მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103161.
ორლანდო | კარი მეოთხე
შეიძლება ის, რასაც იქ მალავდა, თილისმად მივიჩნიოთ.
It might have been a talisman that she kept there.
103162.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლა მხოლოდ პოეზიის დიდებაზე ფიქრობდა.
She thought now only of the glory of poetry.
103163.
ორლანდო | კარი მეოთხე
როცა გემი წინ მიიწევდა მდინარე თემზაზე ზურგის ქარს აყოლილი, გამოსახულებამ, მთელი მასთან დაკავშირებული ასოციაციებით, ადგილი დაუთმო რეალობას, და გამოავლინა თავისი თავი.
As the ship advanced down the Thames before a favouring gale, the image with all its associations gave place to the truth, and revealed itself.
103164.
ორლანდო | კარი მეოთხე
სენტ-პოლი, – თქვა კაპიტანმა ბარტოლუსმა, რომელიც გვერდით ედგა.
"St Paul’s", said Captain Bartolus, who stood by her side.
103165.
ორლანდო | კარი მეოთხე
ლონდონის ტაუერი, – განაგრძო მან.
"The Tower of London", he continued.
103166.
ორლანდო | კარი მეოთხე
გრინვიჩის ჰოსპიტალი, დედოფალი მერის ხსოვნის უკვდავსაყოფად ააგო მისმა ცხონებულმა მეუღლემ, მისმა უდიდებულესობამ უილიამ მესამემ.
Greenwich Hospital, erected in memory of Queen Mary by her husband, his late majesty, William the Third.
103167.
ორლანდო | კარი მეოთხე
უესტმინსტერები.
Westminster Abbey.
103168.
ორლანდო | კარი მეოთხე
პარლამენტის შენობა – ამბობდა ის და ყველა ეს ღირსშესანიშნავი ნაგებობა თვალწინ დაუდგა.
"The Houses of Parliament" - as he spoke, each of these famous buildings rose to view.
103169.
ორლანდო | კარი მეოთხე
სექტემბრის მზიანი დილა იყო.
It was a fine September morning.
103170.
ორლანდო | კარი მეოთხე
უთვალავი პატარა გემი და ნავი დაცურავდა ერთი ნაპირიდან მეორისკენ.
A myriad of little water-craft plied from bank to bank.
103171.
ორლანდო | კარი მეოთხე
იშვიათად თუ წარმოუდგება შორი გზიდან დაბრუნებულ მგზავრს თვალწინ ამაზე თვალწარმტაცი, უფრო საინტერესო სანახაობა.
Rarely has a gayer, or more interesting, spectacle presented itself to the gaze of a returned traveller.
103172.
ორლანდო | კარი მეოთხე
გემის ცხვირზე გადაყუდებული ორლანდო გაოგნებული ისრუტავდა ყველაფერს.
Orlando hung over the prow, absorbed everything in wonder.
103173.
ორლანდო | კარი მეოთხე
მისი თვალები იმდენ ხანს უცქერდნენ ველურებსა და ბუნებას, რომ შეუძლებელია, არ მოხიბლულიყო ამ ქალაქური დიდებულებით.
Her eyes had been used too long to savages and nature, it was impossible not to be entranced by these urban glories.
103174.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაშ, აი, ეს ყოფილა სენტ-პოლის ტაძარი, რომელიც მისტერ ვრენმა ააგო მის არყოფნაში.
That, then, was the dome of St Paul’s which Mr Wren had built during her absence.
103175.
ორლანდო | კარი მეოთხე
კაპიტანმა ბარტოლუსმა, რომელიც ისევ იქვე იდგა, აცნობა, რომ ეს ძეგლი იყო; რომ მის არყოფნაში შავი ჭირი და დიდი ხანძარი მოედო ლონდონს.
Captain Bartolus was at her side to inform her that that was the Monument; there had been a plague and a fire in London during her absence.
103176.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორ არ ეცადა ორლანდო, მაგრამ ვერაფრით შეიკავა თვალზე მომდგარი ცრემლები, სანამ არ მოაგონდა, რომ ქალს შვენის კიდეც ტირილი.
Do what she could to restrain them, the tears came to her eyes, until, remembering that it is becoming in a woman to weep.
103177.
ორლანდო | კარი მეოთხე
აი, გაიფიქრა მან, აი, სად იმართებოდა დიდი კარნავალი.
Here, she thought, had been the great carnival.
103178.
ორლანდო | კარი მეოთხე
აი, აქ, სადაც ტალღები ეხლება ნაპირს, სამეფო პავილიონი იდგა.
Here, where the waves slapped briskly, had stood the Royal Pavilion.
103179.
ორლანდო | კარი მეოთხე
პირველად სწორედ აქ ნახა საშა.
Here she had first met Sasha.
103180.
ორლანდო | კარი მეოთხე
მთელი ის ბრწყინვალება და გარყვნილება წარსულს ჩაბარდა.
All that splendour and corruption was gone.