მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102661.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, რა აკლდა დასკვნას, სახლს ნამდვილად სჭირდებოდა ეს.
For whatever the peroration wanted, that was what the house stood in need of.
102662.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდომ სიტყვა დროებით დაუსრულებელი დატოვა, მტკიცე ნაბიჯებით ჩაუყვა დაღმართს, ურყევი გადაწყვეტილებით, ამიერიდან თავი მიეძღვნა სასახლის ავეჯით გაწყობისთვის.
Leaving his speech unfinished for the moment, Orlando strode down hill again resolved henceforward to devote himself to the furnishing of the mansion.
102663.
ორლანდო | კარი მეორე
ამ ახალმა ამბავმა – რომ დაუყოვნებლივ უნდა ხლებოდა მას – თვალები ცრემლით აუვსო კეთილ მისიზ გრიმზდიჩს, რომელიც უკვე ცოტა არ იყოს, შებერებულიყო.
The news — that she was to attend him instantly — brought tears to the eyes of good Mrs Grimsditch, now grown somewhat old.
102664.
ორლანდო | კარი მეორე
მათ ერთად შემოიარეს მთელი სასახლე.
Together they perambulated the palace.
102665.
ორლანდო | კარი მეორე
მისტერ გრინმა ხალიჩაზე ლაქა დატოვა თავისი საძაგელი ჩიბუხით, და მან და ჯუდიმ თურმე ფხიკეს, მაგრამ ვერაფრით ვერ ამორეცხეს ლაქა.
Mr Greene had made a stain on the carpet with his nasty pipe smoking, which she and Judy, for all their scrubbing, had never been able to wash out.
102666.
ორლანდო | კარი მეორე
„ეს მეფე ჯეიმსი გახლდათ, მილორდ,“ – თქვა მან, და ამით აგრძნობინა, რომ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მეფეს აღარ გაუთევია მათ ჭერქვეშ ღამე.
"That was King Jamie, my Lord", she said, hinting that it was many a day since a King had slept under their roof.
102667.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ საძაგელი პარლამენტის დღეები წარსულს ჩაბარდა და ახლა ინგლისს ისევ მეფე მართავსო.
But the odious Parliament days were over and there was now a Crown in England again.
102668.
ორლანდო | კარი მეორე
ამაზე უარესი კი ის იყო, რომ, როცა ორლანდო იმის შეფასებას შეუდგა, თუ რა დაუჯდებოდა სასახლის სამას სამოცდახუთივე ოთახის აღჭურვა სათითაოდ, ვარდის ხის სკამებით, ვერცხლის პირსაბანებით და სპარსული ხალიჩებით, ის მიხვდა, რომ დიდი ხარჯის გაწევა მოუწევდა.
Indeed, when Orlando came to reckon up the matter of furnishing with rosewood chairs, with silver basins and Persian carpets, every one of the three hundred and sixty-five bedrooms which the house contained, he saw that it would be no light one.
102669.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ, თუ შევწყვეტთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კატალოგი მოსაწყენია, და არა იმიტომ, რომ დასრულდა.
But if we stop, it is only that the catalogue is tedious, not that it is finished.
102670.
ორლანდო | კარი მეორე
და ასე და ასე შემდეგ.
And so on and so on.
102671.
ორლანდო | კარი მეორე
ეს ამბავი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფრიად მოსაწყენია, რადგან ერთი კარადა ბევრით არაფრით განსხვავდება მეორისგან, ისევე, როგორც თხუნელას ერთი მიწაყრილი არ განსხვავდება მეორისგან.
The tale, we say, is tedious, for one cupboard is much like another, and one molehill not much different from a second.
102672.
ორლანდო | კარი მეორე
და ბოლოს, აღარ იყო მეტი ადგილი მაგიდებზე კიდევ ერთი ზარდახშისთვის; არც ზარდახშაში იყო ადგილი კიდევ ერთი ვარდის თასისთვის; არც თასში იყო მეტი ადგილი კიდევ ერთი მუჭა სურნელოვანი ფოთლებისთვის.
At length, there was no room on the tables for another cabinet; no room in the cabinet for another rose-bowl; no room in the bowl for another handful of potpourri.
102673.
ორლანდო | კარი მეორე
აღარსად იყო მეტი ადგილი აღარაფრისთვის; მოკლედ, სასახლე მთლიანად მოირთო.
There was no room for anything anywhere; in short the palace was furnished.
102674.
ორლანდო | კარი მეორე
ახლა უკვე ყველაფერი მზად იყო.
All now was ready.
102675.
ორლანდო | კარი მეორე
როცა ეს ყოველივე, და ბევრად მეტი, ვიდრე ეს ყოველივე, დასრულდა და მისი გემოვნება სრულად დააკმაყოფილა, მან დაიარა მთელი სასახლე ერთგული მწევრების თანხლებით, კმაყოფილი დარჩა.
When all this and much more than all this was complete and to his liking, he walked through the house with his elk hounds following and felt content.
102676.
ორლანდო | კარი მეორე
გაიფიქრა, რომ ახლა უკვე ჰქონდა საბაბი, დასკვნითი სიტყვის ნაწილი დაესრულებინა.
He had matter now, he thought, to fill out his peroration.
102677.
ორლანდო | კარი მეორე
იქნებ ჯობდა, თავიდან დაეწერა.
Perhaps it would be well to begin it all over again.
102678.
ორლანდო | კარი მეორე
და მაინც, როცა საზეიმო სვლით მიუყვებოდა გალერეებს, იგრძნო, რომ რაღაცა აკლდა.
Yet, as he paraded the galleries he felt that still something was lacking.
102679.
ორლანდო | კარი მეორე
ამიტომაც, ორლანდომ იმ დღიდან სრულიად გამაოგნებელი მასპინძლობის გამართვა დაიწყო სამეზობლოში მცხოვრები თავადაზნაურობის და დიდებულთათვის.
Accordingly Orlando now began a series of very splendid entertainments to the nobility and gentry of the neighbourhood.
102680.
ორლანდო | კარი მეორე
ზოგჯერ მთელი სამას სამოცდახუთივე საძინებელი ივსებოდა სტუმრებით მთელი ერთი თვის განმავლობაში.
Sometimes the three hundred and sixty-five bedrooms were full for a month at a time.