მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103181.
ორლანდო | კარი მეოთხე
წარსულსავე ჩაბარდა ბნელი ღამე, შემზარავი თავსხმა, წყალდიდობის წამლეკავი ღვართქაფები.
Gone, too, was the dark night, the monstrous downpour, the violent surges of the flood.
103182.
ორლანდო | კარი მეოთხე
თავად ლონდონი მთლიანად გადასხვაფერებულიყო მას შემდეგ, რაც ბოლოს ნახა.
London itself had completely changed since she had last seen it.
103183.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ წვრილ-წვრილი, დაფეხვილი სახლების გროვა იყო.
There had been a huddle of little black, beetlebrowed houses.
103184.
ორლანდო | კარი მეოთხე
„ტემპლ ბართან“ ამბოხებულთა შუბებზე წამოცმული თავები იღრიჯებოდნენ.
The heads of rebels had grinned on pikes at Temple Bar.
103185.
ორლანდო | კარი მეოთხე
რიყის ქვით მოკირწყლული ტროტუარები ნაგვის და ნაკელის სუნად ყარდა.
The cobbled pavements had reeked of garbage and ordure.
103186.
ორლანდო | კარი მეოთხე
ახლა, როცა გემმა უოპინგს ჩაუარა, ორლანდომ თვალი მოჰკრა მწყობრ და ფართო შარაგზებს.
Now, as the ship sailed past Wapping, Orlando caught glimpses of broad and orderly thoroughfares.
103187.
ორლანდო | კარი მეოთხე
კაპიტანი ალბათ შეცდა, როგორც ამას ლიტერატურის ნებისმიერი სახელმძღვანელო დაადასტურებს.
The Captain must have been mistaken, as a reference to any textbook of literature will show.
103188.
ორლანდო | კარი მეოთხე
სულ რაღაც ერთი წამის წინ მაღალმთიანი ბრუსას წვერზე იდგა, ახლა კი, ფეხი მშობლიურ სანაპიროზე დადგა.
For one moment she saw the high mountains above Broussa, the next, she had set her foot upon her native shore.
103189.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ამიერიდან ორლანდოს მოუწევდა იმის სწავლა, თუ რა უძლურია ყველაზე მგზნებარე მღელვარებით გამოწვეული თრთოლა კანონის რკინისებრი გულგრილობის წინაშე.
But now Orlando was to learn how little the most tempestuous flutter of excitement avails against the iron countenance of the law.
103190.
ორლანდო | კარი მეოთხე
რამდენად მტკიცეა ლონდონის ხიდის ბურჯებზე და რამდენად სასტიკია ზარბაზნის ლულაზე.
How harder than the stones of London Bridge it is, and than the lips of a cannon more severe.
103191.
ორლანდო | კარი მეოთხე
მთავარი ბრალდება ორლანდოს წინააღმდეგ ის გახლდათ, რომ: გარდაიცვალა და, ამდენად, ვერანაირი ქონების მესაკუთრე ვერ იქნებოდა.
The chief charge against Orlando was that she was dead, and therefore could not hold any property whatsoever.
103192.
ორლანდო | კარი მეოთხე
ქალი იყო, რაც თითქმის იმასვე ნიშნავს.
She was a woman, which amounts to much the same thing.
103193.
ორლანდო | კარი მეოთხე
ინგლისელი ჰერცოგი იყო, რომელიც პეპიტა როზინაზე, მოცეკვავეზე დაქორწინდა; მისგან სამი ვაჟი შეეძინა, და ახლა ისინი აცხადებდნენ, რომ მამა გარდაეცვალათ და მთელი მისი ქონება მათ ეკუთვნოდა მემკვიდრეობით.
She was an English Duke who had married one Rosina Pepita, a dancer; and had had by her three sons, which sons now declaring that their father was deceased, claimed that all his property descended to them.
103194.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთი სერიოზული ბრალდებები, რა თქმა უნდა, დროისა და დიდი თანხების განკარგვას მოითხოვდა.
Such grave charges as these would, of course, take time and money to dispose of.
103195.
ორლანდო | კარი მეოთხე
თოვდა და ალმაცერად ეცემოდა იისფერი ჩრდილები, თითქმის ისე, ბრუსას მთის წვერიდან რომ დაინახა.
The snow was falling and the violet shadows were slanting much as she had seen them from the hill-top at Broussa.
103196.
ორლანდო | კარი მეოთხე
დიდებული შენობა უფრო ციხე-ქალაქს ჰგავდა, ვიდრე სახლს, ყავისფერი და ლურჯი, ვარდისფერი და მეწამული, იდგა თოვლში.
The great house lay more like a town than a house, brown and blue, rose and purple in the snow.
103197.
ორლანდო | კარი მეოთხე
ზოგმა რქენა იწყო, სხვები ჩლიქებს სცემდნენ მიწას, როცა კიბე დაეშვა და ზედ ორლანდო ჩამობრძანდა.
Some tossed their antlers, others pawed the ground as the step was let down and Orlando alighted.
103198.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორც ამბობენ, ერთმა ირემმა თოვლში დაიჩოქა ქალბატონის წინ.
One deer, it is said, knelt in the snow before the lady.
103199.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ ეს მწყობრი პროცესია თავიდან კანუტის, მეძებარი ძაღლის თავაშვებულობამ დაარღვია, რომელიც ისეთი ჟინით შეახტა თავის ქალბატონს, რომ კინაღამ იატაკზე დააგდო.
But the orderly procession was interrupted first by the impetuosity of Canute, the elk-hound, who threw himself with such ardour upon his mistress that he almost knocked her to the ground.
103200.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამის შემდეგ მისტერ დაპერმა ეტრატიდან კითხვა წამოიწყო, მაგრამ ძაღლებმა ისეთი ყეფა ატეხეს, მონადირეებმა ისე ჩაბერეს ბუკებს და ხარირმებმა, შიდა ეზოში გზააბნეულებივით რომ შემოსულიყვნენ, ისე შეუყეფეს მთვარეს, რომ ვერაფერს გახდა.
After that, Mr Dupper began to read from a parchment, but the dogs barking, the huntsmen winding their horns, and the stags, who had come into the courtyard in the confusion, baying the moon, not much progress was made.