მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102961.
ორლანდო | კარი მესამე
ასე რომ, ჩვენ ახლა ოთახში სრულიად მარტონი დავრჩით, მძინარე ორლანდოსთან და მებუკეებთან ერთად.
We are, therefore, now left entirely alone in the room with the sleeping Orlando and the trumpeters.
102962.
ორლანდო | კარი მესამე
მებუკეები, წესის მიხედვით, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამწკრივდებიან და ერთხელ კიდევ, შემზარავად ჩაჰყვირებენ: – სიმართლე!
The trumpeters, ranging themselves side by side in order, blow one terrific blast:— "THE TRUTH"!
102963.
ორლანდო | კარი მესამე
რაზეც ორლანდოს გამოეღვიძა.
At which Orlando woke.
102964.
ორლანდო | კარი მესამე
ის გაიზმორა.
He stretched himself.
102965.
ორლანდო | კარი მესამე
ფეხზე წამოდგა.
He rose.
102966.
ორლანდო | კარი მესამე
წამოიმართა წელგამართული, და სრული სიშიშვლით წარმოგვიდგა თვალწინ.
He stood upright in complete nakedness before us.
102967.
ორლანდო | კარი მესამე
და ვიდრე ბუკი ისევ წიოდა – სიმართლე! სიმართლე! სიმართლე! – არ დაგვრჩენია სხვა არჩევანი, და ვაღიარებთ – ის იყო ქალი.
And while the trumpets pealed Truth! Truth! Truth! we have no choice left but confess — he was a woman.
102968.
ორლანდო | კარი მესამე
ბუკის ხმები მიქრა და ორლანდო დედიშობილა იდგა.
The sound of the trumpets died away and Orlando stood stark naked.
102969.
ორლანდო | კარი მესამე
სამყაროს შექმნის დღიდან არ შობილა მასზე მშვენიერი ადამიანი.
No human being, since the world began, has ever looked more ravishing.
102970.
ორლანდო | კარი მესამე
მისი გარეგნობა ერთ არსებაში აერთიანებდა მამაკაცის სიძლიერეს და ქალის სინატიფეს.
His form combined in one the strength of a man and a woman’s grace.
102971.
ორლანდო | კარი მესამე
და ვიდრე იდგა იქ, ვერცხლის ბუკებმა გაჭიმეს ბგერა, თითქოს არ სურდათ მშვენიერი სანახაობის მიტოვება, რომელიც მათმა მკვეთრმა ჩაბერვამ გამოიხმო.
As he stood there, the silver trumpets prolonged their note, as if reluctant to leave the lovely sight which their blast had called forth.
102972.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდომ თავის თავს მაღალ სარკეში ახედ-დახედა, ისე, რომ არანაირი შეცბუნება არ დასტყობია და გავიდა, ალბათ სააბაზანოში.
Orlando looked himself up and down in a long looking-glass, without showing any signs of discomposure, and went, presumably, to his bath.
102973.
ორლანდო | კარი მესამე
ჩვენ შეგვიძლია, თხრობისას ამ პაუზით ვისარგებლოთ და რამდენიმე განცხადება გავაკეთოთ.
We may take advantage of this pause in the narrative to make certain statements.
102974.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ქალად იქცა – ამის უარყოფა შეუძლებელია.
Orlando had become a woman — there is no denying it.
102975.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ყოველი სხვა თვალსაზრისით, ორლანდო ზუსტად ისეთივე დარჩა, როგორიც მანამდე იყო.
But in every other respect, Orlando remained precisely as he had been.
102976.
ორლანდო | კარი მესამე
სქესის ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მომავალს ცვლის, სხვა მხრივ არ ცვლის ადამიანის ვინაობას.
The change of sex, though it altered their future, did nothing whatever to alter their identity.
102977.
ორლანდო | კარი მესამე
ორივეს სახე, როგორც პორტრეტები ადასტურებს, სრულიად უცვლელი დარჩა.
Their faces remained, as their portraits prove, practically the same.
102978.
ორლანდო | კარი მესამე
მისმა მეხსიერებამ წარსული ცხოვრების ყველა მოვლენა სრულიად დაუბრკოლებლად გაიხსენა.
Her memory then, went back through all the events of her past life without encountering any obstacle.
102979.
ორლანდო | კარი მესამე
ამას ალბათ ოდნავი თავბრუსხვევა ახლდა, თითქოს რამდენიმე ბნელი წვეთი ჩაცვენილიყო მეხსიერების კრიალა ტბორში.
Some slight haziness there may have been, as if a few dark drops had fallen into the clear pool of memory.
102980.
ორლანდო | კარი მესამე
ზოგი რამ ოდნავ დაიბინდა; მაგრამ მეტი არაფერი.
Certain things had become a little dimmed; but that was all.