მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102721.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ სრულიად ბუნებრივი იქნება, ვიკითხოთ, რა სახის შეიძლება ყოფილიყო ეს ვნება?
But what sort of passion, it may well be asked, could this be?
102722.
ორლანდო | კარი მეორე
და პასუხი ამ კითხვაზე ორსახოვანია, როგორც თავად სიყვარული.
And the answer is double faced as Love herself.
102723.
ორლანდო | კარი მეორე
როცა ერცჰერცოგი ბანოვანი ჰარიეტ გრიზელდა დაიხარა, ორლანდოს უეცრად და გაუცნობიერებლად, შორიდან სიყვარულის ფრთების ფრთხიალი მოესმა.
When the Archduchess Harriet Griselda stooped Orlando heard, suddenly and unaccountably, far off the beating of Love’s wings.
102724.
ორლანდო | კარი მეორე
იგი გაწითლდა და აცახცახდა; აღელდა ისე, როგორც აღარ ეგონა, თუ კვლავ ოდესმე აღელდებოდა; უკვე მზად იყო, ხელები აეწია და ნება დაერთო მშვენიერების ფრინველისთვის, მხარზე წამოსჯდომოდა.
He blushed and trembled; and he was moved as he had thought never to be moved again; and he was ready to raise his hands and let the bird of beauty alight upon his shoulders.
102725.
ორლანდო | კარი მეორე
ამიტომ ნაუცბათევად, ოთახიდან გავიდა და კარისკაცი გაგზავნა ერცჰერცოგი ბანოვანი ჰარიეტის ეტლამდე მისაცილებლად.
Thus he rushed from the room and sent the footman to see the Archduchess Harriet to her carriage.
102726.
ორლანდო | კარი მეორე
რადგან სიყვარულს, რომელსაც ახლა უკვე შეიძლება მივუბრუნდეთ, ორი სახე აქვს; ერთი თეთრი და მეორე შავი; ორი ტანი აქვს; ერთი სრიალა, მეორე ბანჯგვლიანი.
For Love, to which we may now return, has two faces; one white, the other black; two bodies; one smooth, the other hairy.
102727.
ორლანდო | კარი მეორე
ორი ხელი აქვს, ორი ტერფი, ორი ფრჩხილი, ორი კლანჭი, ორი მართლაცდა, ყოველი ნაწილი და ყოველი მათგანი ზუსტად საპირისპიროა მეორისა.
It has two hands, two feet, two nails, two, indeed, of every member and each one is the exact opposite of the other.
102728.
ორლანდო | კარი მეორე
და მაინც, ისეთი სიზუსტით არიან ერთმანეთზე მიბმული, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია.
Yet, so strictly are they joined together that you cannot separate them.
102729.
ორლანდო | კარი მეორე
ამ შემთხვევაში ორლანდოს სიყვარული მისკენ თეთრი სახით გამოფრინდა, სრიალა და მომხიბვლელი სხეული დაანახვა.
In this case, Orlando’s love began her flight towards him with her white face turned, and her smooth and lovely body outwards.
102730.
ორლანდო | კარი მეორე
თანდათანობით უფრო უახლოვდებოდა და წმინდა ნეტარების ნიავს მოაქროლებდა მისკენ.
Nearer and nearer she came wafting before her airs of pure delight.
102731.
ორლანდო | კარი მეორე
სრულიად მოულოდნელად წრე დაარტყა, შემოტრიალდა; და შავი, ბანჯგვლიანი, სასტიკი სახე გამოაჩინა.
All of a sudden she wheeled about, turned the other way round; showed herself black, hairy, brutish.
102732.
ორლანდო | კარი მეორე
ის იყო სვავი, და არა სიყვარული – სამოთხის ჩიტი; და ის ფართხალებდა შემზარავად, გულისამრევად, მის მხარზე შემომჯდარი.
It was the vulture, not Love, the Bird of Paradise, that flopped, foully and disgustingly, upon his shoulders.
102733.
ორლანდო | კარი მეორე
სწორედ ამიტომაც გაიქცა ორლანდო; სწორედ ამიტომ უხმო კარისკაცს.
Hence Orlando ran; hence he fetched the footman.
102734.
ორლანდო | კარი მეორე
მაგრამ ჰარპია ასე იოლად განსადევნი ხომ არ გგონიათ?
But the harpy is not so easily banished as all that.
102735.
ორლანდო | კარი მეორე
ერცჰერცოგის ქვრივი არათუ განაგრძობდა მეფუნთუშის სახლში ცხოვრებას, არამედ ყოველდღე და ყოველ ღამე ორლანდოს თან სდევდნენ და არ ასვენებდნენ ყოვლად ამაზრზენი მოჩვენებები.
Not only did the Archduchess continue to lodge at the Baker’s, but Orlando was haunted every day and night by phantoms of the foulest kind.
102736.
ორლანდო | კარი მეორე
და კიდეც დაფართხუნებდა სავარძლებს შორის; ორლანდო ხედავდა, როგორ უშნოდ დაბაჯბაჯებდა ფრინველი გალერეებში.
There she was, flopping about among the chairs; Orlando saw bird waddling ungracefully across the galleries.
102737.
ორლანდო | კარი მეორე
მერე ბუხრის დამცავ ცხაურაზე მოკალათდა მძიმედ.
Now, she perched, top heavy upon a fire screen.
102738.
ორლანდო | კარი მეორე
როცა სცადა გარეთ აექშია, ფრინველი ისევ შემობრუნდა, მინას ნისკარტი უკაკუნა სანამ არ ჩატეხა.
When he chased her out, back she came and pecked at the glass till she broke it.
102739.
ორლანდო | კარი მეორე
ამრიგად, მიხვდა, რომ მისი სასახლე საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, რომ დაუყოვნებლივ უნდა ეღონა რამე ამ ყოველივეს შესაჩერებლად, და ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი სხვა ახალგაზრდა კაცი მოიქცეოდა მის ადგილზე.
Thus realizing that his home was uninhabitable, and that steps must be taken to end the matter instantly, he did what any other young man would have done in his place.
102740.
ორლანდო | კარი მეორე
მეფეს სთხოვა, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიევლინებინა კონსტანტინოპოლში.
He asked King to send him as Ambassador Extraordinary to Constantinople.