მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102881.
ორლანდო | კარი მესამე
ადგილობრივები საბანკეტო დარბაზებში შეცვივდნენ.
The natives pressed into the banqueting rooms.
102882.
ორლანდო | კარი მესამე
ქალები აკივლდნენ.
Women shrieked.
102883.
ორლანდო | კარი მესამე
რომელიღაც ბანოვანმა, რომელზეც ამბობდნენ, სიგიჟემდეა ორლანდოზე შეყვარებულიო, ხელი დასტაცა მრავალსანთლიან შანდალს და მიწაზე დაანარცხა.
A certain lady, who was said to be dying for love of Orlando, seized a candelabra and dashed it to the ground.
102884.
ორლანდო | კარი მესამე
ვერავინ იტყვის, რა მოხდებოდა, სერ ედრიან სკროუპი და ლურჯქურთუკიანი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეზღვაურები რომ არ გამოჩენილიყვნენ.
What might not have happened, had it not been for the presence of Sir Adrian Scrope and a squad of British bluejackets, nobody can say.
102885.
ორლანდო | კარი მესამე
არეულობა ჩააცხრეს და სიმშვიდემ დაისადგურა, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც.
The disorder was quelled, and quiet, at least for the time being, fell upon the scene.
102886.
ორლანდო | კარი მესამე
აქამდე ჩვენ დადასტურებული ფაქტების სრულიად სანდო ნიადაგზე ვდგავართ.
So far, we are on the firm ground of ascertained truth.
102887.
ორლანდო | კარი მესამე
ერთი რამ კი ვერავინ ვერასოდეს შეიტყო ზუსტად, მაინც რა მოხდა იმ ღამეს.
But nobody has ever known exactly what took place later that night.
102888.
ორლანდო | კარი მესამე
თუმცა გუშაგების და სხვათა ჩვენებებზე დაყრდნობით ჩანს, რომ იმ ღამით, როგორც ყოველთვის, საელჩო დაიცალა და ღამის ორი საათისთვის ჩაიკეტა.
The testimony of the sentries and others seems, however, to prove that the Embassy was empty of company, and shut up for the night in the usual way by two A.M.
102889.
ორლანდო | კარი მესამე
დაინახეს, რომ ელჩმა თავის ოთახს მიაშურა, კვლავინდებურად უზენაესი ღირსების ორდენებით შემკულმა, და კარი გაიხურა.
The Ambassador was seen to go to his room, still wearing the insignia of his rank, and shut the door.
102890.
ორლანდო | კარი მესამე
ერთნი ამბობენ, ორლანდომ კარი ჩარაზაო, რაც საერთოდ არ სჩვეოდა.
Some say Orlando locked it, which was against his custom.
102891.
ორლანდო | კარი მესამე
მეორენი ამტკიცებენ, სოფლური მუსიკის ხმა მოგვესმა, მწყემსები რომ უკრავენ ხოლმე, ისეთი, საელჩოს შიდა ეზოდან, უშუალოდ ელჩის ფანჯრის ქვემოდანო.
Others maintain that they heard music of a rustic kind, such as shepherds play, later that night in the courtyard under the Ambassador’s window.
102892.
ორლანდო | კარი მესამე
მრეცხავმა ქალმა, რომელსაც კბილის ტკივილი არ აძინებდა, თქვა, ვიღაც მამაკაცი დავინახე, მოსასხამში თუ ხალათში გახვეული, აივანზე გამოვიდაო.
A washer-woman, who was kept awake by toothache, said that she saw a man’s figure, wrapped in a cloak or dressing gown, come out upon the balcony.
102893.
ორლანდო | კარი მესამე
მრეცხავმა ქალმა დაადასტურა, ისნინი ვნებიანად გადაეხვივნენ ერთმანეთს, „საყვარლებივით“.
There, the washer-woman said, they embraced passionately "like lovers".
102894.
ორლანდო | კარი მესამე
მერე კი ერთად შევიდნენ ოთახში და ფარდები ჩამოუშვეს, ისე, რომ ვეღარაფერს დაინახავდითო.
Then they went into the room together, drawing the curtains so that no more could be seen.
102895.
ორლანდო | კარი მესამე
მეორე დილას, ჰერცოგი, როგორც ამიერიდან მოგვიწევს მისი მოხსენიება, მდივნებმა იპოვეს ღრმა ძილში ჩაფლული, საკუთარი საწოლის მეტად აწეწილ თეთრეულში.
Next morning, the Duke, as we must now call him, was found by his secretaries sunk in profound slumber amid bed clothes that were much tumbled.
102896.
ორლანდო | კარი მესამე
არეულობა ოთახშიც საგრძნობი იყო, მისი დიადემა იატაკზე დაგორებულიყო, ხოლო მისი მოსასხამი და წვივსაკრავის ორდენი სავარძელში დახვავებულ ტანსაცმელში მიეგდოთ.
The room was in some disorder, his coronet having rolled on the floor, and his cloak and garter being flung all of a heap on a chair.
102897.
ორლანდო | კარი მესამე
მაგიდა ქაღალდებით იყო მოფენილი.
The table was littered with papers.
102898.
ორლანდო | კარი მესამე
თავიდან არავის არაფერი უეჭვია.
No suspicion was felt at first.
102899.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ, როცა შუადღე მიიწურა და ორლანდოს ისევ ეძინა, ექიმი გამოიძახეს.
But when afternoon came and Orlando still slept, a doctor was summoned.
102900.
ორლანდო | კარი მესამე
ექიმმა მას იგივე წამლები გამოუწერა, რაც წინა ასეთი შემთხვევისას – საფენები, ჭინჭარი, გულის ასარევი საშუალები და ა.შ., მაგრამ უშედეგოდ.
The doctor applied remedies which had been used on the previous occasion, plasters, nettles, emetics, etc., but without success.