მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102601.
ორლანდო | კარი მეორე
როგორც კი ვიტყვით, რომ სიცოცხლე საუკუნეობით გრძელდება, მაშინვე შეგვახსენებენ, რომ სინამდვილეში ის უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოწყვეტილი ვარდის ფურცლის მიწაზე დაცემა.
Directly we say that life is ages long, instantly we are reminded that it is briefer than the fall of a rose leaf to the ground.
102602.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდო ზოგჯერ სპილოს ტერფისოდენა ღვთაებრიობის ზემოქმედებას განიცდიდა, ზოგჯერ – ქინქლისოდენა ფრთოსანი მწერისას.
Orlando was sometimes under the influence of the elephant-footed deity, then of the gnat-winged fly.
102603.
ორლანდო | კარი მეორე
სიცოცხლე განუზომლად ხანგრძლივი ეჩვენებოდა.
Life seemed to him of prodigious length.
102604.
ორლანდო | კარი მეორე
მიუხედავად ყოველივე ამისა, დრო მაინც ელვისებურად მიქროდა.
Yet even so, life went like a flash.
102605.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა, მაშინაც კი, როცა უსასრულოდ იწელებოდა და წამები ძალზე იბერებოდა და ორლანდოს ეჩვენებოდა, რომ მარტოდმარტო დახეტიალობდა თვალუწვდენელი მარადიულობის უდაბნოებში, მაინც არ რჩებოდა დრო იმისათვის, რომ გაეშიფრა და გაექარწყლებინა გრაგნილები.
But even when it stretched longest and the moments swelled biggest and Orlando seemed to wander alone in deserts of vast eternity, there was no time for the smoothing out and deciphering of those parchments.
102606.
ორლანდო | კარი მეორე
გაცილებით ადრე, ვიდრე თავიდან ამოიგდებდა ფიქრს სიყვარულზე, ამპარტავნება ცდილობდა ასპარეზიდან გაეგდო და ის მეგობრობით ან ლიტერატურით ჩაენაცვლებინა.
Long before he had done thinking about Love, Ambition was trying to jostle it off the field, to be replaced by Friendship or Literature.
102607.
ორლანდო | კარი მეორე
და აი, ასე, ფიქრი სიყვარულზე, ქარვად განამარხებული, ინახავდა თოვლსა და ზამთარს, მოგიზგიზე მორების კოცონებს; რუს ქალებს, ოქროს ხმლებსა და ხარირმის ყვირილს.
And so, the thought of love would be all ambered over with snow and winter; with log fires burning; with Russian women, gold swords, and the bark of stags.
102608.
ორლანდო | კარი მეორე
ნებისმიერი რამ, რის ამოგდებასაც მეხსიერებიდან ცდილობდა, უმალ რომელიმე სხვა მასალით იფარებოდა, როგორც შუშის ნატეხს ემართება.
Every single thing, once he tried to dislodge it from its place in his mind, he found thus cumbered with other matter like the lump of glass.
102609.
ორლანდო | კარი მეორე
ის იმის მაჩვენებელია, როგორი აბურდული და ჩახლართული იყო მისი აზრის მდინარება და იმასაც ხსნის, თუ რატომ იხარა და დაჭკნა მუხის ხე ასე ბევრჯერ, სანამ ორლანდო რამე დასკვნამდე მივიდოდა სიყვარულის თაობაზე.
It shows the disorderly and circuitous way in which his mind worked and explains why the oak tree flowered and faded so often before Orlando came to any conclusion about Love.
102610.
ორლანდო | კარი მეორე
მერე ცდილობდა მოეფიქრებინა, ნახევარი საათის თუ ორწლინახევრის განმავლობაში, როგორ უნდა ეთქვა მარტივად, რა არის სიყვარული.
Then he would try to think for half an hour — or was it two years and a half — how to say simply what love is.
102611.
ორლანდო | კარი მეორე
და თუ ლიტერატურა ჭეშმარიტების პატარძალი და თანამეცხედრე არაა, მაშ რა არის?
And if literature is not the Bride and Bedfellow of Truth, what is she?
102612.
ორლანდო | კარი მეორე
ჯანდაბა! – შეჰყვირა მან, – რატომ უნდა თქვა „თანამეცხედრე“, როცა უკვე თქვი „პატარძალი“?
"Confound it all", he cried, "why say Bedfellow when you already said Bride"?
102613.
ორლანდო | კარი მეორე
რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ თქვა, რასაც გულისხმობ და ამით მოათავო?
Why not simply say what you mean and leave it?
102614.
ორლანდო | კარი მეორე
შემდეგ ჯერზე სცადა, ეთქვა, რომ ბალახი მწვანეა და ცა ცისფერია და ამ გზით მოეგო პოეზიის სასტიკი გული, რომელსაც, მართალია, შორიდან, მაგრამ მაინც უნებურად ეთაყვანებოდა.
Then he tried saying the grass is green and the sky is blue and so to propitiate the austere heart of poetry whom still, though at a great distance, he was reverencing.
102615.
ორლანდო | კარი მეორე
როცა აიხედა, დაინახა, რომ, პირიქით, ცა მანდილებს ჰგავდა, თითქოს უნებურად ჩამოცვენილს ათასი ღვთისმშობლის თმიდან.
Looking up, he saw that, on the contrary, the sky was like the veils which a thousand Madonnas have let fall from their hair.
102616.
ორლანდო | კარი მეორე
შემიძლია დავიფიცო, – თქვა ორლანდომ (რადგან ხმამაღლა ლაპარაკის მავნე ჩვევა დასჩემდა), რომ ვერ ვხედავ, რატომაა პირველი უფრო ნაღდი, ვიდრე მეორე.
"Upon my word", Orlando said (for he had fallen into the bad habit of speaking aloud), "I don’t see that one’s more true than another".
102617.
ორლანდო | კარი მეორე
ორივე ერთნაირად ყალბია.
Both are utterly false.
102618.
ორლანდო | კარი მეორე
და იმედი გადაეწურა, რომ შეძლებდა ამოცანის ამოხსნას, თუ რა არის პოეზია და რა არის სინამდვილე, და საშინელ გუნებაზე დადგა.
And he despaired of being able to solve the problem of what poetry is and what truth is and fell into a deep dejection.
102619.
ორლანდო | კარი მეორე
ჩვენი რწმენით, მისი ტრაგედიის გამასხარავებამ გრინის მიერ ისეთივე ტანჯვა განაცდევინა, როგორიც მისი სიყვარულის გამასხარავებამ თავადის ქალის მიერ.
In our belief, Greene’s ridicule of his tragedy hurt him as much as the Princess’ ridicule of his love.
102620.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდო ფიქრს მიეცა.
Orlando went on thinking.