მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102781.
ორლანდო | კარი მესამე
მიუხედავად იმისა, რომ მოწევისას და სმისას ყველა მოძრაობას სრული შესაბამისობით ასრულებდნენ, არც ყალიონში იყო თამბაქო და არც ფინჯანში.
Though the motions of smoking and drinking were gone through punctiliously there was neither tobacco in the pipe nor coffee in the glass.
102782.
ორლანდო | კარი მესამე
ელჩი ერთგან სტუმრობას ვერ ასწრებდა, რომ უკვე მეორე ვიზიტი უნდა წამოეწყო.
No sooner had the Ambassador despatched one such visit, than another had to be undertaken.
102783.
ორლანდო | კარი მესამე
ზუსტად ასე, ერთნაირი წესითა და რიგით ეგებებოდნენ ექვსჯერ ან შვიდჯერ სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები.
The same ceremonies were gone through in precisely the same order six or seven times other great officials.
102784.
ორლანდო | კარი მესამე
ასე რომ, როდესაც ელჩი შინ ბრუნდებოდა, ხშირად უკვე გვიანი ღამე იყო.
So that it was often late at night before the Ambassador reached home.
102785.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ისე ასრულებდა ყველა მოვალეობას, რომ მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებდა, და არც არასდროს უარუყვია, რომ ალბათ ეს დიპლომატის მოვალეობათაგან უმნიშვნელოვანესი იყო.
Orlando performed these tasks to admiration and never denied that they are, perhaps,the most important part of a diplomatist’s duties.
102786.
ორლანდო | კარი მესამე
უდავოა, რომ ეს ყოველივე ძლიერ ღლიდა მას და ხშირად ისე ითრგუნებოდა, რომ ერჩივნა, მარტოს ესადილა თავის ძაღლებთან ერთად.
He was undoubtedly fatigued by them, and often so depressed, that he preferred to take his dinner alone with his dogs.
102787.
ორლანდო | კარი მესამე
და როგორც ყვებიან, ზოგჯერ საელჩოს კარიბჭესაც კი გასცდებოდა ხოლმე გვიან ღამით, ისე საგულდაგულოდ შენიღბული, რომ საკუთარი გუშაგებიც კი ვეღარ ცნობდნენ.
And sometimes, it is said, he would pass out of his own gates late at night so disguised that the sentries did not know him.
102788.
ორლანდო | კარი მესამე
შემდეგ ბრბოს შეერეოდა გალათას ხიდზე; ან ბაზრებში დახეტიალობდა; ან ფეხზე გაიხდიდა და მლოცველებს უერთდებოდა მეჩეთში.
Then he would mingle with the crowd on the Galata Bridge; or stroll through the bazaars; or throw aside his shoes and join the worshippers in the Mosques.
102789.
ორლანდო | კარი მესამე
მწყემსებმა, რომელთაც თხები მიჰყავდათ ბაზარზე გასაყიდად, თქვეს, მთის წვერზე ინგლისელ ლორდს შევხვდით და გავიგონეთ, როგორ მიმართავდა თავის ღმერთს ლოცვისასო.
Shepherds, bringing their goats to market, reported that they had met an English Lord on the mountain top and heard him praying to his God.
102790.
ორლანდო | კარი მესამე
მაშინ იფიქრეს, რომ ეს ალბათ თავად ორლანდო იყო, ხოლო მისი ლოცვა, უეჭველია, ხმამაღლა ნათქვამი ლექსი იქნებოდა, რადგან ცნობილი იყო, რომ მოსასხამის უბეში ის მუდამ თან ატარებდა ათასგზის გადაჯღაბნილ ხელნაწერს.
This was thought to be Orlando himself, and his prayer was, no doubt, a poem said aloud, for it was known that he still carried about with him, in the bosom of his cloak, a much scored manuscript.
102791.
ორლანდო | კარი მესამე
ხოლო მოსამსახურეებს, რომლებიც კართან აყურადებდნენ, გაუგონიათ, როგორ ღიღინებდა მარტო დარჩენილი რაღაცას, უცნაური, მონოტონური ხმით.
And servants, listening at the door, heard the Ambassador chanting something in an odd, sing-song voice when he was alone.
102792.
ორლანდო | კარი მესამე
აი, როგორ ნაწყვეტებსა და ნაფლეთებზე დაყრდნობით გვიწევს ორლანდოს იმდროინდელი ცხოვრების რაც შეიძლება უკეთ წარმოსახვა.
It is with fragments such as these that we must do our best to make up a picture of Orlando’s life at this time.
102793.
ორლანდო | კარი მესამე
ამის თაობაზე კონსტანტინოპოლში უამრავი ჭორი თუ ლეგენდა, მოარული თუ დაუდასტურებელი ხმები და თავგადასავლებია შემორჩენილი დღემდე.
There exist, even to this day, rumours, legends, anecdotes of a floating and unauthenticated kind about this, in Constantinople.
102794.
ორლანდო | კარი მესამე
რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორლანდო ფლობდა ძალას – აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად.
Which go to prove that Orlando possessed the power to stir the fancy and rivet the eye which will keep a memory green long after.
102795.
ორლანდო | კარი მესამე
ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ხიბლი ვუწოდოთ და ამით ამოვწუროთ.
The power is a mysterious one compounded of beauty, birth, and some rarer gift, which we may call glamour and have done with it.
102796.
ორლანდო | კარი მესამე
მილიონობით სანთელი – როგორც საშამ თქვა, – ელვარებდა მასში ისე, რომ თავად ერთი მათგანის დასანთებადაც არ შეუწუხებია თავი.
A million candles, as Sasha had said, burnt in him without his being at the trouble of lighting a single one.
102797.
ორლანდო | კარი მესამე
მოძრაობდა ხარირემივით და სულ არ ფიქრობდა საკუთარ ფეხებზე.
He moved like a stag, without any need to think about his legs.
102798.
ორლანდო | კარი მესამე
ლაპარაკობდა მისთვის ჩვეული ხმით და ბანს ვერცხლის გონგი აძლევდა.
He spoke in his ordinary voice and echo beat a silver gong.
102799.
ორლანდო | კარი მესამე
ამიტომაც მოედო იქაურობას ხმები მასზე.
Hence rumours gathered round him.
102800.
ორლანდო | კარი მესამე
ამიტომაც გახდა მრავალი ქალის და ზოგიერთი მამაკაცის ტრფიალის საგანი.
He became the adored of many women and some men.