მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103061.
ორლანდო | კარი მესამე
აზრთა ასეთი სხვადასხვაობა საკმარისია სისხლისღვრის და რევოლუციის გამოსაწვევად.
Such differences of opinion are enough to cause bloodshed and revolution.
103062.
ორლანდო | კარი მესამე
ვიგი თუ ტორი, ლიბერალური პარტია თუ ლეიბორისტული პარტია – ესენიც ხომ მხოლოდ საკუთარი პრესტიჟისთვის იბრძვიან?
Whigs and Tories, Liberal party and Labour party — for what do they battle except their own prestige?
103063.
ორლანდო | კარი მესამე
არა სიმართლის სიყვარული, არამედ ბატონობის სურვილია, ერთ უბანს მეორეს რომ გადაამტერებს.
It is not love of truth but desire to prevail that sets quarter against quarter.
103064.
ორლანდო | კარი მესამე
ოთხას სამოცდათექვსმეტ საძინებელ ოთახს მათთვის არანაირი ფასი არა აქვს, – ამოიოხრა ორლანდომ.
"Four hundred and seventy-six bedrooms mean nothing to them", sighed Orlando.
103065.
ორლანდო | კარი მესამე
„მას მზის ჩასვლა ურჩევნია თხის არვეს“, – თქვეს ბოშებმა.
"She prefers a sunset to a flock of goats", said the gipsies.
103066.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდომ ვერ მოიფიქრა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
What was to be done, Orlando could not think.
103067.
ორლანდო | კარი მესამე
ბოშების მიტოვება და ისევ ელჩად დაბრუნება აუტანლად ეჩვენებოდა.
To leave the gipsies and become once more an Ambassador seemed to her intolerable.
103068.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ ასევე შეუძლებელი იყო სამუდამოდ დარჩენა იქ, სადაც არც მელანი იყო და არც საწერი ქაღალდი, არც ტელბოტებს სცემდნენ პატივს და არც საძინებლების სიმრავლეს.
But it was equally impossible to remain for ever where there was neither ink nor writing paper, neither reverence for the Talbots nor respect for a multiplicity of bedrooms.
103069.
ორლანდო | კარი მესამე
ამას ფიქრობდა ერთ მშვენიერ დილას ათონის მთის ფერდობზე შემდგარი ორლანდო, თხების მწყემსვისას.
So she was thinking, one fine morning on the slopes of Mount Athos, when minding her goats.
103070.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდო ახლა სრულიად უნუგეშოდ გასცქეროდა მთის ფერდობს მის წინ.
Orlando was gazing rather disconsolately at the hill-side in front of her.
103071.
ორლანდო | კარი მესამე
შუაგული ზაფხული იდგა და, თუ აუცილებელია, პეიზაჟი რამეს შევადაროთ, მაშინ გამომხმარი ძვალი უნდა უნდა იყოს ეს; ცხვრის ჩონჩხი.
It was now midsummer, and if we must compare the landscape to anything, it would have been to a dry bone; to a sheep’s skeleton.
103072.
ორლანდო | კარი მესამე
უეცრად ჩრდილი გამოჩნდა, თუმც კი ირგვლივ არაფერი იყო ისეთი, ჩრდილი რომ გამოეცა, ორლანდოს პირდაპირ, ტიტველი მთის კიდიდან.
Suddenly a shadow, though there was nothing to cast a shadow, appeared on the bald mountain-side opposite.
103073.
ორლანდო | კარი მესამე
დაინახა ირმები, ფაქიზად რომ მიიკვლევდნენ გზას ჩრდილიდან ჩრდილში; მწერების ზუზუნი და ინგლისის ზაფხულის დღის ნაზი ფშვინვა და თრთოლაც კი შემოესმა.
She could see the deer stepping delicately from shade to shade, and could even hear the hum of insects and the gentle sighs and shivers of a summer’s day in England.
103074.
ორლანდო | კარი მესამე
მას შემდეგ, რაც ერთხანს მონუსხულივით შესცქეროდა ამას, თოვლის ფიფქებმა იწყეს ცვენა.
After she had gazed entranced for some time, snow began falling.
103075.
ორლანდო | კარი მესამე
მალე მთელი ბუნება თოვლით დაიფარა და ოქროსფერი მზის შუქის ნაცვლად იისფერი ჩრდილები გამოიკვეთა.
Soon the whole landscape was covered with snow and marked with violet shades instead of golden sunlight.
103076.
ორლანდო | კარი მესამე
კვამლი ამოდიოდა ათასი საკვამურიდან.
The smoke went up from a thousand chimneys.
103077.
ორლანდო | კარი მესამე
მერე, თანდათანობით, იისფერი ჩრდილები ჩამუქდა და ფორნებსა და მდელოებს და თავად დიდ სახლსაც გადაეფარა.
Then, gradually, the violet shadows grew dark and closed over the carts and the lawns and the great house itself.
103078.
ორლანდო | კარი მესამე
ყველაფერი ჩაიყლაპა.
All was swallowed up.
103079.
ორლანდო | კარი მესამე
ახლა აღარაფერი დარჩა ბალახით დაფარული ღრმულიდან, მწვანე მოლის ნაცვლად მხოლოდ ალმოდებული მთის ფერდობიღა შემორჩა, თითქოს ათასობით სვავს რომ ამოეკენკა.
Now there was nothing left of the grassy hollow, and instead of the green lawns was only the blazing hill-side which a thousand vultures seemed to have picked.
103080.
ორლანდო | კარი მესამე
როცა ბოშების ბანაკში დაბრუნდა, განაცხადა, ხვალვე ინგლისში უნდა გავცურო გემითო.
Striding back to the gipsies’ camp, told them that she must sail for England the very next day.