მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102801.
ორლანდო | კარი მესამე
ამისათვის აუცილებელი როდი იყო, პირადად დალაპარაკებოდნენ ან თუნდაც ცხადში ენახათ.
It was not necessary that they should speak to him personally or even that they should see him.
102802.
ორლანდო | კარი მესამე
ღარიბებსა და უწიგნურებზე ორლანდო ისეთსავე ზემოქმედებას ახდენდა, როგორსაც მდიდრებზე.
Upon the poor and uneducated, Orlando had the same power as upon the rich.
102803.
ორლანდო | კარი მესამე
მწყემსები, ბოშები, ვირების მერემეები დღესაც მღერიან სიმღერებს ინგლისელ ლორდზე, „რომელმაც ზურმუხტები ჭაში ჩაყარა“, რაც უდავოდ ორლანდოს ეხება.
Shepherds, gipsies, donkey drivers, still sing songs about the English Lord "who dropped his emeralds in the well", which undoubtedly refer to Orlando.
102804.
ორლანდო | კარი მესამე
ერთხელ, როგორც ჩანს, მრისხანების თუ სიმთვრალის შემოტევისას, შემოიგლიჯა სამკაულები და შადრევნის აუზში გადაუძახა; საიდანაც ისინი პაჟმა ამოკრიფა.
Once, it seems, he tore his jewels from him in a moment of rage or intoxication and flung them in a fountain; whence they were fished by a page boy.
102805.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ, როგორც ცნობილია, ეს რომანტიკული მგრძნობიარობა ხშირად უმკაცრესი თავშეკავების უნართანაა შეზრდილი.
But this romantic power, it is well known, is often associated with a nature of extreme reserve.
102806.
ორლანდო | კარი მესამე
როგორც ჩანს, მეგობრები ორლანდოს არ გაუჩენია.
Orlando seems to have made no friends.
102807.
ორლანდო | კარი მესამე
რამდენადაც ვიცით, არც ახლო კავშირები ჰქონია გაბმული.
As far as is known, he formed no attachments.
102808.
ორლანდო | კარი მესამე
ვიღაც დიდგვაროვანი ბანოვანი კი ჩამოსულა შორეული ინგლისიდან, რათა ახლოს ყოფილიყო მასთან.
A certain great lady came all the way from England in order to be near him.
102809.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ორლანდო ისე დაუღალავად განაგრძობდა თავისი მოვალეობის შესრულებას, რომ ორ წელიწად-ნახევარიც კი არ იყო გასული მას მერე, რაც ელჩად დანიშნეს, რომ მეფე ჩარლზმა მისი მდგომარეობის ამაღლება განიზრახა და პერის უმაღლესი წოდება უბოძა.
But Orlando continued to discharge his duties so indefatigably that he had not been Ambassador at the Horn for more than two years and a half before King Charles signified his intention of raising him to the highest rank in the peerage.
102810.
ორლანდო | კარი მესამე
შურიანები ამბობდნენ, ეს – ნელ გვინმა მიაგო პატივი ფეხის ხსოვნასო.
The envious said that this was Nell Gwyn’s tribute to the memory of a leg.
102811.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ, ვინაიდან ორლანდო მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი, და ისიც, როცა მის სამეფო უდიდებულესობას კეკლუცად უშენდა თხილის ნაჭუჭებს, უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია, რომ სწორედ საკუთარ დამსახურებას და არა წვივებს უნდა უმადლოდეს ორლანდო ჰერცოგის ტიტულს.
But, as she had seen Orlando once only, and was then busily engaged in pelting her royal master with nutshells, it is likely that it was his merits that won him his Dukedom, not his calves.
102812.
ორლანდო | კარი მესამე
აქ კი შეჩერება მოგვიწევს, რადგან ორლანდოს კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპს მივადექით.
Here we must pause, for we have reached a moment of great significance in Orlando's career.
102813.
ორლანდო | კარი მესამე
ვინაიდან ჰერცოგის ტიტულის მინიჭება საყოველთაოდ ცნობილი და მართლაც დიდი დავიდარაბის საგანი გახდა და ახლა ისე უნდა აღვწეროთ, რომ ალდაკრულ საბუთებში გავერკვეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
For the conferring of the Dukedom was the occasion of a very famous, and indeed, much disputed incident, which we must now describe, picking our way among burnt papers as best we may.
102814.
ორლანდო | კარი მესამე
მოხდა ისე, რომ „აბანოს ორდენი“ სერ ედრიან სკროუპმა ჩამოიტანა სამხედრო ფრეგატით ინგლისიდან.
It was that the Order of the Bath arrived in a frigate commanded by Sir Adrian Scrope.
102815.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდომ ეს შემთხვევა ისეთი თავშექცევის გასამართავად გამოიყენა, რომ მასზე უფრო ბრწყინვალე არც მანამდე და არც მას მერე არ უნახავთ კონსტანტინოპოლში.
Orlando made this the occasion for an entertainment more splendid than any that has been known before or since in Constantinople.
102816.
ორლანდო | კარი მესამე
ღამე უღრუბლო იყო; ხალხი – უზღვავი, და საელჩოს ფანჯრები ბრწყინვალედ იყო განათებული.
The night was fine; the crowd immense, and the windows of the Embassy brilliantly illuminated.
102817.
ორლანდო | კარი მესამე
აქაც გვაკლია დეტალები, რადგან ხანძრის ალი ყველა ასეთ ჩანაწერს მისწვდა და მხოლოდ მაცდუნებელი ნაწყვეტები შემოგვინახა, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს კვლავ ჩრდილში ტოვებს.
Again, details are lacking, for the fire had its way with all such records, and has left only tantalizing fragments which leave the most important points obscure.
102818.
ორლანდო | კარი მესამე
თუმცა ინგლისელი სამხედრო ოფიცრის, ჯონ ფენერ ბრიგის დღიურიდან, რომელიც იმ დღეს სტუმართა შორის ყოფილა, ჩვენ ვხვდებით, რომ ათასი ჯურის ხალხი „კასრში ჩაყრილი ქაშაყებივით ეკვროდა ერთმანეთს საელჩოს შიდა ეზოში“.
From the diary of John Fenner Brigge, however, an English naval officer, who was among the guests, we gather that people of all nationalities "were packed like herrings in a barrel in the courtyard".
102819.
ორლანდო | კარი მესამე
ისინი ისეთ საეჭვო სიახლოვეში იდგნენ ერთმანეთთან, რომ ცოტა ხანში ოფიცერი ბრიგი არღავანზე ამძვრალა, რომ უკეთ დაენახა, რა ხდებოდა.
They stood so unpleasantly close that Brigge soon climbed into a Judas tree, the better to observe the proceedings.
102820.
ორლანდო | კარი მესამე
ადგილობრივებში ხმა გავრცელდა (ესეც კიდევ ერთი დასტური ორლანდოს გრძნეული ზემოქმედების შესახებ წარმოსახვაზე), რომ რაღაც სასწაული უნდა მოეხდინათ.
The rumour had got about among the natives (and here is additional proof of Orlando’s mysterious power over the imagination) that some kind of miracle was to be performed.