მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103001.
ორლანდო | კარი მესამე
შვიდი დღის მერე ერთ შემაღლებას მიაღწიეს, ბრუსას შემოგარენში, სადაც იმხანად ბოშათა ტომის ერთი ბანაკი იდგა, და რომელსაც ორლანდომ ცხოვრება დაუკავშირა.
Within a week they reached the high ground outside Broussa, which was then the chief camping ground of the gipsy tribe to which Orlando had allied her life.
103002.
ორლანდო | კარი მესამე
ამ მთებს ხშირად გასცქეროდა საელჩოს აივნიდან; ხშირად უნატრია იქ მისვლა.
Often she had looked at those mountains from her balcony at the Embassy; often had longed to be there.
103003.
ორლანდო | კარი მესამე
ხოლო როცა ადამიანი თავს იმ ადგილზე ამოყოფს, სადაც მუდამ ნატრობდა ყოფნას, მოაზროვნე გონებას ფიქრის საკვები ეძლევა.
And to find oneself where one has longed to be always, to a reflective mind, gives food for thought.
103004.
ორლანდო | კარი მესამე
ბოშები ბალახს მიჰყვებოდნენ.
The gipsies followed the grass.
103005.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ნაკადულის წყლით ბანაობდა – თუკი საერთოდ ბანაობდა.
Orlando washed in streams if she washed at all.
103006.
ორლანდო | კარი მესამე
მთელ იმ ბანაკში არ არსებობდა გასაღები, რომ აღარაფერი ვთქვათ, ოქროს გასაღებზე; ხოლო რაც შეეხება „სტუმრობას“, ამ სიტყვას არ იცნობდნენ.
There was not a key, let alone a golden key, in the whole camp; as for "visiting", the word was unknown.
103007.
ორლანდო | კარი მესამე
ასწავლეს ყველის ამოყვანის თავიანთი ხერხი და კალათების დაწვნა, ქურდობისა და ჩიტებზე ნადირობის ოსტატობა და იმისთვისაც კი იყვნენ მზად, ნება დაერთოთ, რომელიმე მათგანს გაჰყოლოდა ცოლად.
They taught her their arts of cheese-making and basket-weaving, their science of stealing and bird-snaring, and were even prepared to consider letting her marry among them.
103008.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ორლანდოს ინგლისში რამდენიმე ადათი თუ სენი შეეყარა (თავად განსაჯეთ, რა შეიძლება ეს ყოფილიყო), რომელთაგან განკურნება, როგორც ჩანს, შეუძლებელია.
But Orlando had contracted in England some of the customs or diseases (whatever you choose to consider them) which cannot, it seems, be expelled.
103009.
ორლანდო | კარი მესამე
ბოშური ენა არ იცნობს სიტყვას „მშვენიერი“.
The gipsies have no word for "beautiful".
103010.
ორლანდო | კარი მესამე
ცა ხომ მართლაც გემრიელია!
The sky good to eat, indeed!
103011.
ორლანდო | კარი მესამე
თუმცა, უფრო ხანდაზმულებმა, ვისაც ახალგაზრდებზე მეტი უცხოელი ენახათ, რაღაც იეჭვეს.
The elders, however, who had seen more of foreigners than they had, became suspicious.
103012.
ორლანდო | კარი მესამე
შენიშნეს, რომ ორლანდო ხშირად საათობით უქმად იჯდა და ხან საით იყურებოდა და ხან საით.
They noticed that Orlando often sat for whole hours doing nothing whatever, except look here and then there.
103013.
ორლანდო | კარი მესამე
მათ იეჭვეს, რომ ორლანდოს მათგან განსხვავებული რწმენა ჰქონდა.
They began to suspect that she had other beliefs than their own.
103014.
ორლანდო | კარი მესამე
ხანდაზმულმა კაცებმა და ქალებმა ივარაუდეს – შეიძლება ის ამქვეყნად არსებულ ღმერთთაგან ყველაზე უსაშინლესის და უსასტიკესის, ბუნების კლანჭებშია მოქცეულიო.
The older men and women thought it probable that she had fallen into the clutches of the vilest and cruellest among all the Gods, which is Nature.
103015.
ორლანდო | კარი მესამე
დიდად არც შემცდარან.
Nor were they far wrong.
103016.
ორლანდო | კარი მესამე
ინგლისელთა სენი – ბუნების ტრფიალი, დაბადებით დაჰყვა ორლანდოს და აქ, სადაც ბუნება ბევრად უსამანოა და ძლევამოსილი, ვიდრე ინგლისში, მის ტყვეობაში აღმოჩნდა, როგორც არასდროს მანამდე.
The English disease, a love of Nature, was inborn in her, and here, where Nature was so much larger and more powerful than in England, she fell into its hands as she had never done before.
103017.
ორლანდო | კარი მესამე
ეს დაავადება იმდენად კარგადაა ცნობილი და ვაი რომ, მეტად ხშირადაა აღწერილი და ალბათ მისი ხელახლა აღწერა არ ღირს, ანთუ სულ ორიოდე სიტყვით.
The malady is too well known, and has been, alas, too often described to need describing afresh, save very briefly.
103018.
ორლანდო | კარი მესამე
იქ მთები იყო; ჭალები და ხეობები; ნაკადულები.
There were mountains; there were valleys; there were streams.
103019.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო მთებზე ცოცავდა; ხეობებსა და ჭალებში დახეტიალებდა; ნაკადულის პირას ჯდებოდა.
Orlando climbed the mountains; roamed the valleys; sat on the banks of the streams.
103020.
ორლანდო | კარი მესამე
მთებს და გორაკებს ციხე-კოშკებს ამსგავსებდა, მტრედის გულმკერდს, ძროხის ფერდებს.
She likened the hills to ramparts, to the breasts of doves, and the flanks of kine.