მოიძებნა 668045 ჩანაწერი
102981.
ორლანდო | კარი მესამე
მთელ ამ ცვლილებას თითქოს სრულიად უმტკივნეულოდ და ერთიანად შეესხა ხორცი და თანაც ისე, რომ ორლანდოს თავად არ გამოუხატავს გაოცება ამის გამო.
The change seemed to have been accomplished painlessly and completely and in such a way that Orlando herself showed no surprise at it.
102982.
ორლანდო | კარი მესამე
ბევრმა ადამიანმა, ამის გათვალისწინებით და იმ რწმენით, რომ სქესის ასეთი ცვლილება ბუნების წინააღმდეგია, თავი არ დაზოგა იმის დასამტკიცებლად, რომ ორლანდო ყოველთვის ქალი იყო,.
Many people, taking this into account, and holding that such a change of sex is against nature, have been at great pains to prove, that Orlando had always been a woman.
102983.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ამჟამად კაცია.
Orlando is at this moment a man.
102984.
ორლანდო | კარი მესამე
დაე, ბიოლოგებმა და ფსიქოლოგებმა გადაწყვიტონ.
Let biologists and psychologists determine.
102985.
ორლანდო | კარი მესამე
ჩვენთვის კი საკმარისია მარტივი ფაქტის აღნუსხვა.
It is enough for us to state the simple fact.
102986.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო მამაკაცი იყო ოცდაათი წლის ასაკამდე; ამავე ასაკში იქცა ქალად და მას მერე ქალად დარჩა.
Orlando was a man till the age of thirty; at this age he became a woman and has remained so ever since.
102987.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ მოდი, სქესისა და სექსუალობის სირთულეებზე სხვებს მივანდოთ წერა.
But let other pens treat of sex and sexuality.
102988.
ორლანდო | კარი მესამე
ერთი სული გვაქვს, ასეთ ოდიოზურ თემებს გავერიდოთ.
We quit such odious subjects as soon as we can.
102989.
ორლანდო | კარი მესამე
მშვენიერმა ორლანდომ ახლა უკვე იბანავა, თურქულ მოსასხამებსა და შარვალში გამოეწყო, რის ტარებაც ორივე სქესს განურჩევლად შეეძლო.
Orlando had now washed, and dressed herself in those Turkish coats and trousers which can be worn indifferently by either sex.
102990.
ორლანდო | კარი მესამე
იძულებული გახდა, საკუთარ მდგომარეობაზე დაფიქრებულიყო.
He was forced to consider her position.
102991.
ორლანდო | კარი მესამე
ეს რომ უაღრესად სახიფათო და შემაცბუნებელი საქმე გახლდათ, ალბათ აქამდე უკვე ყველა მკითხველი მიხვდებოდა, ვინც მის ამბავს თანაგრძნობით ადევნებდა თვალს.
That it was precarious and embarrassing in the extreme must be the first thought of every reader who has followed her story with sympathy.
102992.
ორლანდო | კარი მესამე
ვერაფრით გავამტყუნებდით, ზარი რომ დაერეკა, დაეკივლა, ანდა გული რომ წასვლოდა.
We should not have blamed her had she rung the bell, screamed, or fainted.
102993.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ მას შეშფოთების არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
But she showed no such signs of perturbation.
102994.
ორლანდო | კარი მესამე
უპირველესად, ყურადღებით შეამოწმა საბუთები მაგიდაზე; მხოლოდ ის გადაარჩია, რაც პოეტურ ჩანაწერებს ჰგავდა და ჩაიმალა უბეში.
First, she carefully examined the papers on the table; took such as seemed to be written in poetry, and secreted them in her bosom.
102995.
ორლანდო | კარი მესამე
მერე თავის მწევარს მოუხმო, სელეუჩის, რომელსაც ერთხელაც არ მიუტოვებია მძინარე ორლანდო, მიუხედავად იმისა, რომ ლამის სული ამოხდა შიმშილით; აჭამა, დავარცხნა.
Next she called her Seleuchi hound, which had never left her bed all these days, though half famished with hunger, fed and combed him.
102996.
ორლანდო | კარი მესამე
შემდეგ სარტყელში ორი დამბაჩა ჩაიდო.
Then stuck a pair of pistols in her belt.
102997.
ორლანდო | კარი მესამე
როცა ამას მორჩა, ფანჯრიდან გადაეყუდა, ერთხელ ჩუმად დაუსტვინა, და მორყეულ და სისხლით მოთხვრილ კიბეზე დაეშვა, რომელიც ახლა საქაღალდე კალათებიდან გადმოყრილი ნაგვით იყო მოფენილი.
This done, she leant out of the window, gave one low whistle, and descended the shattered and bloodstained staircase, now strewn with the litter of waste-paper baskets.
102998.
ორლანდო | კარი მესამე
მას იქ, ვეებერთელა ლეღვის ხის ჩრდილში, სახედარზე ამხედრებული ბოშა ბერიკაცი ელოდა.
There, in the shadow of a giant fig tree, waited an old gipsy on a donkey.
102999.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ვირზე შეჯდა; და აი ასე, სახედარზე ამხედრებული, ერთი გაძვალტყავებული ძაღლის და ბოშის თანხლებით, დიდი ბრიტანეთის ელჩმა სულთნის სამეფო კარზე კონსტანტინოპოლი დატოვა.
Orlando swung her leg over it; and thus, attended by a lean dog, riding a donkey, in company of a gipsy, the Ambassador of Great Britain at the Court of the Sultan left Constantinople.
103000.
ორლანდო | კარი მესამე
რამდენიმე დღე და ღამე იარეს ასე, და გზად მრავალი თავგადასავალი გადახდათ, ზოგი კაცის და ზოგიც ბუნების ხელით.
They rode for several days and nights and met with a variety of adventures, some at the hands of men, some at the hands of nature.