მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102641.
ორლანდო | კარი მეორე
უფრო ციხე-ქალაქს ჰგავდა, ვიდრე სასახლეს, ოღონდ ისეთს, რომელიც ალთა-ბალთა კი არ აშენდა, ხან ერთი და ხან მეორე კაცის ნებასურვილით, არამედ წინდახედულად, ერთი ხუროთმოძღვრის მიერ, ერთიანი აზრით გონებაში.
It looked a town rather than a palace, but a town built, not hither and thither, as this man wished or that, but circumspectly, by a single architect with one idea in his head.
102642.
ორლანდო | კარი მეორე
შიდა ეზოები და შენობები, რუხი, წითელი, ქლიავისფერი, მწყობრად და სიმეტრიულად იდგა.
Courts and buildings, grey, red, plum colour, lay orderly and symmetrical.
102643.
ორლანდო | კარი მეორე
შიდა ეზოებიდან ზოგი წაგრძელებული იყო და ზოგიც კვადრატული.
The courts were some of them oblong and some square.
102644.
ორლანდო | კარი მეორე
შენობებიდან ზოგი დაბალი იყო , ზოგიც წაწვეტებული.
The buildings were some of them low, some pointed.
102645.
ორლანდო | კარი მეორე
ყველაფერი ერთმანეთს იყო ჩაჭიდული – და მაინც, ისე კარგად იყო განლაგებული, თითქოს ყოველი მონაკვეთისთვის საკმარისი სივრცე გამოეყოთ მოხერხებულად გასაშლელად.
All were clasped — yet so well set out was it that it seemed that every part had room to spread itself fittingly.
102646.
ორლანდო | კარი მეორე
ეს ვეება, თუმც კი მწყობრი შენობა, რომელიც ათას ადამიანს და ორი ათას ცხენსაც დაიტევდა, ააშენეს მუშებმა, რომელთა სახელებიც უცნობიაო, დაფიქრდა ორლანდო.
This vast, yet ordered building, which could house a thousand men and perhaps two thousand horses, was built, Orlando thought, by workmen whose names are unknown.
102647.
ორლანდო | კარი მეორე
აქ უცხოვრიათ იმდენი საუკუნის განმავლობაში, რომ ვერც კი დავითვლი, ჩემი საკუთარი უცნობი ოჯახის უცნობ თაობებს.
Here have lived, for more centuries than I can count, the obscure generations of my own obscure family.
102648.
ორლანდო | კარი მეორე
და მაინც, ყველამ, ერთად შრომით, თავიანთი ნიჩბებით თუ ნემსებით ხელში, სქესობრივი კავშირებით და მშობიარობით, ეს დაუტოვეს მომავალ თაობებს.
Yet all, working together with their spades and their needles, their love-making and their child-bearing, have left this to future generations.
102649.
ორლანდო | კარი მეორე
არასდროს ჰქონია სასახლეს უფრო კეთილშობილი და ადამიანური იერი.
Never had the palace looked more noble and humane.
102650.
ორლანდო | კარი მეორე
მაშ რად ნატრობდა მათზე ამაღლებას თავად?
Why, then, had he wished to raise himself above them?
102651.
ორლანდო | კარი მეორე
უმჯობესია, უცნობი დარჩე და სამომავლოდ დატოვო თუნდ ერთი თაღი, ერთი სანერგე, ერთი გალავანი, რომლის გადაღმა ატამი მწიფს, ვიდრე მეტეორივით ჩაიწვა ისე, რომ მტვერიც არ დარჩეს შენგან.
Better was it to go unknown and leave behind you an arch, a potting shed, a wall where peaches ripen, than to burn like a meteor and leave no dust.
102652.
ორლანდო | კარი მეორე
უცნობი ბატონები და ბანოვანები, აქ რომ ცხოვრობდნენ, არასოდეს ივიწყებდნენ, რამე გადაენახათ მათთვის, ვინც მათ შემდეგ მოვიდოდა; სახურავისთვის, რომელიც გაჟონავს; ხისთვის, რომელიც წაიქცევა.
The unknown lords and ladies who lived there never forgot to set aside something for those who come after; for the roof that will leak; for the tree that will fall.
102653.
ორლანდო | კარი მეორე
სამზარეულოში ყოველთვის ინახავდნენ თბილ კუთხეს მოხუცი მეცხვარისთვის; საჭმელს მშივრებისთვის.
There was always a warm corner for the old shepherd in the kitchen; always food for the hungry.
102654.
ორლანდო | კარი მეორე
თასები და სასმისები მუდამ გაპრიალებული იყო, თუნდაც ლოგინად ყოფილიყვნენ ჩავარდნილი.
Always their goblets were polished, though they lay sick.
102655.
ორლანდო | კარი მეორე
უსახელო დიდგვაროვანი, მივიწყებული მშენებელი – ასე იხსენიებდა მათ უზომო სითბოთი, რაც აცამტვერებს იმ კრიტიკოსთა გამონათქვამებს, ვინც ბრძანებდა – ორლანდო უგულოა, გულგრილია, უგერგილოაო.
Obscure noblemen, forgotten builders — thus he apostrophized them with a warmth that entirely gainsaid such critics as called Orlando cold, indifferent, slothful.
102656.
ორლანდო | კარი მეორე
სიმართლე კი ისაა, რომ ზოგჯერ ღირსება ზუსტად იმ კედლის მიღმა იმალება, სადაც მას ვეძებთ.
The truth being that a quality often lies just on the other side of the wall from where we seek it.
102657.
ორლანდო | კარი მეორე
ასე გულისშემძვრელი სიტყვებით მიმართავდა თავის სახლსა და მოდგმას.
Thus he apostrophized his house and race in terms of the most moving words.
102658.
ორლანდო | კარი მეორე
თუმცა, რადგან შენობებს უკვე ცხრა აკრი ეკავა, ერთი ქვის დამატებაც კი ზედმეტად მიიჩნია.
Since, however, the building already covered nine acres, to add even a single stone seemed superfluous.
102659.
ორლანდო | კარი მეორე
ხომ არ შეიძლება, დასკვნით ნაწილში ავეჯი ახსენოს?
Could he mention furniture in a peroration?
102660.
ორლანდო | კარი მეორე
ხომ არ შეიძლება, ილაპარაკოს სკამებზე და მაგიდებზე და ფარდაგებზე, ადამიანების საწოლებთან რომაა დაფენილი?
Could one speak of chairs and tables and mats to lie beside people’s beds?