მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103021.
ორლანდო | კარი მესამე
ხეები ბებერ კუდიანებს ჰგავდნენ, ცხვარი – მონაცრისფრო რიყის კაჭრებს.
Trees were likened the withered hags, and sheep were grey boulders.
103022.
ორლანდო | კარი მესამე
ყველაფერი რაღაც სხვა იყო.
Everything was something else.
103023.
ორლანდო | კარი მესამე
შინ მიბრუნებულს ეჩვენებოდა, რომ ყოველი ვარსკვლავი, ყოველი მწვერვალი და თითოეული სასიგნალო კოცონი მხოლოდ მას აძლევდა ნიშანს.
Returning home, she saluted each star, each peak, and each watch-fire as if they signalled to her alone.
103024.
ორლანდო | კარი მესამე
დაბოლოს, როცა ბოშების კარავში თავის ხალიჩაზე გაიშოტებოდა, თავს ვერ იკავებდა და ისევ ცრემლი წასკდებოდა ხოლმე.
And at last, when she flung herself upon her mat in the gipsies’ tent, she could not help bursting out into teears again.
103025.
ორლანდო | კარი მესამე
ყველა ახალგაზრდა ბოშას ეცინებოდა.
All the young gipsies laughed.
103026.
ორლანდო | კარი მესამე
მხოლოდ რასტამ ელ სადი, ბერიკაცი, რომელმაც ორლანდო თავისი სახედრით გამოიყვანა კონსტანტინოპოლიდან, იჯდა ჩუმად.
But Rustum el Sadi, the old man who had brought Orlando out of Constantinople on his donkey, sat silent.
103027.
ორლანდო | კარი მესამე
ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ღმერთი ბუნება იყო.
He had the deepest suspicion that her God was Nature.
103028.
ორლანდო | კარი მესამე
ერთხელ ნახა, როგორ იღვრებოდა ორლანდო ცრემლად.
One day he found Orlando in tears.
103029.
ორლანდო | კარი მესამე
იფიქრა, ეტყობა, მისმა ღმერთმა ასე დასაჯაო და ორლანდოს უთხრა, სულაც არ გამკვირვებიაო.
Interpreting this to mean that her God had punished her, he told Orlando that he was not surprised.
103030.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდოს მარცხენა ხელის თითები უჩვენა, ყინვისგან გამხმარი; მერე მარჯვენა ტერფი უჩვენა, კლდის ჩამონგრევამ რომ ჩაუმსხვრია.
He showed her the fingers of his left hand, withered by the frost; he showed her his right foot, crushed where a rock had fallen.
103031.
ორლანდო | კარი მესამე
და როცა ორლანდომ უპასუხა, ჰო, „მაგრამ რა მშვენიერიაო“ და ინგლისური სიტყვა გამოიყენა, რასტამმა თავი გააქნია; ხოლო როცა ორლანდომ იგივე გაიმეორა, რასტამი გაბრაზდა.
When she said, "But so beautiful" using the English word, Rustum shook his head; and when Orlando repeated it Rustum was angry.
103032.
ორლანდო | კარი მესამე
ის მიხვდა, რომ მას არ სწამდა ის, რაც მას სწამდა თავად, რაც საკმარისი აღმოჩნდა ამ ბრძენი უხუცესის განსარისხებლად.
He saw that she did not believe what he believed, and that was enough, wise and ancient as he was, to enrage him.
103033.
ორლანდო | კარი მესამე
აზრთა ასეთმა სხვადასხვაობამ შეაშფოთა ორლანდო, რომელიც ამ წუთამდე სრულიად ბედნიერი იყო.
This difference of opinion disturbed Orlando, who had been perfectly happy until now.
103034.
ორლანდო | კარი მესამე
ის დაფიქრდა, ბუნება ლამაზია თუ სასტიკი; და მაშინ ჰკითხა საკუთარ თავს, რა არის სილამაზე; არის თუ არა ის თავად საგანში, ანთუ მხოლოდ თავად მასში.
She began to think, was Nature beautiful or cruel; and then she asked herself what this beauty was; whether it was in things themselves, or only in herself.
103035.
ორლანდო | კარი მესამე
ასე მივიდა ორლანდო სინამდვილის ბუნებასთან, რომელმაც ჭეშმარიტებამდე მიიყვანა და მან, თავის მხრივ, სიყვარულამდე, მეგობრობამდე, პოეზიამდე.
So Orlando went on to the nature of reality, which led her to truth, which in its turn led to Love, Friendship, Poetry.
103036.
ორლანდო | კარი მესამე
აჰ! ნეტავი წერა მაინც შემეძლოს!
Oh! if only I could write!
103037.
ორლანდო | კარი მესამე
მელანი არ ჰქონდა; ქაღალდი – სულ ცოტა.
She had no ink; and but little paper.
103038.
ორლანდო | კარი მესამე
თუმცა მელანი კენკრისა და ღვინისაგან დაამზადა.
But she made ink from berries and wine.
103039.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ბოშები ეჭვით განეწყვნენ.
But the gipsies became suspicious.
103040.
ორლანდო | კარი მესამე
ჯერ ის შენიშნეს, რომ წველა და ყველის კეთება უარესად გამოსდიოდა, ვიდრე აქამდე.
First, they noticed that she was less adept than before at milking and cheese-making.