მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102701.
ორლანდო | კარი მეორე
ასე იდგა ორლანდოს პირისპირ და დაჟინებული მზერით, რომელშიც გაუბედაობა სრულიად უცნაურად იყო შეწყვილებული უტიფრობასთან.
Thus confronted, she stared at Orlando with a stare in which timidity and audacity were most strangely combined.
102702.
ორლანდო | კარი მეორე
თავიდან პატიება სთხოვა დაუკითხავი შემოჭრისთვის.
First, she asked him to forgive her intrusion.
102703.
ორლანდო | კარი მეორე
შემდეგ ისევ სრულად გაიმართა წელში, ანუ ასე, ექვს ფუტზე მეტ სიმაღლეზე, და ლაპარაკი განაგრძო.
Then, rising to her full height again, which must have been something over six feet two, she went on to say.
102704.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ისეთი ფრუტუნი აუტყდა ნერვიული სიცილისგან, ისე აკისკისდა და ახითხითდა, რომ ორლანდომ გაიფიქრა, საგიჟეთიდან ხომ არ გამოიპარაო.
But she burst out such a cackle of nervous laughter, so much tee-heeing and haw-hawing that Orlando thought she must have escaped from a lunatic asylum.
102705.
ორლანდო | კარი მეორე
თურმე მისი უდიდესი ნატვრა ყოფილა ორლანდოს გაცნობა.
She desired above all things to make Orlando's acquaintance.
102706.
ორლანდო | კარი მეორე
ბინა უქირავებია მეფუნთუშის მაღაზიის თავზე, პარკ გეითსში.
She had taken lodging over a baker’s shop at the Park Gates.
102707.
ორლანდო | კარი მეორე
აქ მან კისკისი ატეხა.
Here she guffawed.
102708.
ორლანდო | კარი მეორე
დედოფალი მისი ბიძაშვილი ყოფილა.
The Queen was her Cousin.
102709.
ორლანდო | კარი მეორე
თითქმის ყოველ ღამე მთვრალი იძინებს.
He went to bed sober almost every night.
102710.
ორლანდო | კარი მეორე
აქ ისევ ახითხითდა და ახარხარდა.
Here she tee-heed and haw-hawed again.
102711.
ორლანდო | კარი მეორე
მოკლედ, მეტი რა ჩარა იყო – იძულებული გახდა ღვინით გამასპინძლებოდა.
In short, there was nothing for it but to give her a glass of wine.
102712.
ორლანდო | კარი მეორე
ბოლოს ფეხზე წამოხტა და განაცხადა, ხვალ ისევ მოვალო, კიდევ ერთხელ, მდაბლად დაიხარა რევერანსში და წაბრძანდა.
Jumping to her feet at last, she announced that she would call the following day, swept another prodigious curtsey and departed.
102713.
ორლანდო | კარი მეორე
მეორე დღეს, ორლანდო საჯირითოდ გავიდა გარეთ.
The following day, Orlando rode out.
102714.
ორლანდო | კარი მეორე
შემდეგ დღეს ზურგი შეაქცია.
The next, he turned his back.
102715.
ორლანდო | კარი მეორე
მესამე დღეს ფარდები დაუშვა.
On the third he drew his curtain.
102716.
ორლანდო | კარი მეორე
მეოთხე დღეს წვიმდა და რაკი ქალბატონს წვიმაში ვერ დატოვებდა და არც ისე მტრულად იყო განწყობილი, შინ შეიპატიჟა.
On the fourth it rained, and as he could not keep a lady in the wet, nor was altogether averse to company, he invited her in.
102717.
ორლანდო | კარი მეორე
აზრი ჰკითხა რომელიღაც წინაპრის აბჯართან დაკავშირებით, აინტერესებდა, ვისი ნახელავიაო – ჯაკობის თუ ტოპისა.
He asked her opinion whether a suit of armour, which belonged to an ancestor of his, was the work of Jacobi or of Topp.
102718.
ორლანდო | კარი მეორე
მან განსხვავებული აზრი გამოთქვა.
She held another opinion.
102719.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ის კი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, რომ, როცა თავის მოსაზრებას ასაბუთებდა, მან ოქროს საწვივე ხელში აიღო და ორლანდოს წვივზე მოარგო.
But it really worth mentioning, in illustrating her argument, she took the golden shin case and fitted it to Orlando’s leg.
102720.
ორლანდო | კარი მეორე
ორლანდოს რომ ისეთი უბადლოდ ჩამოსხმული წყვილი ფეხი ჰქონდა, რომლის მსგავსზეც ჯერ არც ერთი დიდებული არ მდგარა, უკვე აღვნიშნეთ.
That Orlando had a pair of the shapliest legs that any Nobleman has ever stood upright upon has already been said.