, როგორც დატოვა.
Nick Greene was set down at the corner of Fetter Lane that same afternoon, and found things going on much as he had left them.
102549.
ორლანდო | კარი მეორე
ერთ ოთახში მისიზ გრინი მშობიარობდა; მეორეში ტომ ფლეტჩერი სვამდა ჯინს.
Mrs Greene was giving birth to a baby in one room; Tom Fletcher was drinking gin in another.
102550.
ორლანდო | კარი მეორე
მთელ იატაკზე უწესრიგოდ იყო მიმოყრილი წიგნები; სადილი, მეტად ღარიბული, ტუალეტის მაგიდაზე გაეშალათ, სადაც ბავშვები ტალახის ნამცხვრებს აცხობდნენ.
Books were tumbled all about the floor; dinner was set on a dressing-table where the children had been making mud pies.
102551.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ გრინმა იგრძნო, რომ სწორედ ეს იყო მუშაობისთვის შესაფერისი ატმოსფერო, სწორედ აქ შეეძლო წერა; და დაწერა კიდეც.
But this, Greene felt, was the atmosphere for writing, here he could write, and write he did.
102552.
ორლანდო | კარი მეორე
თემა უკვე მოფიქრებული ჰქონდა.
The subject was made for him.
102553.
ორლანდო | კარი მეორე
დიდგვაროვანი ლორდი შინ.
A noble Lord at home.
102554.
ორლანდო | კარი მეორე
დიდგვაროვანთან სტუმრობა სოფლად – მის ახალ პოემას ასეთი სათაური ექნებოდა.
A visit to a Nobleman in the country — his new poem was to have some such title as that.
102555.
ორლანდო | კარი მეორე
აიღო კალამი, რომლითაც მისი პატარა ვაჟი მანამდე კატას ყურში უღიტინებდა, ჩააწო კვერცხის საჭმელ ჭიქაში, რომელიც სამელნის მოვალეობას ასრულებდა და იქვე გააშანშალა შთაგონებული, თამამი სატირული ლექსი.
Seizing the pen with which his little boy was tickling the cat’s ears, and dipping it in the egg-cup which served for inkpot, he dashed off a very spirited satire there and then.
102556.
ორლანდო | კარი მეორე
და თუკი მაინც შეიძლება ვინმეს რამე სადავოდ მოსჩვენებოდა, გრინმა იმით გააბათილა, რომ თითქმის შეუნიღბავად წარმოადგინა ნაწყვეტები მისი არისტოკრატული ტრაგედიიდან „ჰერკულესის სიკვდილი“.
And if there had been any doubt about it, Greene clinched the matter by introducing, with scarcely any disguise, passages from that aristocratic tragedy, the Death of Hercules.
102557.
ორლანდო | კარი მეორე
პამფლეტი მაშინვე დაიტაცა რამდენიმე გამომცემლობამ, მთლიანად გაისტუმრა მისიზ გრინის მეათე მშობიარობის ხარჯები.
The pamphlet, which ran at once into several editions, and paid the expenses of Mrs Greene’s tenth lying-in.
102558.
ორლანდო | კარი მეორე
ვიდრე კითხულობდა, თავიდან ბოლომდე მომაკვდინებელი თავშეკავება გამოავლინა.
When he had read it, which he did with deadly composure from start to finish.
102559.
ორლანდო | კარი მეორე
შემდეგ, როცა მსახური წასასვლელად შეტრიალდა, შეაჩერა და უთხრა: – „შეარჩიე ყველაზე ფეხმარდი ცხენი საჯინიბოში“.
Then, when the servant was turning to go he stopped him, "Take the swiftest horse in the stable", he said.
102560.
ორლანდო | კარი მეორე
იქ ნორვეგიისკენ მიმავალ გემში ჩაჯექი.
There embark upon a ship which you will find bound for Norway.