მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102941.
ორლანდო | კარი მესამე
მე არ მიზიდავს მწიფე ყანა და მსხმოიარე ვენახი.
Not for me the fruitful fields and the fertile vineyard.
102942.
ორლანდო | კარი მესამე
მძაგს მატება.
Increase is odious to me.
102943.
ორლანდო | კარი მესამე
და როცა ვაშლის ხე კვირტს გამოისხამს ან ცხვრის ფარები დამაკდებიან, გავრბივარ, გავრბივარ; ტანთ შემოვიძრობ მოსასხამს.
And when the apples burgeon or the flocks breed, I run, I run; I let my mantle fall.
102944.
ორლანდო | კარი მესამე
თვალს კი თმა მიფარავს და ვერას ვხედავ.
My hair covers my eyes and I do not see.
102945.
ორლანდო | კარი მესამე
დარდის და გლოვის გამომხატველი მიხრა-მოხრით ეს სამი და ხელს ჩაჰკიდებს ერთმანეთს და დაიწყებენ ნარნარ ცეკვას, აფრიალებენ პირბადეებს და თან მღერიან: – სიმართლევ, არ ამოხვიდე მაგ შემზარავი ბუნაგიდან.
With gestures of grief and lamentation the three sisters now join hands and dance slowly, tossing their veils as they sing: "Truth come not out from your horrid den".
102946.
ორლანდო | კარი მესამე
უფრო ღრმად ჩაიმალე, შიშისმომგვრელო სიმართლევ.
Hide deeper, fearful Truth.
102947.
ორლანდო | კარი მესამე
რადგან შენ უტიფრად ამზეურებ მზის უმოწყალო ნათელში იმას, რაც ჯობდა, უცნობი და აუსრულებელი დარჩენილიყო; ნიღაბს ხსნი ყოველივე სამარცხვინოს.
For you flaunt in the brutal gaze of the sun things that were better unknown and undone; you unveil the shameful.
102948.
ორლანდო | კარი მესამე
შენ სიბნელეს ნათელს ჰფენ, დაიმალე!
The dark you make clear, Hide!
102949.
ორლანდო | კარი მესამე
ამის გამგონე დები ცდილობენ, ისე ააფარონ პირბადეები ბუკის პირებს, რომ ხმა ჩაუხშონ, მაგრამ ამაოდ, რადგან ბუკები, ახლა ყველანი ერთად დაიყვირებენ: – ჰოი, საშინელო დებო, გაეცალეთ აქაურობას!
At this the Sisters try to cast their veils over the mouths of the trumpets so as to muffle them, but in vain, for now all the trumpets blare forth together, "Horrid Sisters, go from here"!
102950.
ორლანდო | კარი მესამე
დები იბნევიან და ერთხმად მოთქვამენ, კვლავაც წრეს კრავენ და პირბადეებს აფრიალებენ ზემოდან ქვემოთ.
The sisters become distracted and wail in unison, still circling and flinging their veils up and down.
102951.
ორლანდო | კარი მესამე
ყოველთვის ასე ხომ არ იყო!
It has not always been so!
102952.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ჩვენ ახლა აღარ ვჭირდებით ადამიანებს; ქალებს ვეზიზღებით.
But men want us no longer; the women detest us.
102953.
ორლანდო | კარი მესამე
მე (ამას სიწმინდე ამბობს) – ქანდარაზე.
I (PURITY SAYS THIS) to the hen roost.
102954.
ორლანდო | კარი მესამე
მე კი (ამას უბიწობა ამბობს) – სარეის ჯერ კიდევ შეურყვნელი მწვერვალებისკენ.
I (CHASTITY SAYS THIS) to the still unravished heights of Surrey.
102955.
ორლანდო | კარი მესამე
მე კი (ამას კრძალულება ამბობს) – ნებისმიერი მყუდრო კუნჭულისკენ, სადაც სუროა და უამრავი ფარდა კიდია.
I (MODESTY SAYS THIS) to any cosy nook where there are ivy and curtains in plenty.
102956.
ორლანდო | კარი მესამე
ყველანი ერთად ლაპარაკობენ, ხელები გადაუჭდიათ ერთმანეთისთვის და დამშვიდობების და სასოწარკვეთის გამომხატველი მოძრაობებით მიანიშნებენ საწოლისაკენ, სადაც ორლანდო კვლავ წევს და სძინავს.
All speak together joining hands and making gestures of farewell and despair towards the bed where Orlando lies sleeping.
102957.
ორლანდო | კარი მესამე
ჩვენ მათთან წავალთ, თქვენ კი დაგტოვებთ.
To them we go, you we leave.
102958.
ორლანდო | კარი მესამე
წამოდით, დებო, წავიდეთ!
Come, Sisters, come!
102959.
ორლანდო | კარი მესამე
აქ არ ყოფილა ჩვენი ადგილი.
This is no place for us here.
102960.
ორლანდო | კარი მესამე
ისინი ჩქარი ნაბიჯით მიდიან, ისე, რომ მოსასხამებს იფრიალებენ თავზე, თითქოს რაღაცის მიჩქმალვა სურდეთ, რისთვისაც თვალის გასწორებას ვერ ბედავენ, და კარს გაიხურავენ.
They retire in haste, waving their draperies over their heads, as if to shut out something that they dare not look upon and close the door behind them.