მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102761.
ორლანდო | კარი მესამე
განუზომლად ხიბლავდა წელიწადის ამ დროისთვის შეუფერებლად ხასხასა ყვავილები, ხოლო აქაური ბინძური მაწანწალა ძაღლები ლამის იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე შინ დარჩენილი ჯიშიანი მწევრები.
He should feel a passion of affection for the bright, unseasonable flowers, love the unkempt pariah dogs beyond even his elk hounds at home.
102762.
ორლანდო | კარი მესამე
გონებაში გაუელვა, ვინ იცის, ჯვაროსნების ეპოქაში ჩემი რომელიმე წინაპარი აქ ჩერქეზი გლეხის ქალით მოიხიბლაო; რაც სრულიად დასაშვებად მიიჩნია.
He wondered if, in the season of the Crusades, one of his ancestors had taken up with a Circassian peasant woman; thought it possible.
102763.
ორლანდო | კარი მესამე
აიჩემა, ცოტა არ იყოს მუქი კანი მაქვსო; შინ დაბრუნდა და აბაზანას მიაშურა.
He fancied a certain darkness in his complexion; and, going indoors again, withdrew to his bath.
102764.
ორლანდო | კარი მესამე
ერთი საათის მერე, ნელსურნელებით ზომიერად გაჟღენთილი, თმადახვეული და ნელსაცხებლებით კმეული, მდივნებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიღებას იწყებდა, რომელთაც ერთიმეორის მიყოლებით მოჰქონდათ მასთან წითელი ზარდახშები, მხოლოდ ორლანდოს ოქროს გასაღების ნებას რომ ემორჩილებოდნენ.
An hour later, properly scented, curled, and anointed, he would receive visits from secretaries and other high officials carrying, one after another, red boxes which yielded only to Orlando's own golden key.
102765.
ორლანდო | კარი მესამე
მათში უზენაესი მნიშვნელობის საბუთები ინახებოდა, საიდანაც დღეს მხოლოდ ნაკუწებიღა შემორჩა, აქ – გრაფიკული ორნამენტი, იქ – დამწვარ აბრეშუმის ნაგლეჯზე მიმაგრებული ბეჭედი.
Within were papers of the highest importance, of which only fragments, here a flourish, there a seal firmly attached to a piece of burnt silk, now remain.
102766.
ორლანდო | კარი მესამე
ჩვენ ვერაფერს ვიტყვით მათ შინაარსზე, თუმცა იმის დადასტურება კი დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ორლანდო ძლიერ იყო დაკავებული.
Of their contents then, we cannot speak, but can only testify that Orlando was kept busy.
102767.
ორლანდო | კარი მესამე
ოფიციალური საუზმის შემდეგ ლაქიები აუწყებდნენ, რომ ეტლი კართან ელოდა და ორლანდოც მიდიოდა, ძოწისფერი იანიჩარები კი სირბილით მიუძღოდნენ წინ და სირაქლემის ვეება ფრთებს იქნევდნენ.
After luncheon, lackeys announced that his coach was at the door, and Orlando went, preceded by purple Janissaries running on foot and waving great ostrich feather fans above their heads.
102768.
ორლანდო | კარი მესამე
ასე მიდიოდა ელჩებისა და წარჩინებული სახელმწიფო მოხელეების მოსანახულებლად.
He was going to call upon the other ambassadors and dignitaries of state.
102769.
ორლანდო | კარი მესამე
ცერემონია მუდამ ერთნაირი იყო.
The ceremony was always the same.
102770.
ორლანდო | კარი მესამე
როგორც კი ეტლი შიდა ეზოში შევიდოდა, იანიჩარები სირაქლემის ფრთებს მთავარ კარიბჭეს დაჰკრავდნენ და ისიც უმალ იღებოდა და თვალწინ დიდებულად გაწყობილი დარბაზი გადაიშლებოდა.
On reaching the courtyard, the Janissaries struck with their fans upon the main portal, which immediately flew open revealing a large chamber, splendidly furnished.
102771.
ორლანდო | კარი მესამე
იქ ორი ადამიანი იჯდა, როგორც წესი, საპირისპირო სქესისა.
Here were seated two figures, generally of the opposite sexes.
102772.
ორლანდო | კარი მესამე
აქ მხოლოდ ამინდის ხსენება იყო ნებადართული.
It was permissible only to mention the weather here.
102773.
ორლანდო | კარი მესამე
როგორც კი იტყოდნენ, რომ მზიანი თუ წვიმიანი, ცივი თუ ცხელი ამინდი იდგა, ელჩი მაშინვე მეორე დარბაზში გადიოდა, სადაც ისევ ორი ადამიანი წამოიჭრებოდა ფეხზე მის შესაგებებლად.
Having said that it was fine or wet, hot or cold, the Ambassador then passed on to the next chamber, where again, two figures rose to greet him.
102774.
ორლანდო | კარი მესამე
აქ მხოლოდ კონსტანტინოპოლის, როგორც საცხოვრებელი ადგილის, შედარება იყო დაშვებული ლონდონთან.
Here it was only permissible to compare Constantinople as a place of residence with London.
102775.
ორლანდო | კარი მესამე
და ბუნებრივია, ელჩი ამბობდა, – მე კონსტანტინოპოლი მირჩევნიაო, მისი მასპინძლები კი, ბუნებრივია, ბრძანებდნენ, თუმც კი არასოდეს გვინახავს, მაინც ლონდონი გვირჩევნიაო.
And the Ambassador naturally said that he preferred Constantinople, and his hosts naturally said, "though we have not seen it, we prefer London".
102776.
ორლანდო | კარი მესამე
მომდევნო ოთახში მეფე ჩარლზისა და სულთნის ჯანმრთელობა უნდა განეხილათ, საკმაოდ ვრცლად.
In the next chamber, King Charles’s and the Sultan’s healths had to be discussed at some length.
102777.
ორლანდო | კარი მესამე
შემდეგ ოთახში ელჩისა და მისი მასპინძლის მეუღლის ჯანმრთელობა უნდა განეხილათ, უფრო მოკლედ.
In the next chamber were discussed the Ambassador’s health and that of his host’s wife, but more briefly.
102778.
ორლანდო | კარი მესამე
მომდევნო ოთახში ელჩი ხოტბას შეასხამდა მასპინძლის ავეჯს, ხოლო მასპინძელი ელჩს ჩაცმულობას შეუქებდა.
In the next chamber, the Ambassador complimented his host upon his furniture, and the host complimented the Ambassador upon his dress.
102779.
ორლანდო | კარი მესამე
შემდეგ ოთახში ტკბილეულობით უმასპინძლდებოდნენ.
In the next chamber, sweet meats were offered.
102780.
ორლანდო | კარი მესამე
ცერემონიის დასრულებისას თამბაქოს გააბოლებდნენ და თითო ჭიქა ყავას შეექცეოდნენ.
The ceremony ended at length with the smoking of a hookah and the drinking of a glass of coffee.