მოიძებნა 668045 ჩანაწერი
103221.
ორლანდო | კარი მეოთხე
ასეთი ცთუნებების თავიდან არიდება პოეტის უპირველესი ვალიაო, დაასკვნა, რადგან, თუკი ყური სულის შესასვლელი კარია, მაშინ პოეზიას დანამდვილებით შეუძლია, უფრო ძლიერ გარყვნას და გაანადგუროს, ვიდრე ვნებამ ან თოფის წამალმა.
To evade such temptations is the first duty of the poet, she concluded, for as the ear is the antechamber to the soul, poetry can adulterate and destroy more surely than lust or gunpowder.
103222.
ორლანდო | კარი მეოთხე
შექსპირის ერთმა სულელურმა სიმღერამ მეტი სიკეთე მოუტანა ღარიბებს და უზნეოებს, ვიდრე მთელი სამყაროს ქადაგებმა და ფილანთროპებმა.
A silly song of Shakespeare’s has done more for the poor and the wicked than all the preachers and philanthropists in the world.
103223.
ორლანდო | კარი მეოთხე
მაშ არანაირი დრო, არანაირი თავდადება არ შეიძლება გადამეტებულად ჩაითვალოს, თუკი ჩვენს სათქმელს ნაკლები ზიანის მომტანს გავხდით.
No time, no devotion, can be too great, therefore, which makes the vehicle of our message less distorting.
103224.
ორლანდო | კარი მეოთხე
სიტყვები იმდენ ხანს უნდა ვხვეწოთ, სანამ უთხელესი გარსით არ შევმოსავთ სათქმელს.
We must shape our words till they are the thinnest integument for our thoughts.
103225.
ორლანდო | კარი მეოთხე
ამრიგად, ცხადი ხდება, ორლანდო საკუთარი რელიგიის ფარგლებს დაუბრუნდა, რომელიც დრომ კიდევ უფრო განამტკიცა მისი არყოფნისას და სწრაფად ეუფლებოდა შეუწყნარებლობას რელიგიის მიმართ.
Thus it is obvious that Orlando was back in the confines of her own religion which time had only strengthened in her absence, and was rapidly acquiring the intolerance of belief.
103226.
ორლანდო | კარი მეოთხე
მე ვიზრდები, – თქვა მან და, როგორც იქნა, შანდალს დასწვდა.
"I am growing up", she said, taking her taper at last.
103227.
ორლანდო | კარი მეოთხე
ზოგ ილუზიას ვკარგავ, – და დედოფალი მერის ლოცვანი დახურა, – ალბათ სხვები რომ შევიძინო.
"I am losing some illusions", she said, shutting Queen Mary’s book, "perhaps to acquire others".
103228.
ორლანდო | კარი მეოთხე
და ორლანდო აკლდამაში ჩავიდა, სადაც მისი წინაპრების ძვლები ესვენა.
And Orlando descended among the tombs where the bones of her ancestors lay.
103229.
ორლანდო | კარი მეოთხე
თუმცა თავად მისი წინაპრების, სერ მაილზის, სერ ჯერვასისა და სხვათა ძვლებმაც კი დაკარგეს სიწმინდე ნაწილობრივ, რაკი რასტამ ელ სადიმ ხელი ჩაიქნია იმ ღამით აზიის მთებში.
But even the bones of her ancestors, Sir Miles, Sir Gervase, and the rest, had lost something of their sanctity since Rustum el Sadi had waved his hand that night in the Asian mountains.
103230.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორღაც ის ფაქტი, რომ სულ რაღაც სამასი თუ ოთხასი წლის წინათ ეს ჩონჩხები ადამიანები იყვნენ ორლანდოს სინდისის ქენჯნით აღავსებდა.
Somehow the fact that only three or four hundred years ago these skeletons had been men filled Orlando with remorse.
103231.
ორლანდო | კარი მეოთხე
ის ეგვიპტურ პირამიდებზე და იმ ძვლებზე ფიქრობდა, რომლებიც მათშია ჩამარხული, როდესაც კრიპტეში იდგა.
She thought of the Egyptian pyramids and what bones lie beneath them as she stood in the crypt.
103232.
ორლანდო | კარი მეოთხე
იგი გაუყვა გრძელ გალერეას თავისი საძინებელი ოთახისაკენ.
She paced down the long gallery to her bedroom.
103233.
ორლანდო | კარი მეოთხე
ისე გადაავლო თვალი საკუთარი პიროვნების განვითარებას დღემდე, თითქოს დიდებული შენობებით დამშვენებულ შარაგზას ათვალიერებდა.
She reviewed, as if it were an avenue of great edifices, the progress of her own self along her own past.
103234.
ორლანდო | კარი მეოთხე
როგორ უყვარდა ბგერების გაგონება, როცა პატარა ბიჭი იყო და ფიქრობდა, რომ ბაგეთაგან ამოთქმული მარცვლების გრიგალი ნებისმიერ პოეზიაზე გაცილებით მშვენიერია.
How she had loved sound when she was a little boy, and thought the volley of tumultuous syllables from the lips the finest of all poetry.
103235.
ორლანდო | კარი მეოთხე
თანდათანობით მის სულში რაღაც ჩახლართული და მრავალპარკუჭიანი ჩაისახა, რის გამოსაკვლევადაც ადამიანი ჩირაღდნით უნდა შეიარაღდეს.
Slowly there had opened within her soul something intricate and manychambered, which one must take a torch to explore.
103236.
ორლანდო | კარი მეოთხე
მე დავწერ, – თქვა მან, – რის დაწერაც მომესურვება; და ასე გადაჩხაპნა ოცდაექვსი ტომი.
"I will write", she had said, "what I enjoy writing"; and so had scratched out twentysix volumes.
103237.
ორლანდო | კარი მეოთხე
და მაინც, ჯერ კიდევ, მიუხედავად ამდენი მოგზაურობის და თავგადასავლებისა და საფუძვლიანი ფიქრის და მიმართულებების ცვალებადობისა, ის ჯერ მხოლოდ გამობრძმედის პროცესში იყო.
Yet still, for all her travels and adventures and profound thinkings and turnings this way and that, she was only in process of fabrication.
103238.
ორლანდო | კარი მეოთხე
ღმერთმა უწყის, რას უქადდა მომავალი.
What the future might bring, Heaven only knew.
103239.
ორლანდო | კარი მეოთხე
ცვლილებებს ბოლო არ უჩანდა და ალბათ არასოდეს დასრულდებოდა.
Change was incessant, and perhaps would never cease.
103240.
ორლანდო | კარი მეოთხე
ფიქრის მტკიცე კედლები, ჩვევები, რომლებიც ქვასავით მყარად ეჩვენებოდა, ლანდებივით გაიფანტა და მოწმენდილი ცა და ზედ მოციმციმე ცინცხალი ვარსკვლავები გამოაჩინა.
High battlements of thought, habits that had seemed durable as stone, went down like shadows and left a naked sky and fresh stars twinkling in it.