მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102901.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ძილს განაგრძობდა.
Orlando slept on.
102902.
ორლანდო | კარი მესამე
მაშინ მდივნებმა თავი მოვალედ ჩათვალეს, მაგიდაზე მიყრილი ქაღალდები შეემოწმებინათ.
His secretaries then thought it their duty to examine the papers on the table.
102903.
ორლანდო | კარი მესამე
ბევრი მათგანი გადაჯღაბნილი ლექსები იყო, სადაც ხშირად მეორდებოდა სიტყვა „ბერმუხა“.
Many were scribbled over with poetry, in which frequent mention was made of an "oak tree".
102904.
ორლანდო | კარი მესამე
აქვე იყო სხვადასხვა სახის სახელმწიფო საბუთები და სხვა, პირადი ხასიათის დოკუმენტები, რაც ორლანდოს მამულების მართვას შეეხებოდა ინგლისში.
There were also various state papers and others of a private nature concerning the management of his estates in England.
102905.
ორლანდო | კარი მესამე
თუმცა ბოლოს გაცილებით დიდი მნიშვნელობის საბუთი იპოვეს.
But at length they came upon a document of far greater significance.
102906.
ორლანდო | კარი მესამე
ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა აღმოჩნდა, რომელსაც ხელს აწერდნენ და ამოწმებდნენ – თავად მისი ბრწყინვალება, ორლანდო, წვივსაკრავის ორდენოსანი რაინდი და ასე და ასე შემდეგ, და როზინა პეპიტა, მოცეკვავე, უცნობი მამის შვილი, ოღონდ ცნობილი, როგორც ბოშა, დედამისიც უცნობი, ოღონდ ცნობილი, როგორც ჯართით მოვაჭრე გალათას ხიდის ბაზარში.
It was nothing less, indeed, than a deed of marriage, drawn up, signed, and witnessed between his Lordship, Orlando, Knight of the Garter, etc., etc., etc., and Rosina Pepita, a dancer, father unknown, but reputed a gipsy, mother also unknown but reputed a seller of old iron in the market-place over against the Galata Bridge.
102907.
ორლანდო | კარი მესამე
მდივნებმა ერთმანეთს გადახედეს შეშფოთებით.
The secretaries looked at each other in dismay.
102908.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდოს კი ისევ ეძინა.
And still Orlando slept.
102909.
ორლანდო | კარი მესამე
დილას და საღამოს მეთვალყურეობდნენ, მაგრამ, თუ არ ჩავთვლით მის მშვიდ სუნთქვას და ღაწვებს, რომლებიც ჯერ კიდევ მუქ ვარდისფრად შეფაკლოდა, ისე, როგორც ყოველთვის, სხვა მხრივ სიცოცხლის არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
Morning and evening they watched him, but, save that his breathing was regular and his cheeks still flushed their habitual deep rose, he gave no sign of life.
102910.
ორლანდო | კარი მესამე
მის გასაღვიძებლად ყველა ღონე იხმარეს, რის უნარიც მეცნიერებას თუ ადამიანის საზრიანობას შესწევდა.
Whatever science or ingenuity of man could do to waken him they did.
102911.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ორლანდოს კვლავინდებურად ეძინა.
But still Orlando slept.
102912.
ორლანდო | კარი მესამე
ამ ძილქუშიდან მეშვიდე დღეს (ხუთშაბათს, 10 მაისს) პირველი ტყვია გავარდა იმ საშინელი და სისხლიანი ამბოხების მანიშნებლად, რომლის საწყისი სიმპტომები ლეიტენანტმა ბრიგმა აღნიშნა თავის ჩანაწერებში.
On the seventh day of his trance (Thursday, May the 10th) the first shot was fired of that terrible and bloody insurrection of which Lieutenant Brigge had detected the first symptoms.
102913.
ორლანდო | კარი მესამე
თურქები სულთნის წინააღმდეგ აჯანყდნენ, ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს და ყველა უცხოელი, ვისაც კი სადმე გადაეყარნენ, ან ხმალზე წამოაგეს, ან ხელკეტებით დახოცეს.
The Turks rose against the Sultan, set fire to the town, and put every foreigner they could find, either to the sword or to the bastinado.
102914.
ორლანდო | კარი მესამე
მხოლოდ რამდენიმე ინგლისელმა დააღწია თავი.
A few English managed to escape.
102915.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანეთის საელჩოს ღირსეულმა ჯენტლმენებმა წითელი ზარდახშების დაკარგვას სიკვდილი, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, გასაღების ასხმის გადაყლაპვა ამჯობინეს, რათა იმ წარმართებს არ ჩავარდნოდნენ ხელში.
But, as might have been expected, the gentlemen of the British Embassy preferred to die in defence of their red boxes, or, in extreme cases, to swallow bunches of keys rather than let them fall into the hands of the Infidel.
102916.
ორლანდო | კარი მესამე
ამბოხებულები ორლანდოს ოთახშიც შეიჭრნენ, მაგრამ, როცა დაინახეს, რომ ის აშკარად მკვდარი ეგდო საწოლზე, ხელი აღარ უხლიათ და მხოლოდ ჰერცოგის დიადემა და წვივსაკრავის ორდენი გაიტაცეს.
The rioters broke into Orlando’s room, but seeing him stretched to all appearances dead they left him untouched, and only robbed him of his coronet and the robes of the Garter.
102917.
ორლანდო | კარი მესამე
და აი, ისევ ეშვება ჩრდილი და ლამის ვინატროთ, კიდევ უფრო ბნელი იყოს!
And now again obscurity descends, and would indeed that it were darker!
102918.
ორლანდო | კარი მესამე
ლამის გულის სიღრმიდან ამოვიძახოთ, ნეტა ისე დაბნელდებოდეს, რომ ვერაფრის გარჩევა ვეღარ შევძლოთ ამ ბუნდოვანებაში!
Would, we almost have it in our hearts to exclaim, that it were so dark that we could see nothing whatever through its opacity!
102919.
ორლანდო | კარი მესამე
იქნება ჯობდეს, ხელში კალამი ავიღოთ და აქვე დავაწეროთ ჩვენს ნაშრომს – დასასრული!
Would that we might here take the pen and write Finis to our work!
102920.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ, ვაი რომ აქ ჭეშმარიტება, გულწრფელობა და პატიოსნება, ეს სასტიკი ღმერთები, თვალს რომ არ აშორებენ, უდარაჯებენ და იცავენ ჟამთააღმწერლის სამელნეს, შეჰყვირებენ – არა!
But here, alas, Truth, Candour, and Honesty, the austere Gods who keep watch and ward by the inkpot of the biographer, cry No!