მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103201.
ორლანდო | კარი მეოთხე
წამითაც არავის გამოუხატავს ეჭვი იმის თაობაზე, იყო თუ არა ორლანდო ის ორლანდო, რომელსაც ადრე იცნობდნენ.
No one showed an instant’s suspicion that Orlando was not the Orlando they had known earlier.
103202.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუკი ადამიანს შეიძლება ეჭვის ნატამალი გასჩენოდა, ამას ირმების და ძაღლების მოქმედება უმალ გაფანტავდა.
If any doubt there was in the human mind the action of the deer and the dogs would have been enough to dispel it.
103203.
ორლანდო | კარი მეოთხე
პირუტყვი, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ჩვენზე გაცილებით უკეთესი მსაჯულია, როგორც პიროვნების ვინაობის, ისე მისი ხასიათისა.
The dumb creatures, as is well known, are far better judges both of identity and character than we are.
103204.
ორლანდო | კარი მეოთხე
„მას პატარა ბატონები და ქალბატონები შეეძინება“, – დასძინა მისტერ დაპერმა, რომელსაც მღვდლის წმინდა მსახურება ანიჭებდა პრივილეგიას, გულღიად ესაუბრა ასეთ საჩოთირო თემებზე.
"And some little masters and mistresses to come after her", Mr Dupper added, being privileged by virtue of his holy office to speak his mind on such delicate matters as these.
103205.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასე რომ, ვიდრე მსახურები მოსამსახურეების სასადილოში ჭორაობდნენ, ორლანდომ ხელში ვერცხლის შანდალი აიღო და კიდევ ერთხელ დაიარა ყველა დარბაზი.
So, while the servants gossiped in the servants’ hall, Orlando took a silver candle in her hand and roamed once more through the halls.
103206.
ორლანდო | კარი მეოთხე
აკვირდებოდა, როგორ ირხეოდა გობელენი.
He observed the arras, how it swayed.
103207.
ორლანდო | კარი მეოთხე
გახედა ბაღს და მძინარე ზაფრანები წარმოიდგინა; მთვლემარე გეორგინები; დაინახა მაცთუნებელი ნიმფები თეთრად მოელვარე თოვლში და ურთხლის ღობე, სახლივით მტკიცე, წყვდიადი მის უკან.
He looked at the garden and imagined the sleeping crocuses, the dormant dahlias; saw the frail nymphs gleaming white in the snow and the great yew hedges, thick as a house, black behind them.
103208.
ორლანდო | კარი მეოთხე
თვალი შეავლო ორანჟერეებს და უშველებელი ზღმარტლის ხეს.
He saw the orangeries and the giant medlars.
103209.
ორლანდო | კარი მეოთხე
აქ ჩერუთს მოუკიდა (ეს ჩვევა აღმოსავლეთიდან ჩამოჰყვა) და ლოცვანი გადაფურცლა.
There she lit a cheroot (it was a habit she had brought back from the East) and opened the Prayer Book.
103210.
ორლანდო | კარი მეოთხე
ეს იყო ხავერდისყდიანი ოქროს ძაფით ნაკერი წიგნი, რომელიც შოტლანდიის დედოფალ მერის ეპყრა ხელთ ეშაფოტზე.
It was a little book bound in velvet, stitched with gold, which had been held by Mary Queen of Scots on the scaffold.
103211.
ორლანდო | კარი მეოთხე
მორწმუნის თვალს არასგზით გამოეპარებოდა მოყავისფრო ლაქა, როგორც ამბობდნენ, სამეფო სისხლის წვეთი.
The eye of faith could detect a brownish stain, said to be made of a drop of the Royal blood.
103212.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ რა ღვთისმოსავ ფიქრებს აღვივებდა ორლანდოში, ანთუ რა ბოროტ ვნებებს უცხრობდა, ვინ გაბედავს ამის თქმას.
But what pious thoughts it roused in Orlando, what evil passions it soothed asleep, who dare say.
103213.
ორლანდო | კარი მეოთხე
რომანისტი, პოეტი, თუ ისტორიკოსი, ყველა ბორძიკობს ამ კართან; ვერც თავად მორწმუნე განგვანათლებს ჩვენ, რადგან, არის კია ის სხვებზე მეტად მზად სიკვდილისთვის, ან სხვებზე მეტად სწადია განა ქონების გაცემა?
Novelist, poet, historian all falter with their hand on that door; nor does the believer himself enlighten us, for is he more ready to die than other people, or more eager to share his goods?
103214.
ორლანდო | კარი მეოთხე
განა მასაც იმდენი მოახლე და ეტლის ცხენი არ ემსახურება, რამდენიც სხვებს?
Does he not keep as many maids and carriage horses as the rest?
103215.
ორლანდო | კარი მეოთხე
დედოფალი მერის ლოცვანში, გარდა შემხმარი სისხლის კვალისა, თმის კულული და ნამცხვრის ნამცეციც შერჩენილიყო.
In the Queen’s prayerbook, along with the blood-stain, was also a lock of hair and a crumb of pastry.
103216.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდომ ამ სახსოვრებს ახლა თამბაქოს ფანტელიც შემატა და, ამრიგად, როცა კითხულობდა და ეწეოდა, ამ ადამიანურმა დომხალმა შეძრა – თმის ამ კულულმა, ნამცხვრის ნამცეცმა, სისხლის ლაქამ, თამბაქოს ფანტელმა.
Orlando now added to these keepsakes a flake of tobacco, and so, reading and smoking, was moved by the humane jumble of them all — the hair, the pastry, the blood-stain, the tobacco.
103217.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაგრამ არ არსებობს უფრო დიდი ქედმაღლობა და არ არსებობს რამე უფრო მდაბიური, ვიდრე მტკიცება, რომ ღმერთთაგან მხოლოდ ერთია, ხოლო რელიგიათაგან, მოსაუბრის რელიგიის გარდა, არც ერთი.
Nothing, however, can be more arrogant, though nothing is commoner than to assume that of Gods there is only one, and of religions none but the speaker’s.
103218.
ორლანდო | კარი მეოთხე
ორლანდოს, როგორც ჩანს, თავისი რწმენა ჰქონდა.
Orlando, it seemed, had a faith of her own.
103219.
ორლანდო | კარი მეოთხე
მთელი რელიგიური მგზნებარებით ის ახლა თავის იმ ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე ფიქრობდა, რომლებიც მის იმდროინდელ განწყობაში შემოხოხდნენ.
With all the religious ardour, she now reflected upon her sins and the imperfections that had crept into her spiritual state.
103220.
ორლანდო | კარი მეოთხე
რაც უნდა ექნა, ეს ქვეწარმავალი მეტისმეტად ხშირად ჩნდებოდა „ბერმუხას“ პირველ სტროფებში.
Do what she would there were still too many of these reptiles in the first stanzas of "The Oak Tree".