მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102561.
ორლანდო | კარი მეორე
მეფის ძაღლსაშენში სამეფო ჯიშის მწევრები მიყიდე, ძუ და ხვადი.
Buy for me from the King’s own kennels the elk-hounds of the Royal strain, male and female.
102562.
ორლანდო | კარი მეორე
დაუყოვნებლივ ჩამოიყვანე.
Bring them back without delay.
102563.
ორლანდო | კარი მეორე
კავშირი გავწყვიტე კაცთა მოდგმასთან.
I have done with men.
102564.
ორლანდო | კარი მეორე
ლაქიამ, რომელმაც მშვენივრად იცოდა თავისი საქმე, თავი დაუკრა და გაუჩინარდა.
The footman, who was perfectly trained in his duties, bowed and disappeared.
102565.
ორლანდო | კარი მეორე
დავალება დროულად შეასრულა, სულ რაღაც სამ კვირაში დაბრუნდა, ხელში საბელით შემოუძღვა საოცარი ჯიშის მწევრებს, რომელთაგან ერთმა, ძუკნამ, იმავე ღამეს დაყარა სასადილო მაგიდის ქვეშ დაფენილ ჩალის საგებზე რვა შესანიშნავი ლეკვი.
He fulfilled his task so efficiently that he was back that day three weeks, leading in his hand a leash of the finest elk-hounds, one of whom, a female, gave birth that very night under the dinner-table to a litter of eight fine puppies.
102566.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდომ ყველა თავის საძინებელში შეაყვანინა.
Orlando had them brought to his bedchamber.
102567.
ორლანდო | კარი მეორე
მიუხედავად ყველაფრისა, კვარტალურად უხდიდა პენსიას.
Nevertheless, he paid the pension quarterly.
102568.
ორლანდო | კარი მეორე
ასე რომ, სადღაც ოცდაათიოდე წლის ასაკში, ამ ჭაბუკ არისტოკრატს არათუ ბოლომდე შეემეცნებინა ყოველნაირი გამოცდილება, რის მოცემაც ცხოვრებას შეუძლია, არამედ მთელი მისი უღირსობაც ეწვნია.
Thus, at the age of thirty, or thereabouts, this young Nobleman had not only had every experience that life has to offer, but had seen the worthlessness of them all.
102569.
ორლანდო | კარი მეორე
სიყვარული და პატივმოყვარეობა, ქალები და პოეტები – ყველაფერი ერთნაირად ფუჭი იყო.
Love and ambition, women and poets were all equally vain.
102570.
ორლანდო | კარი მეორე
ლიტერატურა ფარსი გამოდგა.
Literature was a farce.
102571.
ორლანდო | კარი მეორე
იმ ღამით, როცა გრინის თხზულება წაიკითხა – „სტუმრობა დიდგვაროვანთან სოფელში“, უშველებელი კოცონი ააგიზგიზა და ორმოცდაჩვიდმეტი პოეტური თხზულება დაწვა, მხოლოდ „ბერმუხა“ შემოინახა, თავისი ბავშვობის ხანმოკლე ოცნება.
The night after reading Greene’s "Visit to a Nobleman in the Country", he burnt in a great conflagration fifty-seven poetical works, only retaining "The Oak Tree", which was his boyish dream and very short.
102572.
ორლანდო | კარი მეორე
ამის მერე ორად ორი რამეღა შემორჩა, რასაც ენდობოდა: ძაღლები და ბუნება; მწევარი და ვარდის ბუჩქი.
Two things alone remained to him in which he now put any trust: dogs and nature; an elk-hound and a rose bush.
102573.
ორლანდო | კარი მეორე
სამყარო, მთელი მისი მრავალფეროვნებით, სიცოცხლე, მთელი მისი ხლართებით, ასე უცნაურად დავიწროვდა.
The world, in all its variety, life in all its complexity, had shrunk to that.
102574.
ორლანდო | კარი მეორე
ახლა ძაღლები და ვარდის ბუჩქიღა იყო მთელი სამყარო.
Dogs and a rose bush were the whole world.
102575.
ორლანდო | კარი მეორე
რაკი იგრძნო, რომ ილუზიის უშველებელი ლოდი მოსწყდა გულიდან, რის შედეგადაც სრულიად გაშიშვლდა, ორლანდომ ძაღლებს მოუხმო და მათთან ერთად შეაბიჯა პარკში.
So feeling quit of a vast mountain of illusion, and very naked in consequence, he called his hounds to him and strode through the Park.
102576.
ორლანდო | კარი მეორე
იმდენ ხანს ეწეოდა კარჩაკეტილ ცხოვრებას და წერა-კითხვის მეტს არაფერს აკეთებდა, რომ ლამის აღარც ახსოვდა ბუნების მშვენიერებანი, ასე უხვად რომ აფრქვევს ივნისი.
So long had he been secluded, writing and reading, that he had half forgotten the amenities of nature, which in June can be great.
102577.
ორლანდო | კარი მეორე
როცა იმ შემაღლებულ ბორცვს მიაღწია, საიდანაც მზიან ამინდში ნახევარი ინგლისი და უელსისა და შოტლანდიის მიწის ნაგლეჯიც კი მოჩანდა, ორლანდო მიწაზე გაიშოტა საყვარელი ბერმუხის ქვეშ.
When he reached that high mound whence on sunny days half of England with a slice of Wales and Scotland thrown in can be seen, Orlando flung himself under his favourite oak tree.
102578.
ორლანდო | კარი მეორე
იგრძნო, რომ თუნდ აღარასდროს დასჭირვებოდა ხმის გაცემა კაცისთვის თუ ქალისთვის; თუნდ მის ძაღლებს ვერასოდეს აეთვისებინათ მეტყველების უნარი; და თუნდ ცხოვრებაში ვეღარასოდეს შეხვედროდა პოეტს თუ თავადის ქალს, დარჩენილ წლებს ისე გაატარებდა, რომ საწუწუნო არაფერი ექნებოდა.
He felt that if he need never speak to another man or woman so long as he lived; if his dogs did not develop the faculty of speech; if he never met a poet or a Princess again, he might make out what years remained to him in tolerable content.
102579.
ორლანდო | კარი მეორე
დაინახა, როგორ შეიფერა წიფლის ხეები ოქროსფრად და როგორ გაშალა ტოტები გვიმრამ; დაინახა მთვარე – ჯერ ნამგალა და მერე მრგვალი.
He saw the beech trees turn golden and the ferns unfurl; he saw the moon sickle and then circular.
102580.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ალბათ მკითხველი თავადაც წარმოიდგენს მოვლენებს, რომელიც ამას ბუნებრივად უნდა მოჰყვეს; და იმას, თუ როგორორაა აღწერილი ყოველი ხე, ყოველი მცენარე იმ არემარეში.
But probably the reader can imagine the passage which should follow and how every tree and plant in the neighbourhood is described.