მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102861.
ორლანდო | კარი მესამე
როგორც ყველამ აღიარა, რადგან შეუძლებელია, ისე დაეცეს ადამიანი, რომ ეს უარყოს, იყო თავად ელჩი.
As all admitted, for none could be so vile as to deny it, was the Ambassador himself.
102862.
ორლანდო | კარი მესამე
ო, რა ფეხები! რა თავდაჭერა!!
Such a leg! Such a countenance!!
102863.
ორლანდო | კარი მესამე
რა სამეფო მანერები!!!
Such princely manners!!!
102864.
ორლანდო | კარი მესამე
და რაღაცა აქვს საინტერესო გამომეტყველებაში, რაც გაგრძნობინებს, არ კი იცი რატომ, რომ მას ტანჯვა გადაუტანია!
And something interesting in the expression, which makes one feel, one scarcely knows why, that he has suffered!
102865.
ორლანდო | კარი მესამე
ამბობენ, ამის მიზეზი ვიღაც ქალი ყოფილა.
They say a lady was the cause of it.
102866.
ორლანდო | კარი მესამე
უგულო ურჩხული!
The heartless monster!
102867.
ორლანდო | კარი მესამე
როგორ შეიძლება, სინაზით განთქმულ ჩვენი სქესის წარმომადგენელს ამის თავხედობა ეყოს!
How can one of our reputed tender sex have had the effrontery!!!
102868.
ორლანდო | კარი მესამე
ის უცოლოა და აქ მყოფი ქალების ნახევარი სიგიჟემდეა მასზე შეყვარებული.
He is unmarried, and half the ladies in the place are wild for love of him ...
102869.
ორლანდო | კარი მესამე
ათასჯერ, ათასჯერ აკოცე ტომს, გერის, პიტერს და უსაყვარლეს მიუს.
A thousand, thousand kisses to Tom, Gerry, Peter, and dearest Mew.
102870.
ორლანდო | კარი მესამე
იმდროინდელი სამეფო „გაზეტიდან“ შევიტყვეთ, რომ „როგორც კი საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა, ელჩი უძვირფასესი ფარდაგებით მოფენილი აივნის შუაგულში გამობრძანდა“.
From the Gazette of the time, we gather that "as the clock struck twelve, the Ambassador appeared on the centre Balcony which was hung with priceless rugs".
102871.
ორლანდო | კარი მესამე
ორივე მხრიდან ჩირაღდნებით აღჭურვილი პირადი დაცვის ექვსი საიმპერატორო თურქი წარმომადგენელი ამოუდგა, რომელთაგან თითოეული ექვს ფუტზე მეტი სიმაღლისა იყო.
Six Turks of the Imperial Body Guard, each over six foot in height, held torches to his both sides.
102872.
ორლანდო | კარი მესამე
მისი გამოჩენისთანავე შუშხუნებმა იფეთქა, ცაში ავარდა და ხალხი აღფრთოვანებული შეძახილებით შეეგება.
Rockets rose into the air at his appearance, and a great shout went up from the people.
102873.
ორლანდო | კარი მესამე
ელჩმა მადლიერებით დახარა მდაბლად თავი და დამსწრეთ თურქულ ენაზე მიმართა სამადლობელი სიტყვით – მისი მორიგი ღირსება – ის სრულყოფილად ფლობდა ამ ენას.
The Ambassador acknowledged, bowing deeply, and speaking a few words of thanks in the Turkish language, which it was one of his accomplishments to speak with fluency.
102874.
ორლანდო | კარი მესამე
ელჩმა მუხლი მოიყარა; ადმირალმა დიდი ბრიტანეთის უზენაესი ჯილდო, „აბანოს ორდენი“ შეაბა კისერზე და მკერდზე ვარსკვლავი მიამაგრა.
The Ambassador knelt on one knee; the Admiral placed the Collar of the Most Noble Order of the Bath round his neck, then pinned the Star to his breast.
102875.
ორლანდო | კარი მესამე
დაბოლოს, ორლანდომ, წარმოუდგენელი დიდებულებითა და მოხდენილობით, ჯერ მდაბლად დახარა თავი, შემდეგ ამაყად გაიმართა წელში, ოქროთი ნაჭედი, ხენდროს ფოთლებით შემკული გვირგვინი ხელში აიღო და ისეთი მოძრაობით, მნახველს არასოდეს რომ არ დაავიწყდება, თავზე დაიდგა.
At length, with a gesture of extraordinary majesty and grace, first bowing profoundly, then raising himself proudly erect, Orlando took the golden circlet of strawberry leaves and placed it, with a gesture which none that saw it ever forgot, upon his head.
102876.
ორლანდო | კარი მესამე
და სწორედ მაშინ პირველად ატყდა აყალმაყალი.
It was at this point that the first disturbance began.
102877.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ, როგორც კი ორლანდომ თავზე გვირგვინი მოირგო, დიდი ღრიანცელი ატყდა.
But as the coronet settled on Orlando’s head a great uproar rose.
102878.
ორლანდო | კარი მესამე
ზარებმა რეკვა იწყეს; ხალხის ღრიალი და შეძახილები წინასწარმეტყველთა ყვირილმა გადაფარა.
Bells began ringing; the harsh cries of the prophets were heard above the shouts of the people.
102879.
ორლანდო | კარი მესამე
ბევრი თურქი პირდაპირ ძირს დაემხო და შუბლი დაადო მიწას.
Many Turks fell flat to the ground and touched the earth with their foreheads.
102880.
ორლანდო | კარი მესამე
უეცრად კარიბჭეც გაიღო.
Suddenly a door burst open.