მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102921.
ორლანდო | კარი მესამე
ვერცხლის ბუკებს მიიდებენ ბაგეზე და მოითხოვენ ერთი ჩაბერვით: – სიმართლე!
Putting their silver trumpets to their lips they demand in one blast, Truth!
102922.
ორლანდო | კარი მესამე
და კვლავ ჩაჰყვირებენ – სიმართლე!
And again they cry Truth!
102923.
ორლანდო | კარი მესამე
და ისევ, მესამედაც იმეორებენ თავიანთ მოთხოვნას, ერთობლივად: – სიმართლე, და არაფერი სიმართლის გარდა!
And sounding yet a third time in concert they peal forth, The Truth and nothing but the Truth!
102924.
ორლანდო | კარი მესამე
რადგან ის გვაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას.
For it affords us a breathing space.
102925.
ორლანდო | კარი მესამე
პირველი სიწმინდის ქალღმერთი მოემართება; შუბლი მისი კრავის ქათქათა თეთრი, ბეწვის ზონრითაა შემკული.
First, comes our Lady of Purity; whose brows are bound with fillets of the whitest lamb’s wool.
102926.
ორლანდო | კარი მესამე
მისი თმა ჩამორღვეული თოვლის ზვავს მიუგავს; ხელისგულზე კი ქალწული ბატის ფრთა აქვს დასვენებული.
Her hair is as an avalanche of the driven snow; and in her hand reposes the white quill of a virgin goose.
102927.
ორლანდო | კარი მესამე
მე ვარ მფარველი ყოველი მძინარე ფაუნის.
I am the guardian of the sleeping fawn.
102928.
ორლანდო | კარი მესამე
სამოსით ჩემით ვიფარავ წინწკლებიანი ქათმის კვერცხებს და ზღვის ჭრელ ნიჟარებს; ვიფარავ მანკიერებას და სიღატაკეს.
With my robes I cover the speckled hen’s eggs and the brindled sea shell; I cover vice and poverty.
102929.
ორლანდო | კარი მესამე
ყოველ საგანზე, მყიფეზე, ბნელზე თუ საეჭვოზე, ჩემი პირბადე დაეფინება.
On all things frail or dark or doubtful, my veil descends.
102930.
ორლანდო | კარი მესამე
და ამიტომაც, ნურაფერს იტყვი, ნურას გაამხელ.
Wherefore, speak not, reveal not.
102931.
ორლანდო | კარი მესამე
დაგვინდე! ო, დაგვინდე! კვლავ საზეიმოდ დაიკივლებენ ბუკები.
"Spare, O spare"! Here the trumpets peal forth.
102932.
ორლანდო | კარი მესამე
განვედ სიწმინდევ! სიწმინდევ, გაეცალე აქაურობას!
Purity Avaunt! Begone Purity!
102933.
ორლანდო | კარი მესამე
ამის შემდეგ უბიწობის ქალღმერთი იწყებს ლაპარაკს: – მე ის ვარ, ვისი ერთი შეხებაც ყინავს, ხოლო მზერა ქვად გადაგაქცევს.
Then our lady of chastity speaks: "I am she whose touch freezes and whose glance turns to stone".
102934.
ორლანდო | კარი მესამე
ადგილზე ვაქვავებ მროკავ ვარსკვლავებს და ცად აწვდილ ტალღებს.
I have stayed the star in its dancing, and the wave as it falls.
102935.
ორლანდო | კარი მესამე
ალპების მწვერვალებია ჩემი საბუდარი.
The highest Alps are my dwelling place.
102936.
ორლანდო | კარი მესამე
როცა დავდივარ, თმაში ცეცხლივით გაკრთება ელვა; რასაც თვალს მივაპყრობ, ის უმალ კვდება.
When I walk, the lightnings flash in my hair; where my eyes fall, they kill.
102937.
ორლანდო | კარი მესამე
ნაცვლად იმისა, რომ გავაღვიძო, ჯობს, თხემით ტერფამდე გავყინო ორლანდო.
Rather than let him wake, I will freeze him to the bone.
102938.
ორლანდო | კარი მესამე
და მაშინ, კრძალულების ქალღმერთი იწყებს ლაპარაკს, ისე ჩუმად, რომ ძლივს ჩაგვესმის.
Then OUR LADY OF MODESTY speaks, so low that we can hardly hear.
102939.
ორლანდო | კარი მესამე
მე ის ვარ, ვისაც ადამიანი კრძალულებას უწოდებს.
I am she that men call Modesty.
102940.
ორლანდო | კარი მესამე
დღეს ქალწული ვარ და მუდამ ქალწულად დავრჩები.
Virgin I am today and ever shall be.