მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103081.
ორლანდო | კარი მესამე
ბედი მისი, რომ ასე მოიქცა.
It was happy for her that she did so.
103082.
ორლანდო | კარი მესამე
ახალგაზრდა ბოშებმა მისი მოკვლა ჩაიფიქრეს.
The young gipsies had plotted her death.
103083.
ორლანდო | კარი მესამე
და მაინც, გული დასწყდებოდათ, ყელი რომ გამოეჭრათ.
Yet they would have been sorry to cut her throat.
103084.
ორლანდო | კარი მესამე
ბედმა ინება, რომ ინგლისური სავაჭრო გემი სწორედ იმ დროს იდგა ყურეში აფრააშლილი და ინგლისისკენ გასაცურად ემზადებოდა.
An English merchant ship, as luck would have it, was already under sail in the harbour about to return to England.
103085.
ორლანდო | კარი მესამე
ორლანდომ კიდევ ერთი მარგალიტი მოსწყვიტა თავის ყელსაბამს, რითაც არა მხოლოდ მგზავრობის ფული გადაიხადა, არამედ კიდევ შემორჩა რამდენიმე ბანკნოტი საფულეში.
Orlando, by breaking off another pearl from her necklace, not only paid her passage but had some banknotes left over in her wallet.
103086.
ორლანდო | კარი მესამე
უნდოდა, ეს ბოშებისთვის ეჩუქებინა.
This she would have liked to present to the gipsies.
103087.
ორლანდო | კარი მესამე
მაგრამ იცოდა, როგორ სძულდათ სიმდიდრე.
But they despised wealth she knew.
103088.
ორლანდო | კარი მესამე
მხოლოდ ჩახუტებით შემოიფარგლა, რაც მისი მხრიდან ნამდვილად გულწრფელი იყო.
She had to content herself with embraces only, which on her part were sincere.
103089.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ მარგალიტის მძივის მეათე თვალი გაყიდა და მორჩენილი რამდენიმე გინეით ტანისამოსის სრული კომპლექტი შეიძინა, ისეთი, როგორსაც იმდროინდელი ქალები იცვამდნენ.
With some of the guineas left from the sale of the tenth pearl on her string, Orlando bought herself a complete outfit of such clothes as women then wore.
103090.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხომალდ „შეყვარებულ ბანოვანზე“ მაღალი საზოგადოების ახალგაზრდა ინგლისელი ქალივით გამოწყობილი ავიდა.
It was in the dress of a young Englishwoman of rank that she now sat on the deck of the "Enamoured Lady".
103091.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო იმ წამამდე არც კი დაფიქრებულა საკუთარ სქესზე.
Up to this moment Orlando had scarcely given her sex a thought.
103092.
ორლანდო | კარი მეოთხე
იქნება ყურადღება თურქულმა შარვალმა გაუფანტა, დღემდე გაუხდელად რომ ეცვა.
Perhaps the Turkish trousers which she had hitherto worn had done something to distract her thoughts.
103093.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბოშა ქალები ბევრით არაფრით განირჩევიან ბოშა მამაკაცებისაგან.
The gipsy women differ very little from the gipsy men.
103094.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეა თუ ისე, მხოლოდ მას მერე, რაც ქვედატანის ნაოჭები ფეხებში გაებლანდა და ხომალდის კაპიტანმა უდიდესი თავაზიანობით შესთავაზა – თუ გნებავთ, გემბანზე ტენტს გაგიშლითო.
At any rate, it was not until she felt the coil of skirts about her legs and the Captain offered, with the greatest politeness, to have an awning spread for her on deck.
103095.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ, შემკრთალმა, გააცნობიერა, რაოდენ საფრთხეს და პატივს უქადდა მისი ეს მდგომარეობა.
Orlando realized with a start the penalties and the privileges of her position.
103096.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ეს შეკრთომა სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც სავარაუდოდ მოველოდით.
But that start was not of the kind that might have been expected.
103097.
ორლანდო | კარი მეოთხე
ჩვეულებრივ ვითარებაში, მარტო მყოფ მშვენიერ ყმაწვილ ქალს სხვა არაფერი ჩააგდებდა საგონებელში; ქალის ქცევის კოდექსი ხომ სწორედ ამ ქვაკუთხედს ეფუძნება.
In normal circumstances a lovely young woman alone would have thought of nothing else; the whole edifice of female government is based on that foundation stone.
103098.
ორლანდო | კარი მეოთხე
უბიწოება მისი თვალია ძვირფასი, მისი მშვენებაა, ქალი მას გაშმაგებით იცავს და კვდება, როცა პატივს აჰყრიან.
Chastity is their jewel, their centrepiece, which woman runs mad to protect, and die when ravished of.
103099.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ თუ ადამიანი ოცდაათი წლის განმავლობაში მამაკაცი იყო, და ყველა სიკეთესთან ერთად, სრულუფლებიანი ელჩიც, მაშინ, წესით, ის დიდად არც უნდა შეაკრთოს ამან.
But if one has been a man for thirty years or so, and an Ambassador into the bargain, one does not perhaps give such a very great start about that.
103100.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდოს შეკრთომა მეტად რთული გახლავთ და ასე სახელდახელოდ ვერც შევაფასებთ.
Orlando’s start was of a very complicated kind, and not to be summed up in a trice.