მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103121.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამიერიდან ამ სქესის პატივისცემა უნდა ვისწავლო?
Must I then begin to respect this sex?
103122.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ ქვედაწელს ვატარებ, თუ ვერ ვიცურავებ, თუ მეზღვაურმა უნდა გადამარჩინოს, ღმერთო ჩემო!
If I wear skirts, if I can’t swim, if I have to be rescued by a blue-jacket, by God!
103123.
ორლანდო | კარი მეოთხე
ბუნებით გულწრფელი იყო და სძაგდა თავის დაძვრენა, ვერ იტანდა ტყუილის თქმას.
Candid by nature, and averse to all kinds of equivocation, to tell lies bored her.
103124.
ორლანდო | კარი მეოთხე
მან გაიხსენა, რა დაბეჯითებით მოითხოვდა ჭაბუკობაში, ქალი მორჩილი, უბიწო, კეთილსურნელოვანი და დახვეწილად მორთულ-მოკაზმული უნდა იყოსო.
She remembered how, as a young man, she had insisted that women must be obedient, chaste, scented, and exquisitely apparelled.
103125.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამის მიღწევა კი მხოლოდ მომაბეზრებელი წესების დაცვით შეიძლება.
It can only attained by the most tedious discipline.
103126.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ ორლანდომ, მოუთმენლად, ფეხი დაჰკრა და წვივი გამოუჩნდა, სულ რაღაც ერთი-ორ დუიმზე.
Here Orlando tossed her foot impatiently, and showed an inch or two of calf.
103127.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაინცადამაინც იმწამს მეზღვაურმა, ამ დროს ანძაზე რომ ამძვრალიყო, ძირს ჩაიხედა და ისე ძლიერ შეკრთა, რომ ფეხის მოსაკიდებელი ადგილი ვეღარ მონახა და ბეწვზე გადარჩა.
A sailor on the mast, who happened to look down at the moment, started so violently that he missed his footing and only saved himself by the skin of his teeth.
103128.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუ ჩემი კოჭის დანახვა შეიძლება სიკვდილს უქადდეს რომელიღაც პატიოსან კაცს, მაშინ ჰუმანურობა მოითხოვს, არ გამოვაჩინო.
If the sight of my ankles means death to an honest fellow, I must, in all humanity, keep them covered.
103129.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, ორლანდოს ფეხები მის უმთავრეს მშვენებას წარმოადგენდა.
Yet Orlando's legs were among her chiefest beauties.
103130.
ორლანდო | კარი მეოთხე
„ჭირსაც წაუღია ყველა!“ – თქვა მან.
"A pox on them"! she said.
103131.
ორლანდო | კარი მეოთხე
და კაცს ვეღარასოდეს გავუჩეხავ თავს, ვერც პირში ვეტყვი, რომ იტყუება, ვერც ხმალს ვიშიშვლებ.
And I shall never be able to crack a man over the head, or tell him he lies in his teeth, or draw my sword.
103132.
ორლანდო | კარი მეოთხე
ერთადერთი, რაც შემეძლება, მას მერე, რაც ინგლისის მიწაზე დავდგამ ფეხს, ისაა, რომ ჩაი ჩამოვასხა.
All I can do, once I set foot on English soil, is to pour out tea.
103133.
ორლანდო | კარი მეოთხე
დაფრთხა, რადგან მიხვდა, რა დაბალი აზრი უყალიბდებოდა საპირისპირო სქესზე, ვაჟკაცებზე, რომელთა რიგებში ყოფნა ასეთ სიამაყეს ანიჭებდა ოდესღაც.
She was horrified to perceive how low an opinion she was forming of the other sex, the manly, to which it had once been her pride to belong.
103134.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორ გვაბრიყვებენ და ჩვენც როგორ ვბრიყვდებით!.
What fools they make of us — what fools we are!.
103135.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ, ორლანდოს სიტყვებში ერთგვარი ორაზროვნება იბადება, თითქოს ორივე სქესს თანაბრად კიცხავდეს, გეგონება, თავად არც ერთს მიეკუთვნებოდეს და არც მეორეს; და მართლაც, იმჟამად ის თითქოს მერყეობდა.
Here it would seem from some ambiguity in Orlando's words that she was censuring both sexes equally, as if she belonged to neither; and indeed, for the time being, she seemed to vacillate.
103136.
ორლანდო | კარი მეოთხე
იცოდა ყველა საიდუმლო, იზიარებდა ორივეს სისუსტეს.
She knew all the secrets, shared the weaknesses of each.
103137.
ორლანდო | კარი მეოთხე
უმეცრებით მონიჭებული კომფორტი მისთვის აღარ არსებობდა.
The comforts of ignorance seemed utterly denied her.
103138.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის ახლა ქარიშხლით ატაცებულ ბუმბულს ჰგავდა.
She was like a feather blown on the gale.
103139.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა მეორე დილით დაბრუნდა, ორლანდო მთელი ტანით გაიშალა ტახტზე ტენტქვეშ და შემოიკეცა კაბის კალთები კოჭებთან.
When she returned the next morning, Orlando stretched herself on her couch under the awning and arranged her draperies about her ankles.
103140.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამ პირველივე სიტყვებიდან გასაგები ხდება, რომ წუხელ რაღაცა მოხდა, რამაც ორლანდო მდედრობითი სქესისკენ გადახარა.
From these opening words it is plain that something had happened during the night to give her a push towards the female sex.