მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103141.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლა ის უფრო ქალივით ლაპარაკობდა, ვიდრე კაცივით და თან ერთგვარი კმაყოფილებითაც კი.
She was speaking more as a woman speaks than as a man, yet with a sort of content after all.
103142.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა გამოეღვიძა, ხომალდი საამური ბრიზის პირისპირ მიცურავდა ნაპირთან ახლოს.
When she woke, the ship was sailing before a fair breeze so near the shore.
103143.
ორლანდო | კარი მეოთხე
ფორთოხლის სურნელი იფრქვეოდა მილიონობით ნაყოფით დამძიმებული ხეებიდან და მის გემბანამდე აღწევდა.
The scent of oranges wafted from a million trees, heavy with the fruit, reached her on deck.
103144.
ორლანდო | კარი მეოთხე
რამდენიმე ათეული ლურჯი დელფინი გრეხდა კუდებს და ხან აქ, ხანაც იქ, წყლიდან ჰაერში მაღლა ხტებოდა.
A score of blue dolphins, twisting their tails, leapt high now and again into the air.
103145.
ორლანდო | კარი მეოთხე
მკლავები, როგორც უკვე შეიტყო, ფეხებივით დამღუპველ ზემოქმედებას არ ახდენს.
Arms, she had learnt already, have no such fatal effects as legs.
103146.
ორლანდო | კარი მეოთხე
მადლობა ღმერთს, რომ ქალი ვარ!
Praise God that I’m a woman!
103147.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამაზე უფრო გამაღიზიანებელი კი არაფერია, როგორც ქალში, ისე მამაკაცში – რომ ამაყობს საკუთარი სქესით.
None is more distressing in woman or man either — of being proud of her sex.
103148.
ორლანდო | კარი მეოთხე
ხოლო იმის შეგნება, რომ ერთი სქესისანი იყვნენ, კიდევ უფრო უმძაფრებდა და აღაგზნებდა იმ გრძნობებს, მაშინ რომ განიცადა, როცა მამაკაცი იყო.
The consciousness of being of the same sex, it was to quicken and deepen those feelings which she had had as a man.
103149.
ორლანდო | კარი მეოთხე
რადგან ახლა ათასობით ქარაგმა თუ საიდუმლო, ადრე გაუგებარი რომ ეჩვენებოდა, გაცხადდა მისთვის.
For now a thousand hints and mysteries became plain to her that were then dark.
103150.
ორლანდო | კარი მეოთხე
„ინგლისის ქარაფები, მემ“, – უთხრა კაპიტანმა და ხელი, რომელიც ჰორიზონტისკენ ჰქონდა მიმართული, საზეიმო სალუტის მანიშნებლად შემართა.
"The cliffs of England, Ma’am", said the Captain, and he raised the hand which had pointed at the skyline to the salute.
103151.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო მეორედ შეკრთა, უფრო ძალუმად, ვიდრე პირველ ჯერზე.
Orlando now gave a second start, even more violent than the first.
103152.
ორლანდო | კარი მეოთხე
მშობლიური მიწის ხედმა, ამდენი ხნის უნახავმა, გააბათილა როგორც შეკრთომით, ისე შეძახილით გამოწვეული უხერხულობა.
The sight of her native land after long absence excused both start and exclamation.
103153.
ორლანდო | კარი მეოთხე
ძალიან რთული ასახსნელი იქნებოდა კაპიტანი ბარტოლუსისთვის იმ მშფოთვარე და შეუთავსებელი გრძნობების ახსნა, რაც გულში უდუღდა იმწამს.
She would have been hard put to it to explain to Captain Bartolus the raging and conflicting emotions which now boiled within her heart.
103154.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორ უნდა აეხსნა, რომ ის, ვინც ახლა ცახცახებდა მის მკლავზე, მანამდე ჰერცოგი და ელჩი იყო?
How tell him that she, who now trembled on his arm, had been a Duke and an Ambassador?
103155.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდო საკუთარ თავსაც ვერ აუხსნიდა, რამ შეაკრთო ასე ძლიერ, როცა საზღვაო კაპიტნის მარჯვენა ხელმა ბრიტანეთის კუნძულების ქარაფებისკენ მიუთითა.
Not even to herself could Orlando explain the giant start she gave, as the resolute right hand of the sea-captain indicated the cliffs of the British Islands.
103156.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამ შეწყვილებულ სიტყვათაგან არც ერთი არ ეჩვენა სიყალბედ.
Not one of these words so coupled together seemed to her wrong.
103157.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, როდესაც ცარცისფერი კბოდეები მოახლოვდა და გადიდდა, თავი დამნაშავედ იგრძნო; შერცხვენილად; პატივაყრილად, რაც მას, ვინც ასეთ რამეზე არასოდეს დაფიქრებულა, ეხამუშა.
Nevertheless, as the chalky cliffs loomed nearer, she felt culpable; dishonoured; unchaste, which, for one who had never given the matter a thought, was strange.
103158.
ორლანდო | კარი მეოთხე
სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, სანამ კლდის მცენარეების შემგროვებლები, ლამის ქარაფებიდან გადმოკიდებულები, სრულიად მკაფიოდ არ გაარჩია შეუიარაღებელმა თვალმა.
Closer and closer they drew, till the samphire gatherers, hanging half-way down the cliff, were plain to the naked eye.
103159.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა ამ ფიქრების ორომტრიალში უცებ წამოიმართა გლუვი, თეთრი მარმარილოს თაღივით რაღაც, სინამდვილე თუ ილუზია, რამაც ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მის აღგზნებულ წარმოსახვაზე, რომ მიეტმასნა, როგორც მოუსვენარი ნემსიყლაპიების გუნდი დააფრინდება ხოლმე აშკარა კმაყოფილებით მინის ხუფს, რომელიც რომელიღაც ნორჩ მცენარეს იფარავს.
Among the hurry of these thoughts, however, there now rose, like a dome of smooth, white marble, something which, whether fact or fancy, was so impressive to her fevered imagination that she settled upon it as one has seen a swarm of vibrant dragonflies alight, with apparent satisfaction, upon the glass bell which shelters some tender vegetable.
103160.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლა ხელი მკერდისკენ გაექცა (მეორე ხელი ჯერ კიდევ კაპიტანს ეპყრა), სადაც თავის პოემას ინახავდა უსაფრთხოდ.
Now her hand went to her bosom (the other was still in the Captain’s keeping), where her poem was hidden safe.