მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102621.
ორლანდო | კარი მეორე
გასცქეროდა ბალახს და ცას და ცდილობდა, წარმოედგინა, როგორ იტყოდა ამას ნამდვილი პოეტი, რომელსაც საკუთარი ლექსები უკვე ლონდონში ჰქონდა გამოქვეყნებული.
He kept looking at the grass and at the sky and trying to bethink him what a true poet, who has his verses published in London, would say about them.
102622.
ორლანდო | კარი მეორე
ასე რომ, ზაფხულის იმ დილას, ნაირ-ნაირი ფრაზები, ზოგი მარტივი და სადა, ზოგიც უფრო ხატოვანი, სწორედ მას მიუძღვნა ორლანდომ, ხოლო ნიკ გრინი თავს აკანტურებდა და დამცინავად ქირქილებდა და რაღაცას ბურდღუნებდა „გლოოურის“, ციცერონის და პოეზიის სიკვდილის თაობაზე.
So Orlando, that summer morning, offered him a variety of phrases, some plain, others figured, and Nick Greene kept shaking his head and sneering and muttering something about "Glawr" and Cicero and the death of poetry in our time.
102623.
ორლანდო | კარი მეორე
წყეულიმც ვიყო – შესძახა მან, – თუკი ოდესმე კიდევ დავწერო თუნდ ერთი სიტყვა, ან კიდევ ერთხელ ვცადო და დავწერო თუნდ ერთი სიტყვა ნიკ გრინის, ანდა მუზის საამებლად!
"I’ll be blasted", he said, "if I ever write another word, or try to write another word, to please Nick Greene or the Muse".
102624.
ორლანდო | კარი მეორე
მეხსიერებამ მისი თვალთახედვის არიდან გააქრო ნიკ გრინის მახინჯი გამოსახულება და ჩაანაცვლა – საერთოდ არაფრით.
Memory ducked her effigy of Nick Greene out of sight; and substituted for it — nothing whatever.
102625.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ორლანდო ისევ განაგრძობდა ფიქრს.
But Orlando, all the same, went on thinking.
102626.
ორლანდო | კარი მეორე
მას მართლაც ბევრი ჰქონდა საფიქრალი.
He had indeed much to think of.
102627.
ორლანდო | კარი მეორე
როცა ხელნაწერი შუაზე გადაფხრიწა, ერთი ხელის მოქნევით დახია ის ხასხასა, მდიდრულად მოკაზმული გრაგნილი, რომელიც საკუთარი ნებით შექმნა, თავისი ოთახის სრულ სიმარტოვეში.
When he tore the parchment across, he tore, in one rending, the scrolloping, emblazoned scroll which he had made out in his own favour in the solitude of his room.
102628.
ორლანდო | კარი მეორე
მარადიული უკვდავება უბოძა საკუთარ სულს, ხოლო სხეულს – სამარე, დაფნის გვირგვინებსა და ერის მარადიული თაყვანისცემის მოუხელთებელ ბაირაღებს შორის.
He conferred eternal immortality upon his soul and granting his body a grave among laurels and the intangible banners of a people’s reverence perpetually.
102629.
ორლანდო | კარი მეორე
და რაგინდ მრავლისმთქმელი უნდა ყოფილიყო ეს ყოველივე, გადაფხრიწა და სანაგვეში უკრა თავი.
Eloquent as this all was, he now tore it up and threw it in the dustbin.
102630.
ორლანდო | კარი მეორე
რადგან იქ ნიკ გრინი არ ეგულებოდა, რომელსაც მისი შეჩერება შეეძლო, განაგრძო იმ ხატებით ტკბობა, რომელთაგან ჩვენ ორიოდე ყველაზე მოკრძალებულს შევარჩევთ.
Since there was no Nick Greene to stop him, he went on to revel in images of which we will choose only one or two of the quietest.
102631.
ორლანდო | კარი მეორე
ამ ფრაზების დედაარსი კი ის იყო, რომ იმ დროს, როცა სახელოვანება აბრკოლებს და ბოჭავს, სახელმოუხვეჭელობა ადამიანს ბინდივით ბურავს.
The pith of his phrases was that while fame impedes and constricts, obscurity wraps about a man like a mist.
102632.
ორლანდო | კარი მეორე
არავინ იცის, სად მიდის თუ მოდის ის.
None knows where he goes or comes.
102633.
ორლანდო | კარი მეორე
ის შეიძლება ჭეშმარიტებას ეძიებდეს და ამაზე ლაპარაკობდეს.
He may seek the truth and speak it.
102634.
ორლანდო | კარი მეორე
მხოლოდ ასეთი ადამიანია თავისუფალი; მხოლოდ ის არის მართალი; მხოლოდ ის ჰპოვებს სიმშვიდეს.
Only such man is free; he alone is truthful; he alone finds a peace.
102635.
ორლანდო | კარი მეორე
და ასე მოეშვა გულზე და დამშვიდდა, მუხის ქვეშ, რომლის მიწის ზემოთ ამოზრდილ მძლავრ ფესვებში თავს სრულიად მყუდროდ გრძნობდა.
And so he sank into a quiet mood, under the oak tree, the hardness of whose roots, exposed above the ground, seemed to him comfortable.
102636.
ორლანდო | კარი მეორე
დიდხანს იყო ასე საგონებელში ჩავარდნილი იმის თაობაზე, თუ რა ფასი აქვს ჩრდილში ყოფნას და რამხელა სიამოვნებაა, როცა არა ხარ სახელოვანი, არამედ ტალღას ემსგავსები, რომელიც ზღვის ღრმა წიაღში ბრუნდება.
Sunk for a long time in profound thoughts as to the value of obscurity, and the delight of having no name, but being like a wave which returns to the deep body of the sea.
102637.
ორლანდო | კარი მეორე
„და რატომ არ შეიძლება ამწამსვე დავტკბე ამით?“ ეს აზრი ტყვიასავით მოხვდა გულზე.
"And why not enjoy it this very moment"? The thought struck him like a bullet.
102638.
ორლანდო | კარი მეორე
პატივმოყვარეობა ლოდივით მოწყდა.
Ambition dropped like a plummet.
102639.
ორლანდო | კარი მეორე
გათავისუფლებულმა უარყოფილი სიყვარულის გულისტკივილის, დაგმობილი პატივმოყვარეობის და ყველა დაგესლილი წყლულისა თუ იარისაგან, ეკლიანმა ცხოვრებამ დაღად რომ დაამჩნია, ორლანდომ გაახილა თვალი, რომელიც ფართოდ ჰქონდა გახელილი მთელი ამ ხნის განმავლობაში.
Rid of the heart-burn of rejected love, and of vanity rebuked, and all the other stings and pricks which the nettlebed of life had burnt upon him, Orlando opened his eyes, which had been wide open all the time.
102640.
ორლანდო | კარი მეორე
სასახლე გაზაფხულის ადრიან მზის სხივებში ჩაფლულიყო.
There palace lay in the early sunshine of spring.