მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102741.
ორლანდო | კარი მეორე
მეფე უაითჰოლში სეირნობდა.
The King was walking in Whitehall.
102742.
ორლანდო | კარი მეორე
მკლავზე ნელ გვინი ეყრდნობოდა.
Nell Gwyn was on his arm.
102743.
ორლანდო | კარი მეორე
კეკლუცად უშენდა თხილს მეფეს.
She was pelting the King with nuts.
102744.
ორლანდო | კარი მესამე
უდავოდ დიდად სამწუხარო და ფრიად დასანანია, რომ კარიერის ამ ეტაპზე, როცა ორლანდოს თავისი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრა, მხოლოდ მწირ მონაცემებს უნდა დავჯერდეთ.
It is, indeed, highly unfortunate, and much to be regretted that at this stage of Orlando’s career, when he played a most important part in the public life of his country, we have least information to go upon.
102745.
ორლანდო | კარი მესამე
ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ მეფე ჩარლზსა და თურქებს შორის მიმდინარე ფრიად საჩოთირო მოლაპარაკებებში მისი ხელიც ერია – რასაც სახელმწიფო არქივის საცავში დაცული ხელშეკრულებები ადასტურებს.
We know that he had a finger in some of the most delicate negotiations between King Charles and the Turks — to that, treaties in the vault of the Record Office bear testimony.
102746.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ რევოლუციამ, რომელიც მისი ელჩობის დროს იფეთქა, და ხანძარმა, რომელიც რევოლუციას მოჰყვა, იმდენად დააზიანა და გაანადგურა ყველა ის საბუთი, საიდანაც რაიმე სარწმუნო ჩანაწერების მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი, რომ ის, რის გადმოცემაც ხელგვეწიფება ვერაა სრულყოფილი.
But the revolution which broke out during his period of office, and the fire which followed, have so damaged or destroyed all those papers from which any trustworthy record could be drawn, that what we can give is lamentably incomplete.
102747.
ორლანდო | კარი მესამე
ხშირ შემთხვევაში საბუთები ამომწვარია და ყავისფრადაა არუჯული ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებების შუაგულში.
Often the paper is scorched a deep brown in the middle of the most important sentence.
102748.
ორლანდო | კარი მესამე
სწორედ, როცა გვეგონა, აი, ახლა კი ნათელს მოვფენთ საიდუმლოებას, რომელზედაც ასი წელია, თავს იმტვრევენ ისტორიკოსებიო, ხელნაწერში იმხელა ნახვრეტი დაგვხვდა, რომ შიგ თავისუფლად გაეტეოდა ადამიანის თითი.
Just when we thought to elucidate a secret that has puzzled historians for a hundred years, there was a hole in the manuscript big enough to put one's finger through.
102749.
ორლანდო | კარი მესამე
მართალია, ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ გადარჩენილი ალდაკრული ნაწყვეტებიდან როგორმე შეგვეკოწიწებინა არასრული მონახაზი.
We have done our best to piece out a meagre summary from the charred fragments that remain.
102750.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ აუცილებელი გახდა მსჯელობა, ვარაუდი, და წარმოსახვის უნარიც კი.
But often it has been necessary to speculate, to surmise, and even to use the imagination.
102751.
ორლანდო | კარი მესამე
შვიდი საათისთვის დგებოდა, ჩაიფუთნებოდა გრძელ თურქულ მოსასხამში, ჩერუთს მოუკიდებდა და იდაყვებით მოაჯირს დაეყრდნობოდა.
About seven, he would rise, wrap himself in a long Turkish cloak, light a cheroot, and lean his elbows on the parapet.
102752.
ორლანდო | კარი მესამე
ასე იდგა და მის ქვეშ გადაშლილ ქალაქს გასცქეროდა, აშკარად მონუსხული.
Thus he would stand, gazing at the city beneath him, apparently entranced.
102753.
ორლანდო | კარი მესამე
ამ დროს ნისლი ისეთი ხშირი იყო ხოლმე, რომ აია სოფიას გუმბათები და ყველაფერი, წყალში მოლივლივეს ჰგავდა.
At this hour the mist would lie so thick that the domes of Santa Sofia and the rest would seem to be afloat.
102754.
ორლანდო | კარი მესამე
მწვანეჩალმიანი პილიგრიმები – ზოგს ცხვირი აკლდა, ზოგს – თვალი და მოწყალებას ითხოვდნენ; იქ – ნაგავში მოფუთფუთე მაწანწალა ძაღლები; აქ – ჩადრიანი ქალები; ურიცხვი სახედარი.
There the green-turbaned pilgrims without eyes or noses, begging alms; there the pariah dogs picking up offal; there the shawled women; there the innumerable donkeys.
102755.
ორლანდო | კარი მესამე
ცხენზე ამხედრებული კაცები გრძელი ჭოკებით ხელში.
There men on horses carrying long poles.
102756.
ორლანდო | კარი მესამე
მალე მთელი ქალაქი იღვიძებდა და გაისმოდა მათრახის ტლაშუნი, გონგის გუგუნი, მოწოდება სალოცავად, ჯორების ცემის და თითბრით მოსალტული ბორბლების რახრახი, ხოლო მჟავე სურნელი, პურის გაფუება და საკმეველი რომ გამოსცემს, და სუნელ-სანელებლები, თავად პერას სიმაღლემდე რომ აღწევდა, ამ ყურისწამღები, მრავალფეროვანი, ბარბაროსი მოსახლეობის სუნთქვა გეგონებოდათ.
Soon, the whole town would be astir with the cracking of whips, the beating of gongs, cryings to prayer, lashing of mules, and rattle of brass-bound wheels, while sour odours, made from bread fermenting and incense, and spice, rose even to the heights of Pera itself and seemed the very breath of the strident multi-coloured and barbaric population.
102757.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ვერსად მოჰკრავდით თვალს ვერც პასტორის სახლს თუ ფეოდალის მამულს, ვერც ქოხს, ვერც მუხის ხეს, თელას, ტირიფსა თუ ველურ ვარდს.
But parsonage there was none, nor manor house, nor cottage, nor oak, elm, violet, ivy, or wild eglantine.
102758.
ორლანდო | კარი მესამე
ვერც გვიმრანარევ ცოცხალ ღობეს ან ცხვრის საძოვარ მინდორ-ველებს შენიშნავდით სადმე.
There were no hedges for ferns to grow on, and no fields for sheep to graze.
102759.
ორლანდო | კარი მესამე
სახლები აქ თეთრი იყო, კვერცხის ნაჭუჭივით.
The houses were white as egg-shells.
102760.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდოს აოცებდა, რომ თავად სულითა და ხორცით ინგლისელ კაცს, გულის სიღრმემდე აღაფრთოვანებდა ეს ველური ხედი, თვალს სტაცებდა უღელტეხილები, მიუდგომელი მწვერვალები და მარტოდმარტო სახეტიალოდ წასვლას ნატრობდა იქ, სადაც თხისა და მწყემსის გარდა ფეხი არავის დაედგა.
That Orlando, who was English root and fibre, should yet exult to the depths of his heart in this wild panorama, and gaze at those passes and far heights planning journeys there alone on foot where only the goat and shepherd had gone before.