მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102681.
ორლანდო | კარი მეორე
სამასი მსახური სურსათის საცავებში ფუსფუსებდა.
Three hundred servants bustled about the pantries.
102682.
ორლანდო | კარი მეორე
ბანკეტები თითქმის ყოველ ღამე იმართებოდა.
Banquets took place almost nightly.
102683.
ორლანდო | კარი მეორე
ასე რომ, სულ რამდენიმე წელიწადში, ორლანდოს ხავერდის ხაო გაუცვდა და მთელი ქონების ნახევარი გაფლანგა; სამაგიეროდ, მეზობლების კეთილგანწყობა მოიპოვა.
Thus, in a very few years, Orlando had worn the nap off his velvet, and spent the half of his fortune; but he had earned the good opinion of his neighbours.
102684.
ორლანდო | კარი მეორე
და მართალია, იმხანად ორლანდო დიდად ერიდებოდა მწერლებს და მუდამ შორს იჭერდა თავს უცხო სისხლის ბანოვანთაგან, მაინც, უაღრესად მადლიერი იყო ქალებისაც და პოეტებისაც, და როგორც ერთნი, ისე მეორენი, აღმერთებდნენ მას.
For though Orlando was careful not to consort with writers at that time and kept himself always aloof from ladies of foreign blood, still, he was excessively generous both to women and to poets, and both adored him.
102685.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ რამდენ ბწკარსაც ჩაწერდა, იმდენივეს გადაშლიდა, ისე რომ წლის ბოლოს მისი საერთო რაოდენობა დიდად არც აღემატებოდა იმას, რაც წლის დასაწყისში იყო.
But as he scratched out as many lines as he wrote in, the sum of them was often, at the end of the year, rather less than at the beginning.
102686.
ორლანდო | კარი მეორე
და ეს ისე გამოიყურებოდა, თითქოს წერის პროცესში პოემა მთლიანად დაუწერელი რჩებოდა.
And it looked as if in the process of writing the poem would be completely unwritten.
102687.
ორლანდო | კარი მეორე
ხოლო იმის აღნიშვნა, თუ რაოდენ საოცარი ცვლილება განიცადა ორლანდოს წერის მანერამ, ლიტერატურათმცოდნის ვალია.
For it is for the historian of letters to remark that Orlando had changed his style of writing amazingly.
102688.
ორლანდო | კარი მეორე
მაღალფარდოვანობა მოითოკა; მრავალსიტყვაობა შეიკვეცა.
His floridity was chastened; his abundance of words curbed.
102689.
ორლანდო | კარი მეორე
თავად ბუნების ხედებიც აღარ იყო ძველებურად შემკული ყვავილწნულებით და თავად ასკილიც კი ნაკლებად ეკლიანი და ხლართებიანი ჩანდა.
The very landscape outside was less stuck about with garlands and the briars themselves were less thorned and intricate.
102690.
ორლანდო | კარი მეორე
იქნება გრძნობაც ოდნავ მოჩლუნგდა და თაფლიცა და ნაღებიც გაცილებით ნაკლებ მაცთუნებელი გახდა.
Perhaps the senses were a little duller and honey and cream less seductive.
102691.
ორლანდო | კარი მეორე
იქნებ იმიტომაც, რომ აღარც ქუჩები იტბორებოდა ისე ძალიან, და სახლებიც უკეთ იყო განათებული, რაც უდავოდ ახდენდა ზემოქმედებას მწერლობის სტილზე.
Also that the streets were better drained and the houses better lit had its effect upon the style of writing, it cannot be doubted.
102692.
ორლანდო | კარი მეორე
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ორლანდოს დიდი წვალებით გამოჰყავდა რითმები პოემა „ბერმუხისათვის“, რაღაც ლანდივით გამოუკრთა თვალის კუთხეში.
One day Orlando was adding a line or two with enormous labour to "The Oak Tree, A Poem", when a shadow crossed the tail of his eye.
102693.
ორლანდო | კარი მეორე
როგორც მალე დაინახა, ეს ლანდი კი არა, თავსაბურავსა და მოსასხამში გამოწყობილი ფრიად მაღალი ქალის ფიგურა იყო.
It was no shadow, he soon saw, but the figure of a very tall lady in riding hood and mantle.
102694.
ორლანდო | კარი მეორე
ვინაიდან ეს ყველაზე პირადული შიდა ეზო იყო მის კარ-მიდამოში, ხოლო ქალბატონი სრულიად უცხო, ორლანდო განცვიფრებული ჩაფიქრდა, როგორ მოახერხა აქ შემოღწევაო.
As this was the most private of the courts, and the lady was a stranger to him, Orlando marvelled how she had got there.
102695.
ორლანდო | კარი მეორე
სამი დღის შემდეგ იგივე მოჩვენება გამოეცხადა; და ოთხშაბათს, შუადღისას ისევ გამოჩნდა.
Three days later the same apparition appeared again; and on Wednesday noon appeared once more.
102696.
ორლანდო | კარი მეორე
ამჯერად ორლანდომ გადაწყვიტა, უკან გაჰყოლოდა, მაგრამ მას სულაც არ ეტყობოდა, რომ გამოჩენა ერიდებოდა, რადგან, როგორც კი ორლანდო მიუახლოვდა, სვლა შეანელა და პირდაპირ თვალებში შეხედა.
This time, Orlando was determined to follow her, nor apparently was she afraid to be appeared, for she slackened her steps as Orlando came up and looked him full in the face.
102697.
ორლანდო | კარი მეორე
ნებისმიერი სხვა ქალი, თუ ლორდის პირად მიწაზე მოსეირნეს გამოიჭერდნენ, დაფრთხებოდა.
Any other woman thus caught in a Lord’s private grounds would have been afraid.
102698.
ორლანდო | კარი მეორე
ნებისმიერი სხვა ქალი ასეთი სახით, ასეთი თავსაბურავითა და შესახედაობით, მანდილს შემოიხვევდა გარეგნობის დასაფარად.
Any other woman with that face, head-dress, and aspect would have thrown her mantilla across her shoulders to hide it.
102699.
ორლანდო | კარი მეორე
ის საოცრად ჰგავდა კურდღელს; დამფრთხალ კურდღელს, ოღონდ გაკერპებულს.
She resembled a hare; a hare startled, but obdurate.
102700.
ორლანდო | კარი მეორე
ეს კურდღელი კი ექვსი ფუტი სიმაღლისა გახლდათ და ისეთი თავსაბურავი ეხურა, რომ კიდევ უფრო მაღალს აჩენდა.
This hare, moreover, was six feet high and wore a head-dress, which made her look still taller.