მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103041.
ორლანდო | კარი მესამე
ასეთ დაძაბულობას ხანდახან რამდენიმე ათეული ზრდასრული მამაკაცისა და დედაკაცისგან შემდგარი მთელი ბოშათა ბანაკი გრძნობდა.
Sometimes this constraint would be felt by the whole tribe, numbering some dozens of grown men and women.
103042.
ორლანდო | კარი მესამე
მაინც გრძნობდნენ, რომ იქ იყო ვიღაც, ვინც ეჭვს მოეცვა.
Yet they felt, here was someone who doubts.
103043.
ორლანდო | კარი მესამე
აქ იყო ვიღაც, ვინც არ აკეთებდა საქმეს კეთების გულისთვის; არც იყურებოდა ყურების გულისთვის.
Here was someone who does not do the thing for the sake of doing; nor looks for looking’s sake.
103044.
ორლანდო | კარი მესამე
აქ იყო ვიღაც, ვისაც არც ცხვრის ტყავის სწამდა და არც კალათისა; არამედ ხედავდა (აქ ისინი დაძაბულად მიმოავლებდნენ თვალს კარავს) რაღაც სხვას.
Here was someone who believes neither in sheep-skin nor basket; but sees (here they looked apprehensively about the tent) something else.
103045.
ორლანდო | კარი მესამე
და მაშინ ბუნდოვანი, მაგრამ უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა ბიჭსა თუ დედაბერს.
Then a vague but most unpleasant feeling would begin to work in the boy and in the old woman.
103046.
ორლანდო | კარი მესამე
დიდმა მრისხანებამ შეიპყრო ისინი.
A great rage filled them.
103047.
ორლანდო | კარი მესამე
ნატრობდნენ, ნეტა კარვიდან გავიდეს და აღარასოდეს მოგვიახლოვდესო.
They wished she would leave the tent and never come near them again.
103048.
ორლანდო | კარი მესამე
მისი ერთი მარგალიტი კი საკმარისი იყო ბრუსას მთელი სანაქებო თხის ფარის შესაძენად.
One of her pearls was enough to buy the finest herd of goats in Broussa.
103049.
ორლანდო | კარი მესამე
ასე მოხდა, რომ ორლანდომ თანდათანობით იგრძნო აშკარა განსხვავება თავისსა და ბოშებს შორის, რის გამოც ხანდახან ყოყმანს იწყებდა.
Slowly, Orlando began to feel that there was some difference between her and the gipsies which made her hesitate sometimes.
103050.
ორლანდო | კარი მესამე
თავიდან შეეცადა ამის გამართლებას და ამბობდა, მე ხომ ძველი და ცივილიზებული რასის წარმომადგენელი ვარ, ხოლო ბოშები უწიგნური ხალხია და ველურებზე უკეთესები ბევრით არც არაფრით არიანო.
At first she tried to account for it by saying that she came of an ancient and civilized race, whereas these gipsies were an ignorant people, not much better than savages.
103051.
ორლანდო | კარი მესამე
„ჩემი წინაპრები გრაფები იყვნენ, ზოგი ჰერცოგიც კი“, დასძინა ბოლოს.
"My ancestors were earls, or even dukes", she added.
103052.
ორლანდო | კარი მესამე
მაშინ ისევ შენიშნა, რომ ბოშები დაიძაბნენ; მაგრამ არა ბრაზიანად, როგორც ადრე, ბუნების სილამაზეს რომ შეასხა ხოტბა.
At this she noticed again that the gipsies were uneasy; but not angry as before when she had praised the beauty of nature.
103053.
ორლანდო | კარი მესამე
ახლა ბოშები უფრო თავაზიანები იყვნენ, მაგრამ დაფიქრებულები, როგორც კეთილშობილი წარმომავლობის ადამიანებს სჩვევიათ, როცა ვიღაც უცნობი იძულებულია, თავისი მდაბიო წარმომავლობა ან სიღატაკე გამოამჟღავნოს.
Now they were courteous, but concerned as people of fine breeding are when a stranger has been made to reveal his low birth or poverty.
103054.
ორლანდო | კარი მესამე
მაშინ ორლანდოს ისე შერცხვა, როგორც არასდროს ცხოვრებაში.
Then Orlando was seized with a shame that she had never felt before in her life.
103055.
ორლანდო | კარი მესამე
ბოშებისთვის, ვისმა წინაპრებმაც პირამიდები ქრისტეს შობამდე საუკუნეებით ადრე ააგეს, ჰაუარდების და პლანტაგენეტების გენეალოგია არაფრით იყო უკეთესი ვინმე სმითების და ჯოუნსების წარმომავლობაზე.
To the gipsy whose ancestors had built the Pyramids centuries before Christ was born, the genealogy of Howards and Plantagenets was no better and no worse than that of the Smiths and the Joneses.
103056.
ორლანდო | კარი მესამე
ამ საუბრისას მთის წვერზე იდგნენ; ღამე იყო; ირგვლივ მთები აზიდულიყვნენ.
They were on top of a hill as they spoke; it was night; the mountains rose around them.
103057.
ორლანდო | კარი მესამე
თუ საკითხს ბოშის პოზიციიდან შევხედავთ, ჰერცოგი, როგორც ორლანდო მიხვდა, სხვა არაფერია, თუ არა ერთი ჩარჩი ან ყაჩაღი, რომელმაც მიწა და ფული წაგლიჯა ადამიანებს.
Looked at from the gipsy point of view, a Duke, Orlando understood, was nothing but a profiteer or robber who snatched land and money from people.
103058.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ვერ უარყოფდა, რომ მისმა წინაპრებმა ქონება დააგროვეს – ყანას ყანა შემატეს; სახლს – სასახლე; პატივს – პატივი; თუმცა არც ერთი მათგანი არ ყოფილა არც წმინდანი და არც გმირი.
She could not deny that her ancestors had accumulated field after field; house after house; honour after honour; yet had none of them been saints or heroes.
103059.
ორლანდო | კარი მესამე
რასტამი ნამდვილი ჯენტლმენი იყო და ამას ხაზს არ გაუსვამდა, მაგრამ ორლანდო მიუხვდა.
Rustum was too much of a gentleman to press it, but Orlando understood.
103060.
ორლანდო | კარი მესამე
სულ მოკლე ხანში მწვავე შუღლი გაჩაღდა მათ შორის.
In a short time, much bad blood was bred between them.