მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103101.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამ შეკრთომის არსის ამოცნობას მთელი ეს ხანგრძლივი მოგზაურობა დასჭირდება.
It took her the entire length of the voyage to moralize out the meaning of her start.
103102.
ორლანდო | კარი მეოთხე
„ღმერთო“, – გაიფიქრა, როცა პირველი შეკრთომიდან გამოერკვა და მისთვის დადგმულ ტენტქვეშ ლაღად გაშალა ტანი, – „ეს ნამდვილად საამური და ლაღი ცხოვრებაა“.
"Lord", she thought, when she had recovered from her start, stretching herself out at length under her awning, "this is a pleasant, lazy way of life, to be sure".
103103.
ორლანდო | კარი მეოთხე
„მაგრამ“, – განაგრძო ფიქრი და ფეხი ფეხს მიჰკრა, – „რა საშინელებაა, კაბა რომ გიბორკავს ქუსლებს“.
"But", she thought, giving her legs a kick, "these skirts are plaguey things to have about one’s heels".
103104.
ორლანდო | კარი მეოთხე
ნეტა თუ მოვახერხებ გემბანიდან გადახტომას და ასე გამოწყობილი ზღვაში ცურვას?
Could I, however, leap overboard and swim in clothes like these?
103105.
ორლანდო | კარი მეოთხე
არა! გამოდის, ჩემი დაცვა სამხედრო ფლოტის მეზღვაურს უნდა მივანდო.
No! Therefore, I should have to trust to the protection of a blue-jacket.
103106.
ორლანდო | კარი მეოთხე
დაინტერესდა და აქ გადაეყარა პირველ კვანძს საკუთარი მსჯელობის აქამდე გლუვ ნაქსოვში.
She wondered, here encountering the first knot in the smooth skein of her argument.
103107.
ორლანდო | კარი მეოთხე
მოდი, ფოთოლივით უთხელეს პაწაწინა ნაჭერს ჩამოგითლით, თქვენი ფრჩხილისოდენას.
Let me cut you just the tiniest little slice the size of your fingernail.
103108.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამ სიტყვებზე მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ორლანდოს.
At those words a delicious tremor ran through Orlando's frame.
103109.
ორლანდო | კარი მეოთხე
ღვართქაფები მოზღვავდნენ.
The torrents rushed.
103110.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის ენით აუწერელი სიამოვნების გრძნობა მოაგონდა, რაც საშას პირველად დანახვამ მოჰგვარა, ასი წლის წინათ.
It recalled the feeling of indescribable pleasure with which she had first seen Sasha, hundreds of years ago.
103111.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაშინ ორლანდო ესწრაფოდა, ახლა კი გაურბოდა.
Then Orlando had pursued, now she fled.
103112.
ორლანდო | კარი მეოთხე
რომელია უფრო დიდი ნეტარება?
Which is the greater ecstasy?
103113.
ორლანდო | კარი მეოთხე
კაცი თუ ქალი?
The man or the woman?
103114.
ორლანდო | კარი მეოთხე
„არა“, გაიფიქრა ორლანდომ.
"No", Orlando thought.
103115.
ორლანდო | კარი მეოთხე
კაპიტანს მადლობა გადაუხადა, ოღონდ უარი უთხრა.
Thanking the Captain but refusing.
103116.
ორლანდო | კარი მეოთხე
რადგან არაფერია იმაზე ღვთაებრივი, ვიდრე წინააღმდეგობა გაუწიო და მერე დანებდე; დანებდე და წინააღმდეგობა გაუწიო.
For nothing is more heavenly than to resist and to yield; to yield and to resist.
103117.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, დარწმუნებული არა ვარ რომ მართლა არ გადავხტები გემიდან, ოღონდაც იმით დავტკბე, რომ საზღვაო ფლოტის მეზღვაური გადამარჩენს ბოლოს.
So that I’m not sure, that I won’t throw myself overboard, for the mere pleasure of being rescued by a blue-jacket after all.
103118.
ორლანდო | კარი მეოთხე
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორლანდო პატარა ბავშვს ჰგავდა.
It must be remembered that Orlando was like a child.
103119.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ, აბა, რას ვამბობდით ხოლმე ჩვენ, ახალგაზრდა კაცები „მერი როუზის“ გემბანზე, როცა ქალი, ოღონდაც საზღვაო ფლოტის მეზღვაურს გადაერჩინა და, მზად იყო, გემბანიდან ზღვაში გადამხტარიყო ამ სიამოვნებისთვის?
But what used we young fellows in the cockpit of the "Marie Rose" to say about a woman who was ready to throw herself overboard for the pleasure of being rescued by a blue-jacket?
103120.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ აქ ეს სიტყვა უნდა გამოვტოვოთ; ის უკიდურესად უხამსი და ბანოვანის ბაგეთაგან მეტად სახამუშო მოსასმენია.
But we must omit that word; it is disrespectful in the extreme and passing strange on a lady’s lips.