მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102821.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ხელნაწერი სავსეა ამომწვარი ადგილებით, ისე რომ ზოგი წინადადება სრულიად გაურკვეველია.
But the manuscript is full of burns, some sentences being quite illegible.
102822.
ორლანდო | კარი მესამე
როდესაც შუშხუნებმა ცაში იწყო ავარდნა, ჩვენ საგრძნობლად დავიძაბეთ, რადგან შეგვეშინდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ესარგებლა ამ შესაძლებლობით.
When the rockets began to soar into the air, there was considerable uneasiness among us lest the native population should seized the opportunity.
102823.
ორლანდო | კარი მესამე
რაც აუცილებლად გამოიწვევდა არასასურველ შედეგებს.
Which will cause unpleasant consequences.
102824.
ორლანდო | კარი მესამე
ინგლისელი ქალბატონები ამ საზოგადოებაში.
English ladies in the company.
102825.
ორლანდო | კარი მესამე
ვაღიარებ, რომ ხელი ხმლისკენ გამექცა.
I own that my hand went to my cutlass.
102826.
ორლანდო | კარი მესამე
საბედნიეროდ მათი შიში იმ წამისთვის, უსაფუძვლო მეჩვენა, როცა ადგილობრივების ქცევას დავაკვირდი.
Happily these fears seemed, for the moment, groundless, observing the demeanour of the natives.
102827.
ორლანდო | კარი მესამე
მივედი დასკვნამდე, რომ პიროტექნიკაში ჩვენი უნარის გამომზეურება ფრიად ფასეული იყო, თუნდაც იმის გამო, რომ ამან მათზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ...
I came to the conclusion that this demonstration of our skill in the art of pyrotechny was valuable, if only because it impressed upon them...
102828.
ორლანდო | კარი მესამე
ბრიტანელების უპირატესობა...
The superiority of the British...
102829.
ორლანდო | კარი მესამე
მართლაც, ეს იყო რაღაც, ენით აუწერელი ბრწყინვალების სანახაობა.
Indeed, the sight was one of indescribable magnificence.
102830.
ორლანდო | კარი მესამე
მე უნებურად ღმერთს ვმადლობდი იმისათვის, რომ მან საშუალება მოგვცა...
I found myself alternately praising the Lord that he had permitted...
102831.
ორლანდო | კარი მესამე
და ვინატრე, ნეტავი ჩემი საბრალო, ძვირფასი დედა...
And I was wishing that my poor, dear mother...
102832.
ორლანდო | კარი მესამე
ელჩის ბრძანებების შესაბამისად, გრძელი ფანჯრები, რომლებიც ასე შთამბეჭდავად გამოარჩევს აღმოსავლურ ხუროთმოძღვრებას, მიუხედავად იმისა, რომ აქ მრავალი თვალსაზრისით უმეცრებაა... ფართოდ გააღეს.
By the Ambassador’s orders, the long windows, which are so imposing a feature of Eastern architecture, for though ignorant in many ways... were thrown wide.
102833.
ორლანდო | კარი მესამე
და იქიდან ჩვენ დავინახეთ ცოცხალი სურათები თუ თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც ინგლისელი მანდილოსნები და ჯენტლმენები ...
And within, we could see a tableau vivant or theatrical display in which English ladies and gentlemen...
102834.
ორლანდო | კარი მესამე
წარმოადგენდა ნიღაბს, რომელიც დაამზადა ერთმა ...
It represented a masque the work of one...
102835.
ორლანდო | კარი მესამე
სიტყვები არ ისმოდა, მაგრამ ამდენი ჩვენი თანამემამულე მამაკაცისა და ქალის დანახვამ, რომლებიც უმაღლესი გემოვნებით, ისე გამორჩეულად იყვნენ გამოწყობილები ...
The words were inaudible, but the sight of so many of our countrymen and women, dressed with the highest elegance and distinction...
102836.
ორლანდო | კარი მესამე
ამან ისე შემძრა, და ისეთი გრძნობები აღმიძრა, რომლისაც რა თქმა უნდა, არ მრცხვენია, თუმცა არ შემიძლია ...
That moved me to emotions of which I am certainly not ashamed, though unable...
102837.
ორლანდო | კარი მესამე
გაფაციცებით ვადევნებდი თვალს ერთი ბანოვანის გასაკვირ ქცევას.
I was intent upon observing the astonishing conduct of Lady.
102838.
ორლანდო | კარი მესამე
საუბედუროდ, აქ არღავანის ტოტი ჩატყდა.
Unfortunately a branch of the Judas tree broke.
102839.
ორლანდო | კარი მესამე
ლეიტენანტი ბრიგი მიწაზე დაენარცხა და ჩანაწერის დანარჩენი ნაწილი მთლიანად მადლიერებას ეძღვნება, აღვლენილს განგებისადმი (რომელსაც დღიურში მეტად ვრცელი ადგილი უჭირავს) და ჭრილობების ზედმიწევნით აღწერას.
Lieutenant Brigge fell to the ground, and the rest of the entry records only his gratitude to Providence (who plays a very large part in the diary) and the exact nature of his injuries.
102840.
ორლანდო | კარი მესამე
საბედნიეროდ, მის პენელოპ ჰარტოპმა, ამავე გვარის გენერლის ქალიშვილმა, ეს სანახაობა შენობიდან დაინახა და აღწერაა წერილში, ისიც ძლიერ დაზიანებული, რომელმაც ბოლოს და ბოლოს, მის მეგობარ ქალთან ჩააღწია თანბრიჯ უელსში.
Happily, Miss Penelope Hartopp, daughter of the General of that name, saw the scene from inside and carries on the tale in a letter, much defaced too, which ultimately reached a female friend at Tunbridge Wells.