მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102581.
ორლანდო | კარი მეორე
როგორ ამოდიან მთვარეები და როგორ ჩადიან მზეები.
How moons rise and suns set.
102582.
ორლანდო | კარი მეორე
როგორ მოსდევს გაზაფხული ზამთარს და შემოდგომა ზაფხულს.
How spring follows winter and autumn summer.
102583.
ორლანდო | კარი მეორე
როგორ ენაცვლება ღამე დღეს და დღე ღამეს; როგორ მოვარდება ჯერ ქარიშხალი და მერე მზიანი ამინდი დგება.
How night succeeds day and day night; how there is first a storm and then fine weather.
102584.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ დრო ცხოველებსა და ბოსტნეულს გასაოცარი პუნქტუალობით ახარებს და აჭკნობს, ადამიანის გონებაზე ვერ ახდენის ასეთსავე მარტივ ზემოქმედებას.
But Time, unfortunately, though it makes animals and vegetables bloom and fade with amazing punctuality, has no such simple effect upon the mind of man.
102585.
ორლანდო | კარი მეორე
მეტიც, დროის სხეულზე ზუსტად ასევე უცნაურად ზემოქმედებს ადამიანის გონება.
The mind of man, moreover, works with equal strangeness upon the body of time.
102586.
ორლანდო | კარი მეორე
ერთი საათი, როგორც კი ის დროებით ჩასახლდება ადამიანის სულის უცნაურ ნაწილში, შეიძლება ორმოცდაათჯერ ან ასჯერ მეტად გაიწელოს საათით აღნუსხულ დროსთან შედარებით.
An hour, once it lodges in the queer element of the human spirit, may be stretched to fifty or a hundred times its clock length.
102587.
ორლანდო | კარი მეორე
მეორე მხრივ, ერთი საათი გონების ქრონომეტრისთვის შეიძლება ზუსტად აითვალოს ერთი წამით.
On the other hand, an hour may be accurately represented on the timepiece of the mind by one second.
102588.
ორლანდო | კარი მეორე
ასეთი გამაოგნებელი შეუსაბამობა დროში ჩვეულებრივი საათის დროსა და ადამიანის გონებისმიერ საათს შორის სასურველზე ნაკლებადაა ცნობილი, და უფრო ღრმა დაკვირვებას იმსახურებს.
This extraordinary discrepancy between time on the clock and time in the mind is less known than it should be and deserves fuller investigation.
102589.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ჟამთააღმწერელი, ვისი ინტერესებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრიად შეზღუდულია, ერთ მარტივ განცხადებას უნდა დასჯერდეს.
But the biographer, whose interests are, as we have said, highly restricted, must confine himself to one simple statement.
102590.
ორლანდო | კარი მეორე
როცა ადამიანს, ორლანდოს მსგავსად, ოცდაათი წელი შეუსრულდება, მისთვის დრო, როცა ფიქრობს, უჩვეულოდ ხანგრძლივია; ხოლო დრო, როცა ქმნის, უჩვეულოდ მოკლე.
When a man has reached the age of thirty, as Orlando had, time when he is thinking becomes inordinately long; time when he is doing becomes inordinately short.
102591.
ორლანდო | კარი მეორე
ასე რომ, ორლანდო თვალის დახამხამებაში გასცემდა ბრძანებებს და აგვარებდა საადგილმამულო საქმეებს.
Thus Orlando gave his orders and did the business of his estates in a flash.
102592.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ საკმარისია, მარტო დარჩენილიყო ბორცვზე, მუხის ხის ქვეშ, წამები მრგვალდებოდა და იმდენ ხანს იბერებოდა, თითქოს აღარასოდეს აპირებდა გაწყვეტას.
But directly he was alone on the mound under the oak tree, the seconds began to round and fill until it seemed as if they would never fall.
102593.
ორლანდო | კარი მეორე
მეტიც, წამები საგნების უუცნაურესი მრავალსახეობით ივსებოდა.
Seconds filled themselves, moreover, with the strangest variety of objects.
102594.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდო მხოლოდ ისეთ სირთულეებს კი არ შეეჩეხა, რომელთაც ადამიანთაგან უჭკვიანესნიც დაუბნევია – როგორიცაა, მაგალითად, რა არის სიყვარული?
Not only did Orlando find himself confronted by problems which have puzzled the wisest of men, such as What is love?
102595.
ორლანდო | კარი მეორე
რა არის მეგობრობა? ჭეშმარიტება?
What friendship? What truth?
102596.
ორლანდო | კარი მეორე
როგორც კი ამაზე დაფიქრდა, მთელი თავისი წარსული, უკიდურესად გრძელი და მრავალფეროვანი რომ ეჩვენებოდა, მოსაწყვეტად გამზადებულ წამში შევარდა, თორმეტჯერ უფრო გაბერა, ათასი შუქჩრდილით შეაფერადა და მთელი სამყაროს ნაკუწებითა და ნაფლეთებით ამოავსო.
Directly he came to think about them, his whole past, which seemed to him of extreme length and variety, rushed into the falling second, swelled it a dozen times, coloured it a thousand tints, and filled it with all the odds and ends in the universe.
102597.
ორლანდო | კარი მეორე
ასეთ ფიქრებში (ან, რაც გნებავთ ის უწოდეთ ამას) ორლანდომ სიცოცხლის მრავალი თვე და წელიწადი გაატარა.
In such thinking (or by whatever name it should be called) Orlando spent months and years of his life.
102598.
ორლანდო | კარი მეორე
გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ნასაუზმევს შინიდან ოცდაათიოდე წლის კაცი გადიოდა და სასადილოდ, სულ ცოტა, ორმოცდათხუთმეტი წლისა ბრუნდებოდა.
It would be no exaggeration to say that he would go out after breakfast a man of thirty and come home to dinner a man of fiftyfive at least.
102599.
ორლანდო | კარი მეორე
იყო კვირები, რომლებიც მის ასაკს ერთ საუკუნეს მატებდა, სხვები – არა უმეტეს სამი წამისა.
Some weeks added a century to his age, others no more than three seconds at most.
102600.
ორლანდო | კარი მეორე
მთლიანობაში, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შეფასების საქმე ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება.
Altogether, the task of estimating the length of human life is beyond our capacity.